10 უცნობი ფაქტი Nivea-ს შესახებ - რა ჯადოსნური თვისებები გააჩნია კრემს
- 29.09.2017
1. ანტი-დაბერება
გამოუცხადეთ ნაოჭებს ომი Nivea-ს დახმარებით. უბრალოდ ძილის წინ დაიტანეთ ცოტაოდენი კრემი იმ ადგილებში, სადაც შეამჩნიეთ ნაოჭები, და მალე დაინახავთ განსხვავებას!
2. სტრიები
იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ სტრიების გაჩენა ფეხმძიმობის შემდეგ, შეგიძლიათ ყოველ დღე შეიზილოთ Nivea მუცლის, მკერდის, თეძოების არეში. კრემი ისეთივე ეფექტურია, როგორც ამ პრობლემისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული ზეთები.
3. მუქი წრეები თვალების ქვეშ
თუ დილით გაიღვიძეთ მუქი წრეებით თვალების ქვეშ... ძილის წინ მასაჟური მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ კრემი ნაზ კანში თვალების ირგვლივ. დილაზე დაიბანეთ პირი და თქვენ დაინახავთ ცვლილებებს.
4. მაკიაჟის მოცილება
თუ სახლში გაქვთ Nivea, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის მაკიაჟის მოსაცილებლად. არ არის საჭირო ძვირადღირებული ქაფები და გელები. კრემი წყალგამძლე კოსმეტიკასაც კი აცილებს!
5. მშრალი იდაყვები
ბევრს აწუხებს მშრალი კანი იდაყვებზე. ამ შემთხვევაშიც Nivea წარმოადგენს იდეალურ დამატენიანებელს. რომელიც დატოვებს თქვენს კანს რბილსა და ნაზს.
6. ხელების სიმშრალე
ხელების სიმშრალე წარმოადგენს საერთო პრობლემას, განსაკუთრებით თუ ძალიან ხშირად იბანთ ხელებს. თქვენ არ გჭირდებათ ძვირადღირებული კრემი ხელების ექსტრა-მშრალი კანისთვის. შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ Nivea : ის ძალიან ძლიერი დამატენიანებელია. კრემი ასევე ახდენს სასწაულებს მშრალი მუხლებისა და ფეხის ქუსლებისთვის.
7. დერმატიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ხშირად ადამიანები იტანჯებიან დერმატიტისგან, რომელიც გამოწვეულია ზედმეტად კონცენტრირებული საპნების, სარეცხი საშუალებების, კრემებისა და სხვა პროდუქტების გადაჭარბებული გამოყენებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ეგზემა, გაღიზიანება, ქავილი. განსაკუთრებულად სქელი კონსისტენციის გამო Nivea კარგად უხდება კანთან ამ სახის სერიოზული პრობლემების მკურნალობისთვის.
8. მცირე დამწვრობების მკურნალობა
მცირე დამწვრობების დროს Nivea ამშვიდებს კანს და იცავს წყლულების გაჩენისგან.
9. მზით დამწვრობის მკურნალობა
ზაფხულის დღეებში ხანდახან მეტ დროს ვატარებთ მზეზე, ვიდრე საჭიროა. დილით ვგრძნობთ ტკივილს და წვას კანზე. ნაზი მოძრაობებით წაისვით დაზიანებულ კანზე Nivea, რომელიც დაამშვიდებს და გააგრილებს კანს.
10. ტუჩის ბალზამი
კრემი Nivea არა ნაკლებ ეფექტურია მშრალი ტუჩებისთვისაც. იმისათვის რომ კარგად დავატენიანოთ ტუჩები, რამდენიმე დღის მანძილზე შეიზილეთ კრემი დღეში 3-ჯერ.
თემები: კანის მოვლა, ქალები, რჩევები