ქალებიც უმეტესობა იხიბლება მამაკაცით, რომელსაც საჭმელების მომზადება შეუძლია - ახალი კვლევის შედეგი
- 06.10.2017
ზოგიერთ მამაკაცს თავი საკმარისად მამაკაცურად არ მიაჩნია და თვლის, რომ „მასკულინური“ ჩვევები არ ახასიათებს, რის გამოც არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება და სტრესი სტანჯავს. თუმცა საკუთარი თავის მიმართ ასეთი დამოკიდებულება სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ იმიტომ, რომ ჩვევა, რომელიც გახასიათებთ და რომელსაც არამამაკაცურად მიიჩნევთ, დიდი ალბათობით, ქალისთვის მომხიბვლელია და მას სწორედ ასეთი ჩვევების გამო უყვარხართ.
უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსოფლიოს გარშემო ქალები იხიბლებიან სწორედ „არამასკულინური“ ჩვევების მქონე მამაკაცებით. მაგ: მამაკაცი ხართ და გიყვართ სამზარეულოში ტრიალი, საჭმელების მომზადება, თუმცა ეს გაწუხებთ, რადგანაც საზოგადოებაში პოპულარული აზრია, რომ სამზარეულოში ტრიალი მამაკაცის საქმე არ არის და ეს მამაკაცურობას გართმევთ. გეტყვით,რომ ასე არ არის. პირიქით - მსოფლიოს ქალების 70% გიჟდება კაცზე, რომელსაც საჭმელების მომზადება უყვარს.
კვლევის ფარგლებში ჩაატარეს გამოკითხვა, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი ქალები მონაწილეობდნენ. მათ უნდა დაესახელებინათ ის ჩვევები, რაც მათ თვალში მამაკაცს სექსუალურს ხდიდა. ქალების 50%-მა თქვა, რომ მამაკაცს სექსუალურს მზრუნველობა ხდის. ასევე, ქალების 38% ამბობს, რომ სექსუალურია კაცი, რომელიც ბევრს არ ფიქრობს მოდაზე.
მკვლევარები დაინტერესდნენ იმითაც, თუ რამდენად დიდი კავშირია მამაკაცურობასა და ცრემლებს შორის. ამის გარკვევის მიზნით მათ მამაკაცებიც გამოკითხეს. ვროპელი და ამერიკელი კაცების 35% ამბობს, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობენ, როცა მათ წინ მეგობარი კაცი ტირს. ხოლო ქალების 50 % ამბობს, რომ მას აქვს უფრო მეტი ნდობა და უფრო კეთილგანწყობილია იმ კაცის მიმართ, რომელიც მის წინ ცრემლების გამოჩენას არ ერიდება.
ამერიკელი ქალების თითქმის 60% და ევროპელი ქალების 50% მიიჩნევს, რომ მამაკაცი განსაკუთრებით სექსუალურია მაშინ, როცა ის ცეკვავს, ამერიკელი ქალების 55%-ის და ევროპელი ქალების 50%-ის აზრით, მამაკაცს ასევე ძალიან სექსუალურს ხდის ხატვის უნარი. ევროპელი და ამერიკელი ქალები 70% კი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით სექსუალურია მამაკაცი, რომელიც სამზარეულოში თავს კომფორტულად გრძნობს და გემრიელი საჭმლის მომზადების უნარი აქვს.
ასე რომ, დროა შეწყვიტოთ დარდი იმაზე, რომ საკმარისად მამაკაცური არ ხართ. მიეცით თქვენს ნებისმიერ უნარს გასაქანი და აკეთეთ ის საქმე,რომელიც გიყვართ და კარგად გამოგდით. არ არის აუცილებელი ლუდის სმა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას საზოგადოება მამაკაცურ მანერად მიიჩნევს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>