LIFE

როდესაც ქმარი ცოლზე უმცროსია: ფსიქოლოგის რჩევები

როდესაც ქმარი ცოლზე უმცროსია: ფსიქოლოგის რჩევები

ურთიერთობების „მინუსები“, თუ მამაკაცი ცოლზე უმცროსია

განსხვავება ასაკში შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი: 2-3 წლიდან რამდენიმე ათეულ წლამდე. პირველი ვარიანტი არ ხდება საზოგადოების განსჯის საგანი, მაგრამ ასაკობრივ სხვაობას 10-30 წლამდე შეუძლია ურთიერთობებში პროვოცირების მოხდენა.

ინტერესების სხვაობა. 40-50 წლის ქალს მეტი სიმშვიდე სჭირდება, ის ცდილობს მეტი დრო გაატაროს თავის შეყვარებულთან მყუდრო საშინაო ბუდეში. ახალგაზრდა მამაკაცს კი გართობა სურს, მას ურჩევნია გაატაროს დრო ხმაურიან მეგობრულ წრეში, წავიდეს სანადიროდ ან სათევზაოდ. ასეთმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია.

როდესაც ქმარი ცოლზე უმცროსია: ფსიქოლოგის რჩევები

ქალის სექსუალური აქტივობა არ არის მუდმივი და დადგება მომენტი, როცა მისი ლიბიდო გაქრება, რაც ბუნებრივი და გარდაუვალია. სექსუალური შეგრძნებების გახანგრძლივება შეიძლება სპორტული დატვირთვების დახმარებით, სწორი კვებითა და მედიკამენტოზური საშუალებებით. არ არის საჭირი წინასწარ ჩაიციკლო მოსალოდნელ პრობლემებზე.

ასაკიანი ქალისა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს მაშინ თუ მამაკაცი მოისურვებს მამა გახდეს, იმ დროს როცა ცოლი, საკუთარი ასაკის, სოციალური მდგომარეობის ან წინა ქორწინებიდან შვილების გამო, წინააღმდეგია.

ქალი, რომელსაც ბევრად ახალგაზრდა ქმარი ჰყავს, არ არის დაზღვეული ეჭვიანობისა და ღალატისგან. მისი პარტნიორის გარშემო ტრიალებენ ახალგაზრდა გრძელფეხება გოგონები-თანატოლები. და როგორც არ უნდა უვლიდეს თავს ცოლი, ახალგაზრდა თანატოლებთან ბრძოლაში ის დამარცხდება.

როდესაც ქმარი ცოლზე უმცროსია: ფსიქოლოგის რჩევები

ურთიერთობების „პლიუსები“, როცა ქალი საკუთარ რჩეულზე უფროსია

ასეთი კავშირის ძირითად უპირატესობად ქალის სიბრძნე და გამოცდილება წარმოადგენს. ახალგაზრდა მეტოქე ქაალებმა არ იციან როგორ უნდა მოექცნენ მამაკაცს და ხშირად გამოუსწორებელ შეცდომებს ჩადიან. ასაკოვანმა ქალმა იცის, როგორ სიტუაციაში რანაირად მოიქცეს, ლოგინში კი ადვილად ხვდება პარტნიორის მოთხოვნილებებს.

ქალი, რომელიც შეყვარებულია მასზე უმცროსს მამაკაცზე, გულმოდგინედ უვლის საკუთარ თავს, იცავს კვების რეჟიმს, გამორიცხავს მავნე ჩვევებს. მისი სტიმულია - ახალგაზრდა ლამაზმანებისგან სხვაზე გადაიტანოს რჩეულის ყურადღება, უფრო მეტად მოსწონდეს და შეეფერებოდეს მას.

ძველმა ურთიერთობებმა ქალს ასწავლეს როგორ შეარბილოს კონფლიქტური სიტუაციები. ის არ მოაწყობს ისტერიკას, ყოველთვის ეცდება გაუგოს ახალგაზრდა პარტნიორს, მხარში ამოუდგეს და აპატიოს.

როდესაც ქმარი ცოლზე უმცროსია: ფსიქოლოგის რჩევები

ახალგაზრდა მამაკაცები აღიარებენ, რომ მათი ასაკოვანი ცოლები ასაკის მატებასთან ერთად განუმეორებლები და ქალურები ხდებიან, რაც იშვიათად ხვდებათ ახალგაზრდა ქალის გარეგნობაში. წლებმა ბევრი რამ ასწავლეს ქალს - ის ადვილად ქმნის სახლში სიმყუდროვესა და კომფორტს, იცავს წესრიგსა და სისუფთავეს. მან ყველაფრის გაკეთება იცის, რაც მამაკაცს სჭირდება, რასაც ვერ იტყვი ნორჩ მეტოქეებზე.

მსგავსი ქორწინებების სიმყარე, ასევე როგორც თანატოლებს შორის საქორწინო კავშირების, დამოკიდებულია ორივე შეყვარებულზე. თუ წყვილს არ შეუძლია ერთობლივად გადაწყვიტოს პრობლემები, არ უნდა დათმობა, გაგება და პატიება, ოჯახი შეიძლება დაინგრეს.

თუ ქალსა და მამაკაცს, რომლებსაც დიდი ასაკობრივი სხვაობა აქვთ, გულწრფელი გრძნობები აკავშირებთ, მათ არ შეაშინებთ არანაირი უბედურება, ასაკი ხომ - მხოლოდ ციფრებია. და არ უნდა მიაქციოთ ყურადღება სტერეოტიპებს, დრო შეარბილებს ყველა სირთულეს. გიყვარდეთ ერთმანეთი და აიღეთ ცხოვრებიდან იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ!



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>