1. შოპინგი
მყიდველების უმეტესი ნაწილი შეიძლება დაყო ორ ტიპად.
პირველი ტიპი აქტიურად ათვალიერებს ეტიკეტებს და, სანამ რაიმეს იყიდის, კითხულობს რაც შეიძლება მეტ დეტალს. ეს ცოდნისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ ყველაფრის არსში ჩაწვდნენ.
მეორე ტიპის ადამიანებს ურჩევნიათ დრო ტყუილად არ დაკარგონ და კმაყოფილდებიან ზედაპირული ინფორმაციით. მათ შეიძლება არასერიოზული ვუწოდოთ. ეს ტიპები ანალოგიურად მოქმედებენ ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც.
2. სურვილი ატაროთ საათი
ადამიანები, რომლებიც თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ატარებენ მაჯის საათს, უფრო პუნქტუალური და კეთილსინდისიერები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც ურჩევნია უარი თქვას ამ აქსესუარზე. გარდა ამისა, საათი შეიძლება მეტყველებდეს თქვენს დაბალ გახსნილობასა და ინტროვერტულობაზე, სამაგიეროდ უფრო მყარ ემოციურ სტაბილურობაზე, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც არ ატარებენ საათს.
3. ჩვევები კვებაში
კვებაში უპირატესობებს ბევრის მოყოლა შეუძლიათ ადამიანის ხასიათზე. იმპულსურებს, ნაკლებად გახსნილ და არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ურჩევნიათ ტკბილი ღვინო და ძალიან იშვიათად ჭამენ ხილს. ამავე დროს გახსნილი, უფრო მშვიდი და კეთილსინდისიერი ადამიანები სვამენ მშრალ ღვინოს და სიამოვნებით მიირთმევენ ხილს.
4. სიტყვები
სიტყვები, რომლებსაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ახასიათებენ ჩვენს პიროვნებას. და არა აქვს მნიშვნელობა ვამბობთ თუ ტექსტური შეტყობინებებით ვწერთ.
შფოთიანი და ემოციურად არამყარი ადამიანები იყენებენ უარყოფით ემოციებთან დაკავშირებულ სიტყვებს.
ექსტრავერტები - დადებითებს. კეთილსინდისიერი ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ სიტყვებს მიღწევების სფეროდან.
გახსნილი ადამიანები კი ჩვეულ ლაპარაკობენ გრძელი სიტყვებითა და ფრაზებით იქ, სადაც შეიძლება შეურჩიონ უფრო ლაკონური სინონიმი.
5. მუსიკალური უპირატესობები
ადამიანები, რომლებსაც უყვართ სევდიანი ან აგრესიული მუსიკა საკუთარი ემოციების გამოსახატავად, შფოთიანი და ნერვიულები არიან. ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ მხიარული ან მშვიდი მუსიკა, უფრო ბედნიერები არიან. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ასეთი მუსიკის მოსმენის პროცესი ამაღლებს განწყობას და გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი.
6. საშინაო საზრუნავი
ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით აუთოებენ, რეცხავენ ჭურჭელს და თამაშობენ ბავშვებთან, უფრო სასიამოვნოები არიან საზოგადოებაში, ვიდრე ისინი, ვისაც არ უყვარს ამის გაკეთება. მათთვის მნიშვნელოვანია სხვისი ბედნიერება. ამიტომაც ურჩევნიათ საზრუნავი ყოფითი წვრილმანების შინაგან გაღიზიანებას. მათ ასევე შეიძლება ვუწოდოთ ინტროვერტულები. ექსტრავერტებს კი არ უყვართ სახლის საქმეები და უპირატესობას ანიჭებენ დასვენებას ან მეგობრებთან შეხვედრას.
7. ხელოვნება
ადამიანები, რომლებსაც უყვართ ლექსები, დადიან ოპერაში ან თავად არიან დაკავებული ხელოვნებით, უფრო კომუნიკაბელურები არიან და გახსნილები ყველაფერი ახალისთვის, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც არ გიჟდებიან ხელოვნებაზე.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია