ჯანმრთელობა

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

1. ჰიპოთირეოზი: დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაში

ეს დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ჰორმონების რაოდენობის შემცირება იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას და, შედეგი, ცხიმის დაგროვების ზრდაა. ძირითადმა სიმპტომებმა შეიძლება დაგაბნიოთ, რადგან მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ნერვული სისტემის გამოფიტვასა და ავიტამინოზსაც: დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა, ანემია, შეკრულობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

2. გენეტიკა

ისეთი გენეტიკური პათოლოგიები, როგორიცაა ლორენს-მუნ-ბიდლის სინდრომი, პრადერ-ვილის სინდრომი ან კარპენტერის სინდრომი ვითარდება ჰიპოთალამუსის მუშაობის დარღვევის მიზეზით. ჰორმონების სიჭარბე ორგანიზმში იწვევს გადაჭარბებულ კვებას - ადამიანი ვერ გრძნობს, დანაყრდა ორგანიზმი თუ არა.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

3. ჰიპოფიზარული სიმსუქნე - ადიპოზურ-გენიტალური დისტროფია

ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის ტრავმირების ან დაზიანების შემდეგ შესაძლებელია შემდეგი სახის სიმსუქნის განვითარება. წონის მატების პრობლემის ცენტრშია სქესობრივი სისტემის არასწორი განვითარება. სქესობრივი განვითარების შეფერხებამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ცხიმის დაგროვებას. ეს ვლინდება ბავშვობის ან ყმაწვილობის ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

4. პიკვიკის სინდრომი

ეს დაავადება ხასიათდება სიმსუქნითა და სუნთქვის უკმარისობით. მეცნიერებს უჭირთ ახსნა, რაში მდგომარეობს ამ სინდრომის განვითარების მიზეზი. ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების შემდეგ იწყება ზედმეტი წონის სწრაფი მატება, რაც იწვევს ძილის მოშლას, მადის მომატებას. ამ სინდრომით ყველაზე ხშირად ავადდებიან 40-60 წლის მამაკაცები.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

5. ინსულინომა

ამ დაავადების დროს სისხლში ინსულინის დონე იზრდება, შაქარი კი - მცირდება, რაც იწვევს ჰიპოგლიკემიას. შეტევები ხასიათდება ცივი ოფლით, კანკალით, ტაქიკარდიით, მომატებული შიმშილის გრძნობით და შიშით, სმენის, მხედველობისა და მეტყველების დარღვევით. მძიმე შემთხვევებში ავადმყოფი შეიძლება კომაში ჩავარდეს.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

6. კლიმაქტერიული სიმსუქნე

კლიმაქსის დაწყების პროცესში ქალებს უქვეითდება სასქესო ჰორმონების გამომუშავება. ეს იწვევს ქალური ტიპის ზედმეტი ცხიმის დაგროვებას (თეძოები, მუცელი, ფეხები, ნიკაპი). სიმსუქნის ეს ტიპი ასევე შეიძლება გაჩნდეს საკვერცხეების ქირურგიული მოკვეთის შემდეგ.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

7. ფსიქიკური აშლილობა

ბევრ ფსიქიკურ დაავადებას თან ახლავს პოლიფაგია - უზომო „ღორმუცელობა“. ეს შეიძლება იყოს შიზოფრენია ან ჭკუასუსტობა. ავადმყოფები იმდენად არიან გატაცებულები საკვების მიღებით, რომ ვერ ამჩნევენ როდის დგება დანაყრების მომენტი, ამიტომაც უზომოდ ბევრს ჭამენ და სუქდებიან.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს

8. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი

ეს დაავადება ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების ზრდის ხარჯზე ვითარდება, რის შედეგად სხეულზე ჩნდება ზედმეტი თმა, ვითარდება უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ეს დაავადება იქვევს სასქესო სისტემის მუშაობის დარღვევას და პროვოცირებს ჭარბ წონას.

8 დაავადება, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>