სილამაზე

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

2017 წლის შემოდგომაზე, განსაკუთრებით მოდურია მოკლე ვარცხნილობები და ასევე ბუნებრივი თმა, ანუ ისეთი სტილი, როგორიც ბუნებრივად გაქვთ.

გთავაზობთ 2017 წლის შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდულ ვარცხნილობას. ინსპირაციის წყარო, რა თქმა უნდა, ვარსკვლავები არიან და მათი ვარცხნილობების მიხედვით შეგიძლიათ საკუთარი სუპერ თანამედროვე ვარცხნილობა შეარჩიოთ.

1. დაბალზე შეჭრილი თმა - ეს ვარცხნილობა წელს განსაკუთრებით მოდურია. შეგიძლიათ, მაგალითი კრისტენ სტიუარტისგან აიღოთ, რომელიც ამტკიცებს, რომ ასეთი ვარცხნილობა ქალს ნამდვილად უხდება. ვიცით, რომ არასტანდარტული და განსხვავებული ვარცხნილობაა, მაგრამ თუ გსურთ რომ იყოთ მოდური, გიყვართ სიახლეები და მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ასეთი ვარცხნილობით ამ შემოდგომის ნამდვილი ვარსკვლავი გახდებით.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

2. გრძელი თმა - თუ გძელი თმა გაქვთ და მის შეჭრას არ აპირებთ, შეგიძლიათ სტილი ჯენიფერ ლოპესის მაგალითით შეარჩიოთ - შუაზე გაყოფილი თმა, რომელიც ბოლოში ოდნავ ტალღოვანია. ეს ვარცხნილობა სადა და ელეგანტურია და ვფიქრობთ, განსაკუთრებით უხდება შემოდგომას.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

3. ძალიან მოკლე თმა - ზოგადად, მოკლე სტილის ვარცხნილობა წელს განსაკუთრებით ტრენდულია. მოკლე ვარცხნილობისთვის სტილის შერჩევა კი ზოგჯერ ძალიან რთულია. გთავაზობთ, მაგალითი სუპერმოდელ კარა დელევინისგან აიღოთ - ეს არის გვერდზე გაყოფილი, წინ, ნიკაპთან ოდნავ დატალღული თმა. ვარცხნილობა ძალიან ეფექტური და თვალშისაცემია.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

4. ხვეული თმა - თუ ბუნებრივად ხვეული თმა გაქვთ, ნუ ეცდებით მის შეცვლას, გასწორებას და რაიმე ვარცხნილობის შერჩევას, უბრალოდ გაიშალეთ და გქონდეთ ისე, როგორც ბუნებრივად გაქვთ. შეხედეთ იარა შარიდს, როგორი მომხიბვლელია ასეთ თმაში. გეტყვით, რომ ბუნებრიობა წელს ძალიან მოდურია, ამიტომაც მიეცით თქვენს ლამაზ თმას საშუალება, რომ იყოს ისეთი, როგორიც ბუნებრივადაა.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

5. საშუალო სიგრძის ტალღოვანი თმა, როგორც ჯენიფერ გარნერს აქვს - ვარცხნილობა აქტუალობას არასოდეს კარგავს.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

6. გრძელი კარე - მაგალითი შეგიძლიათ პენელოპე კრუზისგან აიღოთ. ეს არ არის ტრადიციული სწორი კარე, შეგიძლიათ მას განსხვავებული ფორმა მისცეთ.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

7. შუაზე გაყოფილი თმა, რომელიც თქვენს მხრებამდე იქნება - ამ ვარცხნილობას განსაკუთრებით უხდება ღია ფერის თმა. შეგიძლიათ, როუზ ბირნის მაგალითით იხელმძღვანელოთ.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

8. გვერდზე გაყოფილი საშუალო სიგრძის თმა, ბუნებრივი ეფექტით - ისე, როგორც აქვს გალ გედოტს.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

9. ტრადიციული კარე ე.წ. ჩოლკით, რომელიც აუცილებლად უნდა ეხებოდეს წარბება, ან მთლიანად ფარავდეს მათ - კერი ვოშინგტონი სწორედ ასეთ ვარცხნილობაზე აჩერებს არჩევანს.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები

10. გრძელი, ტალღოვანი თმა ე.წ. ჩოლკით - მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ტრენდად წელს გრძელი თმა ნამდვილად არ არის, შეიძლება დაგენანოთ მისი შეჭრა და გსურდეთ, რომ გრძელი თმა ატაროთ. გაითვალისწინეთ, გრძელი თმა აუცილებლად უნდა უყოს ტალღოვანი, სწორი თმა გადავიდა მოდიდან და შეიჭერით „ჩოლკა“ - სტილი შეგიძლიათ სოფია ვერგარას „მოპაროთ“.

როგორი ვარცხნილობებია 2017 წლის შემოდგომაზე ტრენდული - სტილის უკანასკნელი ტენდენციები



<a href="http://www.redbookmag.com">http://www.redbookmag.com</a>