LIFE

რედი გუნტერის ტესტი - გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის

რედი გუნტერის ტესტი - გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის

გთავაზობთ გაიაროთ ფსიქოლოგ რენდი გუნტერის მიერ დამუშავებული ტესტი, რათა გაიგოთ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის.

გამოიყენეთ მოცემული სკალა, უპასუხეთ 10 კითხვას და დააჯამეთ ქულები.

1 ქულა = არასოდეს

2 ქულა = ხანდახან

3 ქულა = ხშირად კი, ვიდრე არა

4 ქულა = დროის მეტი ნაწილი

5 ქულა = თითქმის ყოველთვის

რედი გუნტერის ტესტი - გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის

1. როცა თქვენი პარტნიორი მოდის სახლში, ის მაშინვე ცდილობს გიპოვნოთ?

2. როგორ თვლით, თქვენი პარტნიორი მოუთმენლად ელოდება თქვენთან შეხვედრას იმის შემდეგ, რაც შორს იყავით ერთმანეთისგან?

3. როცა შემოდიხართ ოთახში, თქვენი პარტნიორი მაშინვე ამჩნევს თქვენს გამოჩენას?

4. გეუბნებათ თუ არა თქვენი პარტნიორი, რომ მნიშვნელოვანი, ძვირფასი და სასურველი ხართ მისთვის?

5. გრძნობთ თუ არა, რომ ის, რასაც აკეთებთ თქვენი პარტნიორისთვის ღირსეულად არის დაფასებული?

6. გრძნობს თუ არა თქვენი პარტნიორი წინასწარ თქვენს მოთხოვნილებებს?

7. როცა რაიმე გჭირდებათ, ხდება თუ არა პრიორიტეტად ეს მოთხოვნილებები თქვენი პარტნიორისთვის?

8. ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენს პარტნიორს სიამოვნებას ანიჭებს თქვენთან გატარებული დრო?

9. გეუბნებათ თუ არა თქვენი პარტნიორი, რომ ენატრებით, როცა არ ხართ ერთად?

10. მოუთმენლად ელოდება თუ არა თქვენი პარტნიორი იმას, რომ ერთად დაკავდეთ რაიმე საქმით?

რედი გუნტერის ტესტი - გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის

თუ დააგროვეთ 41-50 ქულა

პარტნიორი ძალიან გაფასებთ. ის მოუთმენლად ელოდება თქვენს დაბრუნებას სახლში და უხარია თქვენს გვერდით ყოფნა. ეს „თაფლობის თვის“ ეტაპია, როცა შეყვარებულები ვერ ელევიან ერთმანეთს და უკანა პლანზე სწევენ სხვა პრიორიტეტებს.

თუ დააგროვეთ 31-40 ქულა

თქვენ ისევ მაღალ პრიორიტეტში ხართ თქვენი პარტნიორისთვის. ის აღიარებს თქვენს წვლილს საკუთარ ბედნიერებასა და კეთილდღეობაში როგორც მნიშვნელოვანს. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ, ურთიერთობებში არანაირი უძრაობა არ არსებობს - ისინი ან ვითარდებიან, ან იწყება უკუპროცესი. გაახარეთ ერთმანეთი, შემოიტანეთ ურთიერთობებში არა მხოლოდ სტაბილურობა და უსაფრთხოება, არამედ ვნებაც.

თუ დააგროვეთ 21-30 ქულა

თქვენი არსებობა გახდა ჩვეულებრივი. ურთიერთობები გახდა მშვიდი, და თქვენსკენ აღარ მორბიან კარის ზღურბლიდან. მაგრამ მაინც გაფასებენ, თუმცა არ ხართ პარტნიორის პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე. ყურადღებით იყავით, არ დაკარგოთ ის, რაც გაგაჩნიათ.

თუ დააგროვეთ 11-20 ქულა

თქვენ რისკავთ გამოგიყენონ სასტარტო მოედნის მსგავსად, როცა თქვენი პარტნიორი ასაფრენად ემზადება, რათა მიიღოს პოზიტიური ემოციები და ენერგია თქვენი წყვილის ჩარჩოებს გარეთ. გახსოვდეთ, რომ სიახლეების არარსებობა „სტაჟიან“ წყვილებთან მოსაწყენს ხდის ურთიერთობებს, რაც აიძულებს ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების ძებნას წყვილის ჩარჩოს გარეთ. შეიცანით და აღმოაჩინეთ ერთმანეთი ახლიდან, მათ შორის სექსუალური თვალსაზრისით.

თუ დააგროვეთ 1-10 ქულა

თქვენ გახდით პიტ-სტოპი - ადგილი, სადაც თქვენს პარტნიორს უბრალოდ გამართვა სჭირდება, რომ უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვროს სადღაც სხვა ადგილას. ის, რაც ადრე სიხარულის, ენერგიის გაცვლისა და ურთიერთრეაბილიტაციის ადგილი იყო, თანდათან იქცა მოედნა ურთიერთობების გარეშე. ნუ შეგეშინდებათ დაიწყოთ გულახდილი საუბარი პარტნიორთან. გულწრფელად აღიარეთ თქვენი წვლილი არსებულ ვითარებაში. შესთავაზეთ გააკეთოთ ურთიერთობების „გადატვირთვა“, რათა ისევ განიცადოთ ერთად ბედნიერი მომენტები. მაგრამ მზად იყავით იმისათვის, რომ ის, ვინც მიეჩვია სახლის სიმყუდროვის უპირატესობებს თავისუფლებასთან შეთავსებაში, საეჭვოა, რომ ცვლილებები მოუნდეს.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>