1. “მკვდარი პოეტების საზოგადოება“/Dead Poets Society - ფილმი მოგვითხრობს მასწავლებელზე, რომელიც მოსწავლეებთან ერთად „მკვდარი პოეტების საზოგადოებას“ აყალიბებს. ფილმი გვიჩვენებს, რომ სიტყვებსა და იდეებს სამყაროს შეცვლა შეუძლია. ეს ფილმი სკოლის პერიოდის დაწყების დროს, იდეალურია.
2. „როცა ჰარი შეხვდა სალის“/ When Harry Met Sally - რომანტიკული შემოდგომა, ფოთოლცვენა, ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელიც კია.
3. „რუდი“/Rudy - ფილმი ცნობილი სპორტსმენის დენიელ რეტიგერის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მიზეზი რის გამოც ეს ფილმი შემოდგომაზე კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ, ფილმში ნაჩვენები შემოდგომის პეიზაჟები და სკოლის ცხოვრებაა.
4. „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“/Good Will Hunting - ფილმი მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ უილ ჰანტინგზე მოგვითხრობს. გარდა იმისა, რომ ფილმი გენიალურია და მასში ჰოლივუდის ნამდვილ თანავარსკვლავედს - რობინ უილიამსს, მეთ დეიმონს და ბენ აფლეკს ნახავთ, ასევე შემოდგომის ბოსტონის ულამაზესი პეიზაჟებით დატკბებით.
5. „რაშმორი“/Rushmore - ფილმი სკოლის გამოუსწორებელ მოსწავლეზე, 15 წლის მაქს ფიშერზე მოგვითხრობს, რომელსაც ახალგაზრდა მასწავლებელი შეუყვარდება.
6. „არჩევნები“/Election - ეს არის რომანტიკული კომედია კოლეჯის მასწავლებლის შესახებ, რომელიც სირთულეებს აწყდება სკოლის არჩევნების დროს. ფილმში მთავარ როლს შესანიშნავი რიზ უიზერსპუნი ასრულებს.
7. „შემოდგომა ნიუ იორკში“/Autumn In New York - ეს არის ფილმი, რომლის გარეშეც ადამიანების უმეტესობისთვის შემოდგომა წარმოუდგენელია. რიჩარდ გირისა და უაინონა რაიდერის შესანიშნავი ტანდემის კიდევ ერთხელ ნახვა ძნელი წარმოსადგენია რომ ვინმეს არ სურდეს. შემოდგომა, სიყვარული, შემოდგომის ნიუ-იორკის შესანიშნავი პეიზაჟები, ფილმში ყველაფერია, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
8. „თქვენთვის წერილია“/You’ve Got Mail - ფილმში მოთხრობილი ამბავი შემოდგომის პერიოდში იწყება და ფოთოლცვენის ულამაზესი კადრებია აღბეჭდილი. ის მოგვითხრობს ინტერნეტით გაცნობილ წყვილზე, ადამიანებზე, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში კონკურენტები არიან. ფილმში მეგ რაიანისა და ტომ ჰენკსის შესანიშნავ ტანდემს ნახავთ.
9. “სიყვარულის ისტორია“/ Love stoy - ეს არის 1970 წელს გადაღებული მელოდრამა, რომელიც შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გაიხსენოთ. ფილმი მდიდარი ბიჭისა და ღარიბი გოგონას სიყვარულზე მოგვითხრობს. წყვილის სიყვარული კემბრიჯში სწორედ შემოდგომის პერიოდში ვითარდება.
10. „წმინდა ელმას ცეცხლი“/St. Elmo’s Fire - ფილმი სკოლის შემდგომ პერიოდზე მოგვითხრობს. ადამიანებზე, რომლებიც წლების შემდეგ ინარჩუნებენ მეგობრობას და ერთმანეთს ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს უზიარებენ.
თემები: ურთიერთობა, ქალები, ფილმები, შემოდგომა
<a href="http://www.townandcountrymag.com">http://www.townandcountrymag.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია