სტილი

ბიორკის მადლობა და ქართული აქსესუარი სცენაზე

ბიორკის მადლობა და ქართული აქსესუარი სცენაზე

31 ოქტომბერს ჩატარდა ბიორკის პირველი კონცერტი Sou ფესტივალის ფარგლებში. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართველი მსმენელი სრულიად მონუსხა და მოაჯადოვა ისლანდიელმა მომღერალმა. ბიორკი ყოველი კომპოზიციის შესრულების შემდეგ ქართველ მსმენელს მადლობას უხდიდა ქართულად. მოგვიანებით კი ბიორკის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა კონცერტის ფოტო, ჩექ ინი თბილისში და მადლობა ქართულად.

ბიორკის მადლობა და ქართული აქსესუარი სცენაზე

როგორც აღმოჩნდა ჯეიმს მერის სასცენო სამოსის და აქსესუარების გარდა, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი იყო სცენაზე, ბიორკს კონცერტის მეორე ნაწილში თავზე ქართველი დიზაინერის და ფოტოგრაფის ირმა შარიქაძის აქსესუარი (აბადოკი) ეკეთა. ბიორკმა ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე დადო და ბრენდი Irma De Flore მონიშნა, სწორედ აქედან შეიტყო დიზაინერმა ეს სასიხარულო ამბავი. აქსესუარი 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა. Irma De Flore ახალ- 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე 3 ნოემბერს წარადგენს. 

ბიორკის მადლობა და ქართული აქსესუარი სცენაზე
ბიორკის მადლობა და ქართული აქსესუარი სცენაზე

ბიორკი კიდევ ერთ კონცერტს თბილისში, 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.