სტილი

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

მართალია, ქალმა უკვე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ის უნდა ჩაიცვას, რაც თვითონ მოსწონს, რაშიც თავს ყველაზე კომფორტულად და მომხიბვლელად გრძნობს, მაგრამ... მაგრამ, როგორც კაცები აღნიშნავენ, კარგი იქნება, თუ ქალები ხანდახან მათ გემოვნებასაც გაითვალისწინებენ. შეიძლება შენმა პარტნიორმა არასოდეს გამოხატოს უკმაყოფილება შენი ჩაცმულობის გამო, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ გეცოდინება, რა არ მოსწონს მას. იქნებ მისთვის სიურპრიზის გაკეთება დაგვჭირდეს - ხომ უნდა იცოდე, მის გასახარებლად როგორი კაბა ან ფეხსაცმელი უნდა იყიდო შენთვის :)

10. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაღალი პლატფორმით

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფეხსაცმელი ზედმეტად უხეშად და აგრესიულად გამოიყურება.

9. „უგგები“

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

იმის გამო, რომ „უგგებს“ არ გააჩნიათ გამოკვეთილი ფორმა, ვერ დაიმსახურეს მამაკაცების მოწონება. ამავდროულად, ის ვიზუალურად ფეხსაც ასქელებს.

8. ძალიან მოკლე ქვედაბოლო

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

რაც უნდა გასაოცარი იყოს, მამაკაცებს სულაც არ მოსწონს ქვედაბოლოები, რომლებიც ვერაფერს ფარავენ.

7. დახეული ტანსაცმელი

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

მამაკაცები, უბრალოდ, ვერ იგებენ ისეთი ტანსაცმლის დანიშნულებას, როგორიცაა დახეული, გახეხილი და „ჭუჭყისეფექტიანი“ ჯინსი.

6. მანჟეტები

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

შენ თუ გიყვარს მანჟეტები, ბაფთები და რუში, არ არის პრობლემა, მთავარია, პაემანზე არ მიხვიდე მაგ ყველაფრით.

5. მოკაშკაშე, ბრჭყვიალა ტანსაცმელი

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

ტანსაცმელი, რომელიც ზედმეტად ბრჭყვიალებს ან გადატვირთულია კაშკაშა აქსესუარებით, გადამეტებულად ეჩვენებათ კაცებს. მათთვის მსგავსი ტანსაცმელი ასოცირდება ახალ წელთან ან ბავშვობასთან.

4. ბარბის სტილი

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

უცნაურია, მაგრამ კაცებს არ მოსწონთ ყველაზე ქალური ფერი - ვარდისფერი. ვარდისფერს გააჩნია სხვადასხვა ტონალობა, თუმცა „ბარბის ვარდისფერს“ ყველაზე ნაკლები „მხარდაჭერა“ აქვს.

3. შორტი კოლჰოტებზე

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

შეიძლება ქალებს მიგვაჩნია, რომ შორტის ჩაცმა ზაფხულის გარდა სხვა სეზონშიც შეიძლება, მაგრამ კაცებისთვის შორტი, ზამთრის ფეხსაცმელები და ქუდი ძალიან უცნაურად გამოიყურება.

2. კაბა-მაისური

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

კაცები ვერ ხვდებიან, ამ სტილის აზრს - რატომ უნდა გეცვას კაბა, რომელიც მაისურივითაა და თუ მაისურია, მაშინ სად არის შარვალი ან ქვედაბოლო?..

1. უცნაური შარვლები

ქალის გარდერობი, რომელიც მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ

მამაკაცებს მოსწონთ შარვლები, თუ ის უცნაური ფორმის არ არის, ანუ მათ აღიზიანებთ მხოლოდ ის, რომელიც სილუეტსა და ტანის პროპორციას ცვლის.