ახალი 2018 წელი თანდათან ახლოვდება. როგორც ასტროლოგები წერენ, ამ წელს იუპიტერისა და სატურნის ურთიერთგანლაგება იქება ჰარმონიული, რაც ზოგადად, ადამიანებს ფინანსურ წარმატებას ჰპირდება, გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა და საერთო ჯამში, პოზიტიურ წელს უნდა ველოდოთ.
გადავხედოთ 2018 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
1. ვერძი - თქვენგან წელს ვარსკვლავები უფრო მეტ შრომას მოითხოვენ. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და ასევე შეიძლება მცირე უსიამოვნებაც შეგემთხვეთ, რომელიც თქვენთვის ცხოვრების მასწავლებელი აღმოჩნდება. კარიერული წინსვლა მოსალოდნელი არ არის და შემოსავალიცდიდად არ გაიზრდება, მაგრამ დამაკმაყოფილებელი იქნება. შესაძლოა, უსიამოვნებები მოხდეს ოჯახურ ფრონტზე, თუმცა საგანგაშო არაფერია.
მარტიდან ივლისამდე ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებით და მხარჯველობა არ უნდა გამოიჩინოთ, თორემ შესაძლოა კონტროლი დაკარგოთ. ამ პერიოდში ასევე მოერიდეთ უცხოელებთან ურთიერთობას და უცხო ქვეყნებში წასვლას. ახალი საქმე არ წამოიწყოთ 2018 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.
2. კურო - აუცილებლად ჩააცხრეთ თქვენი რისხვა, ეს ვერაფერს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობების დროს. ემოციების უმართაობამ, შესაძლოა, ურთიერთობის დანგრევა გამოიწვიოს. კარიერული თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ, მაგრამ სამსახურის შეცვლაზე მარტიდან ივლისამდე პერიოდში არ იფიქროთ. ამ პერიოდში უმჯობესია იმ სამსახურს გაუფრთხილდეთ, რომელიც გაქვთ და წარმატების მიღწევაზე მოახდინოთ კონცენტრირება.
მაისის შემდეგ პოზიტიურად შეიცვლება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები და თუ დაქორწინებული ხართ, ქორწინება უფრო მყარი გახდება. 2018 წლის ბოლოსკენ თუ დაინტერესდებით უცხოეთში სამსახურის მიღებით, თქვენი ნაბიჯები აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება.
3. ტყუპები - წარმატებით განახორციელებთ ახალ ბიზნეს იდეებს და მოგეცემათ ახალი შესაძლებლობები. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში თქვენი მტრები განსაკუთრებით აქტიურები ხდებიან, ამიტომ ამ დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყურადღებით გადადგით თითოეული ნაბიჯი. არის შესაძლებლობა მცირე ავამდყოფობისა და მოულოდნელი შემთხვევით დაზიანების მიღების.
2018 წელს განსაკუთრებით ენერგიულები და აქტიურები იქნებით. ფრთხილად იყავით ფულის გასესხებისას, შეიძლება ამ დროს გასესხებული ფული უკან არასოდეს დაგიბრუნონ, ამიტომ დიდ თანხას ნურავის ასესხებთ. 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ შესანიშნავი პერიოდი გაქვთ ქორწინებისთვის.
4. კირჩხიბი - თქვენთვის 2018 წელი დაბნეულობისა და გაურკვევლობის წელი იქნება. შესაძლოა შეგაწუხოთ სტრესმა და დეპრესიამ, მაგრამ ოპტიმისტურ განწყობას თუ შეინარჩუნებთ, ცხოვრება ასეთი რთული აღარ იქნება. შესაძლებლობა მოულოდნელად გამოგიჩნდებათ და ყოველივე გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ ფულს მოგიტანთ.
თქვენი შემოსავალი შესაძლოა წელს გაიზარდოს უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლით, ასევე წარმატებას მიაღწევთ, თუ სავაჭრო სფეროში დასაქმდებით. მოსალოდნელია, რომ საინტერესო ბიზნეს-წინადადება მიიღოთ. ეცადეთ დააბალანსოთ სამსახური და პირადი ურთიერთობები, თუ ასე ვერ მოიქცევით, დიდი ალბათობით 2018 წელი პირად ცხოვრებაში წარუმატებელი გექნებათ.
5. ლომი - ეს წელი მოგიტანთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას, ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადები გახდებით. გირჩევთ, არ მიაქციოთ ყურადღება ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ცხოვრება მოგიწამლონ, ისინი უბრალოდ უგულებელყავით. თუ რაიმე დავა გაქვთ სასამართლოში, ან დავის წამოწყებას აპირებთ, 2018 წელი თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელია, აუცილებლად მოიპოვებთ გამარჯვებას.
თუ რაიმე ბიზნესით ხართ დაკავებული, განსაკუთრებული წარმატება არ გელოდებათ, თუმცა არც დამარცხდებით, თქვენი საქმე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გირჩევთ იმოგზაუროთ მაისიდან ივლისამდე პერიოდში. შესანიშნავი წელია იმისთვის, რომ ახალი სახლი შეიძინოთ. 2018 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თქვენი ჯანმრთელობა.
6. ქალწული - 2018 წელს თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე კომუნიკაციის უნარი და ინტელექტი იქნება და თუ ამ უნარების გამოყენებას აქამდე სათანადოდ ვერ ახერხებდით, ეს წელი ყველანაირ შესაძლებლობას მოგცემთ თავის წარმოსაჩენად. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.
შეიძლება საქმეში მცირე დაბრკოლებები შეგექმნათ მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში. წელს სახლის შეძენას თავი აარიდეთ. ბიზნესში ყველას ნუ ენდობით. 2018 თქვენთვის კარგი წელია ქორწინებისთვის და სასიყვარულო ურთიერთობის გამყარებისთვის. თუ დაქორწინდებით, ეს ყველაზე მყარი ქორწინება იქნება.
7. სასწორი - წელს პრიორიტეტად კარიერა აქციეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ კავშირები უფრო გაზარდოთ. არ გასცეთ ისეთი დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ, თორემ ძალიან ცუდად შემოგიბრუნდებათ.
მაისიდან ნოემბრამდე პერიოდი არც ისე პოზიტიურია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. რაც შეეხება კარიერას, ყველაზე რთული ეტაპია მარტიდან ივლისამდე. ამ დროს მოერიდეთ გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებას.
8. მორიელი - საერთო ჯამში კარგი წელი გელოდებათ. მთავარია, ზუსტად იცოდეთ რა საქმისკენ მიმართოთ ენერგია. თქვენი ტემპერამენტი დაგეხმარებათ, რომ წარუმატებელი საქმე წარმატებულად აქციოთ. განსაკუთრებით გამბედავები იქნებით მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში.
უცხოეთთან კავშირების დასამყარებლად, სამოგზაუროდ კარგია მარტიდან ივლისამდე პერიოდი. თუ დაქორწინებული არ ხართ, გირჩევთ აგვისტოში დაქორწინდეთ. ამ შემთხვევაში ქორწინება წარმატებული იქნება.
9. მშვილდოსანი - 2018 წელს თქვენ გახდებით სერიოზული და ორგანიზებული ადამიანი. შედარებით არასტაბილური პერიოდი გაქვთ აპრილიდან სექტემბრამდე. ამ დროს თავი აარიდეთ რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმას. ეს არის კარგი წელი იმისთვის, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ და საკუთარი ძალები განსხვავებულ ამპლუაში მოსინჯოთ. კარიერული თვალსაზრისით სერიოზული წარმატება გელოდებათ და მნიშვნელოვნად გაიზრდება შემოსავალი, მაგრამ ამისთვის სერიოზულ კონკურენციასთან გამკლავება და გამოწვევების მიღება მოგიწვეთ.
მარტიდან ივლისამდე ფულთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრიდან თქვენი ქონება მნიშვნელოვნად გაიზრდება. მშვილდოსნებს შესანიშნავი წელი გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისითაც.
10. თხის რქა - თქვენი შესაძლებლობები 2018 წელს ცოტა სუსტდება, თუმცა შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ დანებდეთ. წარუმატებლობა გელოდებათ კარიერული კუთხით მარტიდან ივლისამდე. თავი აარიდეთ წელს სამსახურის ცვლილებას, ეს აუცილებლად წარუმატებელი იქნება.
მოერიდეთ ახალი ბიზნეს-კავშირების დამყარებას. ასევე მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობებში კონფლიქტებს. სცადეთ, შეინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რომელიც ახლა გაქვთ. ახალი შესაძლებლობები მხოლოდ 2018 წლის მიწურულს გაჩნდება.
11. მერწყული - 2018 წელი ფინანსურად წარმატებას მოგიტანთ. ამ წელს აუცილებლად მიიღებთ იმ აღიარებას, რასაც ამდენი ხანია ელოდით. ადამიანები დააფასებენ თქვენს უნიკალურობას. ნუ შეგეშინდებათ ზოგ შემთხვევაში კომპრომისზე წასვლის.
საბოლოო ჯამში, ეს თქვენთვისვე გამოიღებს სასიკეთო შედეგს. ეცადეთ დაამყაროთ ახალი კავშირები. ხასიათის სწრაფად ცვლილებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს სასიყვარულო ურთიერთობაზე. ეცადეთ, ცხოვრების ყველა ფლანგზე დიპლომატია გამოიჩინოთ.
12. თევზები - 2018 წელი საკუთარი თავისადმი კმაყოფილების განცდას მოგიტანთ. შესაძლოა სამსახურში ზოგიერთი საქმე მართვის სადავეებიდან გაგექცეთ და სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ.
სტაბილურობა კარიერული კუთხით ოქტომბრის შემდეგ გელოდებათ. აუცილებლად გამოიჩინეთ ყველა მიმართულებით მოთმინების დიდი უნარი. შესაძლოა, საქმეში სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ აპრილიდან ოქტომბრამდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. მოთმინება და მოთმინება, წლის ბოლოს კი, შედეგით კმაყოფილი იქნებით.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://www.indastro.com">https://www.indastro.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია