აირჩიეთ მხოლოდ ერთი მამაკაცი და ტესტის საშუალებით შეამოწმეთ საკუთარი ხასიათი
- 27.09.2019
თითოეულ ჩვენგანს მოსწონს მამაკაცის განსაზღვრული ტიპი. ვიღაცას უფრო რბილი, ვიღაცას, პირიქით, მამაკაცური. ყველამ ვიცით, რომ ძალიან ძნელია შეხვდე ცხოვრებაში იდეალურ ადამიანს, განსაკუთრებით მამაკაცს.
ამიტომაც ვეძებთ ჩვენთვის მოსაწონ მამაკაცებს ფილმებსა და სერიალებში. მაგრამ ვინ იფიქრებდა რომ მამაკაცებში უპირატესობის მინიჭებას შეუძლია ბევრი საინტერესო გიამბოთ თქვენს შესახებ. მზად ხართ შეამოწმოთ საკუთარი ხასიათი?
ჩვენ გთავაზობთ ცოტა გაერთოთ და შემოთავაზებულებ ვარიანტებს შორის აირჩიოთ მამაკაცის ის ტიპაჟი, რომელიც მოგწონთ ყველაზე მეტად!
ორის არჩევა არ შეიძლება, ეცადეთ აირჩიოთ ის, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ. თუ არავის არ აირჩევთ, მაინც წაიკითხეთ ქვემოთ რაღაც საინტერესო საკუთარ თავზე.
ახლა კი შედეგები!
რიჩარდ გირი ფილმიდან „ლამაზმანი“
მამაკაცებში თქვენ აფასებთ ჭკუას და ერთგულებას. თქვენთვის ეს მთავარია მამაკაცურ სილამაზეში. თქვენ იმ ქალებს მიეკუთვნებით, ვისაც მთელი ცხოვრება უყვარს ერთი მამაკაცი. მსუბუქი, გულწრფელი, თქვენ მაშინვე არ ენდობით პარტნიორს და მას უწევს თქვენი ნდობის მოპოვება. სწორედ თქვენნაირი ქალები შთააგონებენ მამაკაცებს იშოვონ ფული.
პაველ პრილუჩნი - ხელახლა აღზრდილი ცუდი ბიჭი ფილმიდან „მაჟორი“
თქვენ გიყვართ მთელი გულითა და სულით, კარგი დიასახლისი ხართ და ძალიან გიყვართ ბავშვები. მაგრამ თქვენი მამაკაცი ხშირად ეჩვევა ყველაფერ კარგს, რასაც ანიჭებთ და ბოლომდე არ აფასებს თქვენს ძალ-ღონეს. თქვენ აფასებთ რომანტიკას ურთიერთობებში და დიდი ბედნიერება ელოდება იმ მამაკაცს, ვისაც შეუძლია ეს მოგცეთ.
ბურაკ ოზჩივიტი - პოპულარული თურქული სერიალების გმირი
თქვენ ძალიან ქარიზმატული ქალი ხართ, ძლიერი ხასიათით. მაგრამ სიყვარულში მისი გამოვლინება არ გიყვართ, თქვენ გსურთ, რომ გვერდით გყავდეთ მამაკაცი, რომელიც თქვენზე ძლიერია. ურთიერთობებში გირჩევნიათ, რომ მამაკაცმა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ახალგაზრდობაში ასეთი ტიპაჟის ქალები ხშირად ცდებიან და უყვარდებათ შედარებით სუსტი ნებისყოფის მამაკაცები და ძალიან იტანჯებიან მათთან.
ვიაჩესლავ ტიხონოვი საბჭოთა სერიალიდან „გაზაფხულის 17 გაელვება“
ქმართან, როგორც ქვის კედლის მიღმა, - აი, რას ეძებთ ურთიერთობებში. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ და აპატიოთ ბევრი რამ, მაგრამ თუ გაიგებთ ღალატის შესახებ - არასოდეს აპატიებთ, თუნდაც დარჩეთ ამ მამაკაცთან. „მთავარია - ამინდი სახლში“ - ხშირად ამბობენ ქალები, რომლებსაც მოსწონთ მამაკაცების ასეთი ტიპაჟი. და ხშირად ეს ამინდი - ამ ქალების დამსახურებაა.
თუ ამ ტიპაჟებიდან არცერთი არ მოგეწონათ
ურთიერთობებში თქვენ გულწრფელობას აფასებთ, უკეთესია მწარე იყოს, მაგრამ სიმართლე. თქვენ ნამდვილად არ ხართ ის ქალი, ვისაც წლების მანძილზე შეუძლია იცხოვროს უსიყვარულოდ მამაკაცთან. თქვენ გინდათ, რომ განვითარდეთ, და პარტნიორიც განვითარდეს თქვენთან ერთად. გიყვართ საინტერესო მამაკაცები, რომლებიც გემოვნებით იცვამენ და იციან ქალებთან მოპყრობა.
თემები: ტესტი, რჩევები ქალებს, ურთიერთობა, რჩევები
<a href="https://www.nastroy.net">https://www.nastroy.net</a>