რომელი ზოდიაქოს ნიშნების შეყვარებაა ყველაზე რთული და ყველაზე მარტივი? - სიყვარულის ჰოროსკოპი
- 09.01.2019
1. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ურთიერთობებს კარგად აანალიზებენ და ძალიან პრაგმატულები არიან. ქალწულს დიდი დრო სჭირდება იმის გასარკვევად შესაძლებელია, თუ არა კონკრეტული ადამიანის ნდობა და ამისთვის ის მრავალ გამოცდას უწყობს პოტენციურ პარტნიორს. მათი შეყვარება მარტივი ნამდვილად არ არის. ქალწულის შესაყვარებლად საჭიროა მან ის კედლები დაანგრიოს, რომელიც თავადვე აღმართა და გაიხსნას, რაც მათ ნამდვილად არ ახასიათებთ. თუმცა როცა ამას აკეთებენ, შესანიშნავი პარტნიორები არიან.
2. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები დედოფლები/მეფეები არიან, რომლებმაც არ იციან რეალურად რა სურთ. ისინი მერყევი ხასიათით გამორჩევიან - ხან თბილად მოგექცევიან, თუმცა მოულოდნელად ყინულივით ცივები ხდებიან, ეს კი მათ ემოციურად არამდგრად და რთულ ადამიანებად აქცევთ. არასტაბილურობის გამო, მათთან ურთიერთობა რთულია და ამიტომაც გარბის მორიელებისგან ყველა. ისინი სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არასოდეს არიან.
3. მშვილდოსანი - არ არსებობს მასსავით იმპულსური ზოდიაქოს ნიშანი. მოულოდნელობებითაა სავსე და გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებს. ეს გარკვეულწილად ამაღელვებელ და საინტერესო პარტნიორად აქცევს, რომელთანაც არასოდეს მოიწყენთ, მაგრამ სხვა კუთხით თუ შევხედავთ, შეუძლებელიც კია მოუსვენარ მშვილდოსანთან ერთად ცხოვრება, მასთან ვერასოდეს იქნებით მშვიდად. მოულოდნელად შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ თავზარი დაგცეთ. ისინი მუდმივად ახალს ეძებენ - ახალ მოგზაურობას, ახალ ადრენალინს და ხშირად ახალ პარტნიორს. მშვილდოსანთან ბედნიერი მხოლოდ ის ადამიანია, ვისაც მასსავით დაუოკებელი ბუნება აქვს.
4. მერწყული - ისინი თავიანთ რეალურ სახეს არასოდეს ავლენენ, რის გამოც მისი ხასიათის ამოცნობა სხვებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ მერწყულსა და მის გარშემომყოფებს შორის მანძილი ჩნდება. მერწყულს სჭირდება ვინმე ისეთი, ვისაც ნამდვილად ენდობა, თავს იგრძნობს დაცულად და კომფორტულად. როცა ასეთ ადამიანს იპოვის ის თავდავიწყებით შეიყვარებს.
5. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები პრაქტიკულობით გამოირჩევიან და შრომისმოყვარეები არიან. რა თქმა უნდა, ეს კარგია და სამსახურში დიდ წარმატებასაც აღწევს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ნებისმიერ ურთიერთობას ისე უყურებს, როგორც ბიზნესს. რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ პარტნიორი ასეთი თვალით უყურებდეს. თხის რქამ უნდა ისწავლოს, რომ ენდოს თავის გულს იმისთვის, რომ იპოვოს ნამდვილი სიყვარული, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეყვარება არავის მოუნდება.
6. ტყუპები - ამ ადამიანებს ზედმეტად ემოციურ ნატურებად მიიჩნევენ. როცა ტყუპებს უყვარდება, ის სიყვარულს ყველაფერს უძღვნის, საოცარი პარტნიორია. მასსავით მოსიყვარულე და თბილი ზოდიაქოს ნიშანი სხვა არ არის. ამ თვისებების გამო, ტყუპების შეყვარება მარტივია.
7. ლომი - ლომი დამოუკიდებელი და თავდაჯერებულია. როცა ლომს ხვდებით, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ - ის არასოდეს გაგრძნობინებთ რომ სჭირდებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ლომებს რაღაც ჯადოსნური მიზიდულობის ძალა აქვთ და შეუძლებელია, რომ არ შეგიყვარდეთ. მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმე წარმატებული და მისი ყველა მოქმედება ამაღელვებელია. ამიტომაც ლომი ყველას უყვარს.
8. ვერძი - აქტიური და ვნებიანი ვერძისთვის პარტნიორი სამყაროს ცენტრია და დედამიწა მისი საყვარელი ადამიანის გარშემო ბრუნავს. მისთვის პრიორიტეტული სწორედ პარტნიორია და ყველაფერს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ადამიანისთვის. არ აქვს მნიშვნელობა მას კრიმინალი უყვარს, თუ წარმატებული ლიდერი - ის ყოველთვის მზად არის საყვარელი ადამიანის მხარდასაჭერად. ვის არ სურს რომ ასეთ ადამიანს უყვარდეს? - ამიტომაც ვერძებს თაყვანისმცემელთა არმია ჰყავთ.
9. კურო - კურო ყველაზე სამართლიანი და ერთგული ზოდიაქოს ნიშანია. როცა კუროს ვინმე უყვარს, ეს სამუდამო სიყვარულია. ასეთი ერთგულება ძალიან იშვიათია და გარშემომყოფები ამას აფასებენ. კუროს მსგავსი პარტნიორი ბევრს სურს. ასეთი ხასიათის გამო მისი შეყვარება მარტივია.
10. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ყველასთვის ბედნიერება სურთ. სასწორს სურს, რომ დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს და ყველას ცხოვრება უხაროდეს, განსაკუთრებით კი, იმ ადამიანების ბედნიერება სურს, რომლებსაც ის უყვართ. მათი შეყვარება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ გახსნილები არიან და თავიანთ კეთილგანწყობას ყველას აჩვენებენ.
11. თევზები - უდავოა, რომ თევზებს ყველაზე მოსიყვარულე გული აქვთ დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით. როცა შეყვარებულები არიან, მათი სიყვარული ღრმაა და ემოციური - ბოლომდე და თავდავიწყებით უყვართ. ის თამამად გამოხატავს ემოციებს და გეუბნებათ ყველაფერს, რასაც გრძნობს, თავისთვის არაფერს იტოვებს. თევზების შეყვარება ნამდვილი ბედნიერებაა. მარტივი არ არის მისი გული გახსნათ, თუმცა შესაძლებელია.
12. კირჩხიბი - ამ ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები ყველაზე მზრუნველები არიან რის გამოც კირჩხიბები ყველას უყვარს. ისინი მარტივად პატიობენ და ძალიან კეთილები არიან. დარწმუნებული იყავით, რომ ის გასაჭირში არასოდეს მიგატოვებთ და აუცილებლად თქვენ გვერდით იქნება როცა დაგჭირდებათ. ის გიჩვენებთ მაგალითს იმისას, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არაა და რომ სიყვარული ქმედებებით გამოიხატება. ბედნიერებაა თუ კირჩხიბმა შეგიყვარათ.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, ზოდიაქო, ჰოროსკოპი
<a href="http://theearthtribe.net">http://theearthtribe.net</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია