1. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცების მოსახიბლად ერთი მთავარი ხერხი არსებობს - აიძულეთ, რომ დიდხანს ეცადოს თქვენ ხელში ჩაგდებას, მისთვის მარტივად მისაწვდომი არ უნდა იყოთ. ამავდროულად, მას სჭირდება იცოდეს, რომ თქვენ მისით დაინტერესებული ხართ, თუმცა ეს ისე უნდა გააკეთოთ რომ მისთის მიუწვდომელი დარჩეთ. განსაკურებით იმ შემთხვევაში მოხიბლავთ, თუ დამოუკიდებელი, თავისუფალი, თავდაჯერებული და ძლიერი ხართ.

2. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცების გულის მოგებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ არ მოერიდებით მისთვის გულის გადაშლას და პირად თემებზე საუბარს, თუმცა ყველაზე მარტივი გზა კურო მამაკაცების გულის მოსაგებად გემრიელი საჭმელების მომზადებაა. გემრიელი საჭმელი, ღვინო და რომანტიკული გარემო მისი გულის გასათბობად სრულიად საკმარისია. კუროს სურს გვერდით ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც, პირველ რიგში, ძალიან მზრუნველი იქნება, მყარად იდგება მიწაზე და გამორჩეული იქნება თავისი ბუნებრიობით. ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები გიჟდებიან საჩუქრებზე.

3. ტყუპები - ტყუპების გულისკენ მიმავალი ყველაზე მარტივი გზა არის მის ინტელექტთან გათანაბრება. ეს ინტელექტუალი და ცოდნით სავსე მამაკაცები იხიბლებიან მხოლოდ და მხოლოდ ჭკვიანი ქალებით. თუ ასეთი მამაკაცის გულის მონადირება გსურთ, სჯობს, მასთან უმფრო მეტს თუ ისაუბრებთ თქვენს ინტერესებზე. გულწრფელად ესაუბრეთ ცხოვრებისადმი საკუთარი შეხედულების შესახებ. მასთან კომუნიკაცია უნდა იყოს როგორც სერიოზული, ასევე მხიარული. მოუყევით თქვენი ბავშვობის და სამომავლო გეგმების შესახებ, გაანდეთ თქვენი ოცნებები. ამ ყველაფრის წყალობით თქვენ შორის კავშირი გაიზრდება და მის გულამდე უფრო მარტივად შეძლებთ მიღწევას.

4. კირჩხიბი - კირჩხიბს იმ შემთხვევაში შეუყვარდებით, თუ თქვენთან ძლიერ ემოციურ კავშირს იგრძნობს და თუ ჩათვლის, რომ თქვენი ნდობა შეუძლია.ამიტომ, პირველ რიგში ყველაფერი უნდა გააკეთოთ მისი ნდობის მოსაპოვებლად. გამოხატეთ გრძნბები, ემოციები მისი თანდასწრებით გულღიად. მას სჭირდება, რომ იცოდეს თქვენი გრძნობების შესახებ.

5. ლომი - ეს ზოდიაქოს ყველაზე რომანტიკული და ვნებიანი ნიშანია. მისი გულის მოგება არც ისე რთულია. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ამ ქარიზმატულმა მამაკაცმა იცოდეს იმის შესახებ, რომ თქვენ მასზე გიჟდებით, იცოდეს, რომ ძალიან გიზიდავთ. თავი სამყაროს ცენტრად უნდა აგრძნობინოთ და ნახავთ, რომ თქვენ გარეშე ნაბიჯის გადადგმასაც არ მოისურვებს.

6. ქალწული - ამ მამაკაცის გულის მოგება მარტივი არ არის. მის გულზე გამარჯვება, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. ქალწული სასიყვარულო ურთიერთობას მარტივად არასოდეს იწყებს. მისი ნდობა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უნდა მოიპოვოთ. მას თქვენი რწმენა და ნდობა უნდა ჰქონდეს, ამ ნდობის მოპოვებას კი დიდი დრო სჭირდება. თუ ამ მამაკაცის ნდობის მოპოვებას შეძლებთ, თქვენ ერთ მთლიანობად იქცევით.

7. სასწორი - ზოგადად, ძალიან რთულია იმისა გარკვევა, თუ რას ფიქრობს სასწორი მამაკაცი თქვენ შესახებ, მას არ უყვარს გრძნობების აფიშირება. თუ მის მიმართ გრძნობებს არ დამალავთ და ყურადღებას გამოიჩენთ, ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ვერ მიხვდეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს თქვენდამი, მაგრამ მოთმინება გამოიჩინეთ და ნახავთ, რომ თქვენს გრძნობებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამასთანავე, კარგი იქნება თუ აჩვენებთ, რომ მისი გვერდით დგომა და მისი დახმარება გჭირდებათ. სასწორებს მოსწონთ დაუცველი ქალები.

8. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები საიდუმლოებითა და ინტრიგებით სავსენი არიან. მათ არ მოსწონთ თუ თქვენს გრძნობებს წინ დაულაგებთ და დაუფარავად გამოუტყდებით სიყვარულში. ის იხიბლება იდუმალებით მოცული ქალით, რომელიც ამოუხსნელი და საიდუმლოებით სავსეა. მიეცით მას უფლება, რომ მცირედით მაინც გააკონტროლოს თქვენი ცხოვრება, ვინაიდან მორიელი მამაკაცები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც ძალიან უყვართ კონტროლი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საკუთარ თავზე აღება. თუ ასე მოიქცევით, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდება.

9. მშვილდოსანი - ნუ იქნებით ტრადიციული, სჯობს გასცდეთ ჩარჩოებს და მას რაღაც არაორდინალური შესთავაზოთ, თქვენში რაღაც განსხვავებული უნდა დაინახოს. თუ ამ მამაკაცის გულის მოგება გსურთ, უნდა აჩვენოთ მას, რომ თქვენ გვერდით ცხოვრება საინტერესო და ნამდვილი თავგადასავალი იქნება. ამავდროულად, მან არ უნდა ჩათვალოს რომ თქვენთან ერთად ყოფნით თავისუფლება შეეზღუდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მისი გულის მონადირებას.

10. თხის რქა - მისი გულის მოსაგებად აუცილებელია უჩვენოთ, თუ როგორი ამბიციური და შრომისმოყვარე ხართ, რომ მუდამ მზად ხართ გამოწვევებისთვის და მიზნის მისაღწევად დაუღალავად ისწრაფვით. ამ მამაკაცს მოსწონს კარიერისტი ქალი. ის თქვენში უნდა ხედავდეს ადამიანს, რომელიც პროფესიული და კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მოუტანს და განვითარებაში დაეხმარება.

11. მერწყული - თუ მერწყული მამაკაცის მოხიბვლა გსურთ, არ უნდა ჰგავდეთ სხვებს, არ უნდა იყოთ სტანდარტული ქალი, უნდა გქონდეთ რაღაც გამსაკუთრებული, უნიკალური, რომელიც მხოლოდ თქვენთვის არის დამახასიათებელი. მერწყული ყველაზე მეტად ადამიანში ინდივიდუალიზმს აფასებს. თუ, თქვენში ასეთ ხასიათს დაინახავს, უპირობოდ შეგიყვარებთ.

12. თევზები - რომანტიკული თევზი მამაკაცის მოხიბვლა ასევე რომანტიკულ ქალს შეუძლია. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ მანერები, ქმედებები, რომელსაც მის მიმართ ქალი ავლენს. მაგალითად, თვალებით კონტაქტი, ნაზი შეხება ის მანერებია, რომელთა საშუალებითაც თევზის გულის მოგება შეგიძლიათ. ის უნდა გრძნობდეს, რომ თქვენთან სულიერი კავშირი აქვს. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ მის გამო ყველა საქმე გადადოთ და გვერდით დაუდგეთ რთულ მომენტში. ამ შემთხვევაში ის სამუდამოდ თქვენი იქნება.