LIFE

გინდა ადამიანს დაუახლოვდე, კარაოკეში დაპატიჟე!

გინდა ადამიანს დაუახლოვდე, კარაოკეში დაპატიჟე!

ახალი თანამშრომლების გაცნობა გსურს, ან ბიჭი მოგეწონა და მისი უკეთ გაცნობა გინდა? სამსახურის შემდეგ კარაოკე ბარში მათთან ერთად გავლა გაცილებით სწრაფი გზაა მათ გასაცნობად, ვიდრე ერთად დალევა ან ნდობის მოპოვების მცდელობები.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, თავიანთი უახლესი კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ კოლექტიური სიმღერა სწრაფად აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან.

თუ სიმღერას ორი საათის განმავლობაში შეუძლია დაგაახლოვოს ადამიანებთან, სხვა აქტივობებს, როგორიც არის წერის კურსები ან ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი წრეები, იგივე შედეგისთვის დაახლოებით შვიდი თვე სჭირდება.

გინდა ადამიანს დაუახლოვდე, კარაოკეში დაპატიჟე!

სიმღერით ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების შესაძლებლობის შესამოწმებლად, მკვლევარებმა ითანამშრომლეს ბრიტანეთის საგანმანათლებლო ასოციაციასთან.

ასოციაციამ კვლევის მიზნებისთვის შვიდი ახალი კურსი შექმნა: ოთხი სიმღერის, ორი ხელსაქმის და ერთი შემოქმედებითი წერის კურსი. შვიდი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ ტარდებოდა აღნიშნული კლასები, რომლებსაც მკვლევარებიც ესწრებოდნენ და მონაწილეებს კითხვარებს ავსებინებდნენ.

მათ აღმოაჩინეს, რომ შემოქმედებითი წერისა და ხელსაქმის კურსში ჩართულმა მონაწილეებმა, მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ შეძლეს ერთმანეთთან დაახლოება. ხოლო, რაც შეეხება მუსიკალური კლასის წევრებს, მათ მსგავსი შედეგი პირველი თვის ნახევარში აჩვენეს. ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების საკითხში, სიმღერის მეშვეობით მიღწეული მომენტალური წარმატებიდან გამომდინარე, ოქსფორდის სოციალური და ევოლუციური ნეირომეცნიერების მკვლევართა ჯგუფის ექიმი და მთავარი მკვლევარი ეილუნ ფირში დაინტერესებულია, შეძლებს თუ არა ადამიანთა იმ ჯგუფების დარწმუნებას, რომელთათვისაც სასარგებლოა სოციალური კავშირები, მიმართონ ამ მეთოდს.

გინდა ადამიანს დაუახლოვდე, კარაოკეში დაპატიჟე!

"სკოლის გაკვეთილები და ბიზნესშეხვედრების სიმღერით დაწყება, საინტერესო ექსპერიმენტი იქნება, რომელიც სავარაუდოდ, ადამიანებს შორის გაუცხოებას შეამცირებს" - ამბობს ფირში. თუმცა, ცოტა რთულია დავარწმუნოთ საკუთარი უფროსი ამაში.

ფირში სიმღერით ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას ორგვარად ხსნის. უპირველესად, სიმღერა ადამიანთა საერთო მიზანს წარმოადგენს, განსხვავებით ხელსაქმისა და შემოქმედებითი კურსებსგან, რომელიც მაინც ინდივიდუალურ ქმედებად მიიჩნევა. "მეორეს მხრივ კი სიმღერა გონებას ეხმარება მოდუნებაში - აღძრავს ცეკვის, ღიმილისა და სიცილის სურვილს" - განმარტავს იგი.

ჯგუფურად სიმღერა არის უნივერსალური, ისტორიული ქმედება და შეიძლება სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ბრიტანეთსა და ამერიკაში მომღერალ ორკესტრთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

გინდა ადამიანს დაუახლოვდე, კარაოკეში დაპატიჟე!

"ბევრ საზოგადოებაში, სიმღერა კოლექტიურ საქმიანობად ითვლება და განსაკუთრებით დასავლეთში, სიმღერა მიიჩნევა ადამიანის უმთავრეს ნიჭად" - ამბობს ეილუნ ფირში.

იგი არ მიიჩნევს, რომ ბნელ ოთახში ერთად ხმამაღლა სიმღერა სიახლოვის საშუალებას მისცემს ადამიანებს, რადგან ამ შემთხვევაში ნაკლები ურთიერთქმედება იქნება მათ შორის. თუმცა ეს უფრო რეალისტურად ჟღერს, ვიდრე ბიზნეს შეხვედრის სიმღერით დაწყების შესაძლებლობა.

ფირშის ძველი კვლევები ადასტურებენ, რომ მუსიკა ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს და ამაღლებს მას. ამასთან, მუსიკის მეშვეობით უკეთ აღვიქვამთ ჩვენს ტკივილებს.

"კარაოკეში ერთად სიმღერას ალბათ გაცილებით დიდი შედეგი ექნება ადამიანების დაახლოების საკითხში, თუმცა საჭიროა რამდენიმე კვლევა ამის დასამტკიცებლად" - აცხადებს ის.

გინდა ადამიანს დაუახლოვდე, კარაოკეში დაპატიჟე!



წყარო:&nbsp;<a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2FaYHG0W-theres-a-surprising-upside-to-that-offi/f-e80fe58e92%2Fhuffingtonpost.com">flipboard.com</a>