7 რამ, რაც საყვარელ ადამიანთან ჩხუბის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ
- 12.10.2017
რომანტიკული ურთიერთობა მცირე კამათისა და ჩხუბის გარეშე წარმოუდგენელია, ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს.
ჩხუბის დროს ძალიან მარტივია მხოლოდ ერთი სიტყვით ადამიანს გული საშინლად ატკინოთ და ეს სიტყვა კონფლიქტის დასრულების შემდეგ თქვენს პარტნიორს ღრმად ჩარჩეს გონებაში. ისეთი გავლენა იქონიოს, რომ საბოლოოდ ურთიერთობის დანგრევამდე მიგიყვანოთ.
გთავაზობთ 7 ქმედებას, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ჩხუბის დროს თავი უნდა აარიდოთ:
7. ნუ ჩართავთ ოჯახის სხვა წევრებს თქვენს კონფლიქტში - თქვენს შორის გაუგებრობამხოლოდ თქვენ ორს გეხებათ. კონფლიქტში მშობლების ჩართვით რეალურად დიდ ზიანს აყენებთ ურთიერთობას. მაშინაც კი, როცა თქვენს ურთიერთობაში ჰარმონია დაბრუნდება ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც კონფლიქტში ჩარიეთ, ყოველთვის ემახსოვრებათ ყველაფერი. ამიტომ შეცდომაა, როცა საყვარელ ადამიანთან პრობლემების შესახებ მშობლებს და ნათესავებს უყვებით. უმჯობესია, დასხდეთ, ისაუბროთ და თავად მოაგვაროთ გაუგებრობა.
6. არავითარი ძალადობა - ჩხუბის დროს ადამიანები საკუთარი თავის ყველაზე ცუდ მხარეს წარმოაჩენენ ხოლმე. ზოგიერთი პარტნიორისადმი ფიზიკურ ძალადობასაც ავლენს. ასეთი ქცევა ყველანაირ გრძნობას კლავს, ამიტომ ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ასე მოიქცეთ. ძალადობით პრობლემა არ გვარდება, ის კიდევ უფრო მძაფრდება.
5. საოჯახო საქმეების გამო სერიოზულ კოფლიქტში ნუ ჩაებმებით -თუ კონფლიქტის მთავარი მიზეზი მოუწესრიგებელი სახლი და გაურეცხავი თეფშებია, ნუთუ ღირს ამის გამო სერიოზულად ჩხუბი?! უმჯობესია, თუ გადაინაწილებთ საოჯახო საქმეებს და თქვენ-თქვენი პასუხისმგებლობები გექნებათ, ან დააწესებთ მორიგეობას, ამ საკითხზე შეთანხმება საკმაოდ მარტივია.
4. არასოდეს ისაუბროთ განქორწინებაზე - როცა ჩხუბის დროს ამბობთ - „მოდი გავშორდეთ“, ამ სიტყვებმა შეიძლება თქვენს პარტნიორს გული ძალიან ატკინოს და თავი ძალიან ცუდად იგრძნოს. თუ ამ სიტყვებს პარტნიორს ხშირად ეუბნებით, სავარაუდოდ, თქვენი ურთიერთობა სწორედ განქორწინებით დასრულდება. თუ ერთმანეთი გიყვართ, არასოდეს ისაუბროთ გაყრაზე.
3. არასოდეს წახვიდეთ სახლიდან შუა ჩხუბის დროს - შუა ჩხუბის დროს სახლიდან წასვლა აჩვენებს, თუ როგორი არაკომფორტულია თქვენთვის იმ სახლში ყოფნა, სადაც თქვენი პარტნიორია. კარის გაჯახუნება, გაქცევა და კონფლიქტის, მოუგვარებლად დატოვება უფრო ცუდ შედეგამდე მიგიყვანთ. სჯობს, დაელოდოთ როდის დამშვიდდებით და შემდეგ ისაუბროთ ზრდასრული ადამიანების შესაბამისად.
2. ნუ დაიძინებთ ჩხუბის შემდეგ ცალ-ცალკე - ჩხუბის შემდეგ თუ რუტინას არ დაარღვევთ და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ერთ საწოლში დაიძინებთ, კონფლიქტი უფრო მარტივად და სწრაფად მოგვარდება. თქვენ თავდაპირველად შესაძლოა ზურგშექცევით გეძინოთ, მაგრამ დილით ჩახუტებულებს გაგეღვიძებათ.
1. არასოდეს იჩხუბოთ საჯაროდ, სხვების თანდასწრებით - თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს საჯარო სივრცეში ეჩხუბებით, ეს ნიშნავს, რომ არც ერთმანეთს სცემთ პატივს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან. თუ რაიმე პრობლემაა და რაღაც საკითხზე ვერ თანხმდებით, ეს სახლში, პრივატულ გარემოში განიხილეთ.
თემები: სიყვარული, ოჯახი, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>