LIFE

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ორშაბათი ბედნიერმა დაიწყოთ და მთელი სამუშაო კვირა წარმატებული გქონდეთ

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ორშაბათი ბედნიერმა დაიწყოთ და მთელი სამუშაო კვირა წარმატებული გქონდეთ

ამბობენ, მთელი კვირა როგორც კარიერული თვალსაზრისით, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით, წარმატებული იმ შემთხვევაშია, როცა ორშაბათს ვიწყებთ მოტივირებულები და როცა კვირის პირველ დღეს ვართ ნაყოფიერები.

იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ორშაბათ დილით სამსახურში ღიმილით გხვდებიან? - ისინი არიან ადამიანები რომლებსაც, ალბათ, ვერ იტანთ, მაგრამ გინდათ, რომ ჰგავდეთ და თქვენც შეგეძლოთ სამუშაო კვირის დასაწყისში ღიმილიანი სახით სიარული.

გახდე „ორშაბათის ადამიანი“ და სიხარულით შეხვდე ახალი სამუშაო კვირის დაწყებას, შესაძლებელია. იმისთვის, რომ ორშაბათს თავს კარგად გრძნობდეთ, არ არის აუცილებელი კვირა დღე სრულ ვაკუუმში გაატაროთ.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ორშაბათი ბედნიერმა დაიწყოთ და მთელი სამუშაო კვირა წარმატებული გქონდეთ

საჭიროა მხოლოდ რამდენიმე სტრატეგიული მოსამზადებელი სამუშაო, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური.

პროდუქტიულობის ექსპერტები გვირჩევენ, რომ თუ კვირას განვიტვირთებით, ორშაბათს თავს შესანიშნავად ვიგრძნობთ.

„არ გააკეთოთ სამსახურის საქმეები დასვენების დღეს, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეთ და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება, რათა ახალი ენერგიით დაიმუხტოთ“, - ამბობს პროდუქტიულობის ექსპერტი ლაურა ვანდერკამი და გვირჩევს, რომ კვირა დღე გართობისთვის გამოვიყენოთ.

„ამ გზით თქვენ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ და ორშაბათი დილა საშინელებათა ჟანრის აღარ მოგეჩვენებათ“, - ამბობს ვანდერკამი.

პარასკევს, სამუშაო დღის მიწურულს, დაგეგმეთ მომდევნო კვირა. ახალი კვირისთვის საკუთარ თავს დაუწესეთ სამი პრიორიტეტი - კარიერა, სასიყვარულო ურთიერთობა და საკუთარი თავი. თითო კატეგორიას შეუსამაბეთ ორი, ან სამი რამ, რაც ამ პრიორიტეტებისთვის კვირის განმავლობაში უნდა გააკეთოთ. შედეგად, შაბათ-კვირას აღარ დაგჭირდებათ დროის დახარჯვა იმაზე ფიქრში, თუ რა უნდა გააკეთოთ ორშაბათს, ყოველივე უკვე პარასკევიდან გაქვთ გაწერილი. შესაბამისად შაბათ-კვირას საკუთარ თავს სრული განტვირთვის საშუალებას მისცემთ.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ორშაბათი ბედნიერმა დაიწყოთ და მთელი სამუშაო კვირა წარმატებული გქონდეთ

არავითარ შემთხვევაში არ გაგზავნოთ მეილები კვირას საღამოს და მით უფრო, კვირას საღამოს გაგზავნილი მეილის საშუალებით არ დაუნიშნოთ შეხვედრა ადამიანს ორშაბათისთვის, ვინაიდან, დიდი ალბათობით, კვირას ის მეილს არ გახსნის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კვირა დასვენების დღეა და სჯობს ეს დღე თქვენც, სხვების მსგავსად, დასვენებისთვის და განტვირთვისთვის გამოიყენოთ.

რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, ორშაბათს, დილით,გაღვიძებისას? - აბსოლუტურად არაფერი მედიტაციის გარდა, გვირჩევენ ექსპერტები. 20 წუთის განმავლობაში დაკავდით მედიტაციით - იჯექით მშვიდად, ისუნთქეთ ღრმად და იგრძენით საკუთარი სხეული. მედიტაცია დაგეხმარებათ იგრძნოთ ცვლილებების საჭიროება, მოგცემთ საშუალებას იპოვოთ საკუთარი თავი, იყოთ მშვიდად, ხოლო მედიტაციის დასრულების შემდეგ, თავს იგრძნობთ ბედნიერად და ახალი კვირის დასაწყებად ბოლომდე მომართული იქნებით.

ასევე, საუკეთესო შედეგი განწყობისთვის და ენერგიის მოზღვავებისთვის ორშაბათის ფიზიკური ვარჯიშით დაწყებას მოაქვს. ამიტომ, აუცილებლად გამონახეთ დილით დრო თუნდაც 10-15 წუთით ვარჯიშისთვის. ნახავთ, რომ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და ტონუსში იქნებით.

აუცილებლად კარგად გამოიძინეთ კვირას, ღამით. თუ ძილის ნაკლებობას განიცდით, სამწუხაროდ, ვერაფერი გიშველით, მთელი დღის უსიცოცხლოდ, არაპროდუქტიულად და ცუდ ხასიათზე გატარება მოგიწევთ.

უნდა გქონდეთ ყოველდღიური საქმეების გასაკეთებელი გეგმა დაწერილი და ეს მხოლოდ ორშაბათს არ ეხება. ყოველ დილით გადახედეთ ამ ჩანაწერს, ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოყავით ერთი პრიორიტეტი, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოთ და სამუშაოს პირველი ეტაპი, პირველი საათი მხოლოდ ამ საქმის შესრულებას დაუთმეთ.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ორშაბათი ბედნიერმა დაიწყოთ და მთელი სამუშაო კვირა წარმატებული გქონდეთ

კვლევის თანახმად, დღის პირველი ნახევარი, სამუშაო დროის პირველი ნაწილი, საუკეთესო დროა შემეცნებითი ამოცანების გადასაჭრელად. სჯობს, საღამოს საათებისთვის გადადოთ შედარებით მარტივი საქმე, დავუშვათ მეილებზე პასუხის გაცემა და რთული საქმე დღის პირველ ნახევარში შეასრულეთ.

ორშაბათს, სამუშაო დღის ბოლოს შეადგინეთ მომდევნო დღეს გასაკეთებელი საქმეების სია - რა უნდა გააკეთოთ განსხვავებული ხვალ? ვის უნდა ესაუბროთ, ვის უნდა შეხვდეთ. ასე უფრო გაგიმარტივდებათ და მთლიანი კვირა გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.