LIFE

გაიგე მეტი შენ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ - საუკეთესო რჩევები

გაიგე მეტი შენ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ - საუკეთესო რჩევები

ალბათ, ყველამ იცის სიტყვა, რომელიც დღეისთვის საკმაოდ ტრენდული გახდა და რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა. იგი, ფაქტობრივად, ქმედებაა... ქმედება, რომელიც, რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, საჭიროებს სიჩუმესა და კონცენტრაციას. ისეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ ღრმა ჩასუნთქვით გამოწვეული ხმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმაა, რომელსაც ეს ქმედება იწვევს.

ეს სიტყვა გახლავთ „ცნობიერების ამაღლება". იგი ნიშნავს ფიქრს წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით. თუ შენი ცხოვრების არსს მიაგენი, ე.ი. ცნობიერების ამაღლების გზას ადგახარ. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ავტომატურად ცხოვრობს. ისინი ვერ ამჩნევენ ათას გასაოცარ რამეს, რაც ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად ხდება და რაც სწორედ იმიტომ ხდება, რომ საჭიროა, შევამჩნიოთ.

გაიგე მეტი შენ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ - საუკეთესო რჩევები

ამაღლებული ცნობიერება ადამიანში თანაგრძნობის უნარსა და გარშემომყოფებთან, სამსახურსა თუ სახლში, მის კავშირებს აძლიერებს. ამაღლებული ცნობიერებისა და ინფორმირებულობის შემთხვევაში, უკეთ გვესმის ადამიანების, მათი განცდების. ვხედავთ იმ უხილავ ელემენტებსაც კი, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ვგრძნობთ ტემპერატურას, სუნთქვის ხმაც კი გვესმის. თუკი გარკვეულ დროს შენს ფიქრებს დაუთმობ და ამ ფიქრებთან მარტო დარჩები, საკუთარი თავისთვისაც და გარშემომყოფთათვისაც მეტად საჭირო გახდები.

ცნობიერება, იგივე შეგნება, სასურველია, ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე გამოვიმუშაოთ. ყველასთვის რთულია საკუთარი თავის რეალურად აღქმა და მიღება. არა ისეთი საკუთარი თავის, როგორიც გვსურს, რომ ვიყოთ, არამედ, ისეთის, როგორიც ვართ. ამის მაგალითი ძალიან ბევრია: ზოგს უჭირს იმ ფაქტის გაცნობიერება და მერე მასთან შეგუება, რომ მისი მშობლები განქორწინებულები არიან და თავად უწევს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ასაკთან ერთად, ხვდება, რომ არ არის ერთადერთი, ვინც ამ სცენარით იცხოვრა. საკუთარი ქმედებების, გარშემომყოფთა და ოჯახის წევრთა ქმედებების გაცნობიერება, საუკეთესო გუნდის წევრად გაქცევს (ან, სხვა თუ არაფერი, იმედს გაძლევს, რომ გაქცევს).

იმისთვის, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე დღეიდან, ერთ საუკეთესო რჩევას გთავაზობ: გააღე ყველა კარი. ყოველგვარი ვარდისფერი სათვალე მოიშორე და თვალი გაუსწორე რეალობას: საღად აღიქვი შენი გარემოცვა, ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობ, ასევე მოიქეცი საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების შემთხვევაშიც.

გაიგე მეტი შენ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ - საუკეთესო რჩევები

უპირველესად კი იმის განსაზღვრას გირჩევ, თუ რას ნიშნავს ცნობიერება პირადად შენთვის. ზოგიერთისთვის ეს შესაძლოა, Youtube-ის ერთ-ერთ არხზე ატვირთული მედიტაციის გაკვეთილები იყოს, ვიღაცისთვის ის რელიგიური შეხედულებები, რითაც აღზარდეს, ბევრისთვის კი ეს შეიძლება გარშემომყოფთა შორის თანამოაზრის პოვნა აღმოჩნდეს.

იმ დეტალების დანახვა და გაცნობიერება, რომლებიც მთლიანობაში გაყალიბებენ როგორც პიროვნებას, გეხმარება, მჭიდრო კავშირში იყო შენ ირგვლივ არსებულ სამყაროსთან.



წყარო:&nbsp;<a href="http://motto.time.com/4520477/mindfulness-meditation-awareness-tips/">motto.time.com</a>