ჯანმრთელობა

ვარჯიში ალერგიას იწვევს - უჩვეულო დაავადება, რომელიც, შესაძლოა, მომაკვდინებელი იყოს

ვარჯიში ალერგიას იწვევს - უჩვეულო დაავადება, რომელიც, შესაძლოა, მომაკვდინებელი იყოს

ზოგიერთი ადამიანი ვარჟიშის მიმართ ალერგიულია. შეიძლება ამაზე ვიღაცას გაეცინოს და თუ იტყvით, რომ ვარჯიშზე ალერგია გაქვთ, დაცინვის ობიექტი გახდეთ, მაგრამ რეალურად სასაცილო არაფერია - თუ ვარჯიშის მიმართ ალერგიულები ხართ, ეს შეიძლება მომაკვდინებელიც კი იყოს.

განვიხილოთ ამერიკელი ჯო ო’ლერის მაგალითი. ის სპორტდარბაზში 30 წუთის განმავლობაში ვარჯიშობდა. ამ დროის გასვლის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ საშინელ სიტუაციაში იყო, რაც იმით გამოიხატა, რომ უმძიმესი ალერგიული შეტევა ჰქონდა.

„თვალები ამიწყლიანდა, მომდევნო ხუთი წუთი სუნთქვა მიჭირდა, სარკეში ჩავიხედე და თვალები გასიებული მქონდა და არა მარტო თვალები, ჩემი სახის ყველა ნაწილი შეშუპებული იყო“, - იხსენებს ჯო.

ვარჯიში ალერგიას იწვევს - უჩვეულო დაავადება, რომელიც, შესაძლოა, მომაკვდინებელი იყოს

აღნიშნულის შემდეგ ო’ლერი საავადმყოფოში მივიდა, სადაც ექიმებმა ასეთი დიაგნოზი დასვეს - ალერგია, რომელსაც იწვევს ვარჯიში. ეს ალერგია პირველად 1979 წელს აღმოაჩინეს.

ბოლო კვლევებით ასეთი ალერგია 100 000-დან 50 ადამიანს აქვს, მაგრამ ექიმები ზუსტად ვერ ხსნიან და ზუსტად არ იციან რამტომ იწვევს ვარჯიში ალერგიას, ან როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას.

რთული სათქმელია, მაგრამ ექიმებმა ამ საკითხზე სრულფასოვენი კვლევის ჩატარება და დასკვნის გაკეთებაჯერ ვერ შეძლეს. ჯერჯერობით არ არსებობს რეალური გზა, რომელიც ადამიანებს ამ ალერგიისგან იხსნის.

ასე რომ, ფრთხილად! თუკი ვარჯიშის დროს შენიშნეთ, რომ თვალები, სახე გაგისივდათ, სუნთქვა გეკვრით და ცრემლები მოგდით, აუცილებლად უარი უნდა თქვათ ვარჯიშზე, ეს არის ალერგია, რომელიც, შესაძლოა,მომაკვდინებელი იყოს.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>