LIFE

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

1. პატივი ეცით ერთმანეთს

ჰარმონიული კავშირი დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე. მაშინაც კი, როდესაც გაბრაზებული ხართ თქვენს პარტნიორზე, გამოხატეთ საკუთარი გრძნობები პატივისცემით. პატივისცემა გაძლევთ საშუალებას გამორიცხოთ ისეთი სიტუაციები, როდესაც ერთ-ერთ პარტნიორს ეჩვენება, რომ მეორე მის მანიპულირებას ან საკუთარი პოზიციის გატანას ცდილობს.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

2. ნუ ადარებთ საკუთარ პარტნიორს სხვებს, გაუფრთხილდით თქვენს გულს

შეიბრალეთ საკუთარი თავი და საკუთარი ურთიერთობები, ნუ ადარებთ საკუთარ მეუღლეს მეგობრების მეუღლეებს. გახსოვდეთ, რომ გარშემომყოფები ტრანსლირებენ არა რეალურ, არამედ ცხოვრებისა და ურთიერთობების სასურველ სურათს. ამიტომ რა იცით რომ სხვა ქალებს ქმრები ვარდის ფურცლებში აბანავებენ, დაყავთ ძვირფას რესტორნებში, ჩუქნიან ძვირფას ქურქს. ასეც რომ იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს წყვილები ბედნიერები არიან.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

3. არასოდეს შეწყვიტოთ თავის მოვლა

ოჯახური ბედნიერება დამოკიდებულია სექსუალურ ურთიერთობებზე. ეს კი, თავის მხრივ, ყალიბდება მიმზიდველობაზე. დაფიქრდით იმის შესახებ, რა მდგომარეობაში ჩნდებით თქვენს მეორე ნახევართან, მათ შორის სახლშიც. ეს ეხება ქალებსაც, და მამაკაცებსაც.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

4. ჯერ ქმარი, შემდეგ შვილები

ის, რომ ხარ მშობელი, ითხოვს ჩვენგან თავგანწირულ ზრუნვას შვილებზე, მაგრამ შეცდომა იქნება მიიტანო საკუთარი ქორწინება მშობელთა მისიის მსხვერპლად. თუ სამყარო მხოლოდ ბავშვის ირგვლივ ტრიალებს - ეს ცუდია, უპირველეს ყოვლისა თავად მისთვის. მეორეც, არ დაგავიწყდეთ, რომ ოჯახის ფუძეა - დაქორწინებულთა წყვილი. მესამეც, შვილები ადრე თუ გვიან იზრდებიან და ტოვებენ მშობლიურ ბუდეს. და ის, ვისთან დარჩებით, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

5. აპატიეთ

არავინ არ არის სრულყოფილი. ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს. ხდება ხოლმე, რომ ნებისმიერ ურთიერთობებში მეუღლეებს სწორად არ ესმით ერთმანეთის. თუ მათ არ შეუძლიათ პატიება, დროთა განმავლობაში დაგროვილი წყენის გამო ურთიერთობები დაინგრევა.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

6. ნუ ცდილობთ შეცვალოთ საკუთარი პარტნიორი

ყველას გააჩნია ნაკლოვანებები, და საეჭვოა, რომ ისე შეცვალო ვინმე, რომ ის მთლიანად შეესაბამებოდეს თქვენს წარმოდგენას იდეალურ პარტნიორზე. იმ რაღაცებს, რისი შეცვლაც გინდათ მიეკუთვნება ცუდი ჩვევები, რელიგიური რწმენა, დამოკიდებულება მშობლებთან, გატაცებები. და აი, როგორ გგონიათ - შექმნით ახალ ოჯახურ ჩვევებსა და ტრადიციებს, რომლებიც სიხარულს მოგიტანთ ორივეს.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

7. თავი შეიკავეთ ულტიმატუმებისგან და არასოდეს არ ახსენოთ სიტყვა „განქორწინება“

მოერიდეთ მსგავს ფრაზებს: „თუ ასე გაგრძელდება, წავალ შენგან“. და არ ახსენოთ სიტყვა „განქორწინება“. ასეთი ფრაზები, რომლებიც ცხელ გულზე ითქმება, შერიგების შემდეგაც არ ივიწყებენ და ზრდიან დაშორების რისკს.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

8. აკონტროლეთ საკუთარი გაღიზიანება

ყოველთვის ეცადეთ გულში უთხრათ საკუთარ თავს „გაჩერდი“, როცა გინდათ რომ ახლობელს საწყენი სიტყვა უთხრათ. თუ გრძნობთ, რომ ვერ ერევით თავს, გააკეთეთ პაუზა. უთხარით, რომ დაუბრუნდებით საუბარს, როცა დამშვიდდებით. და აუცილებლად შეასრულეთ თქვენი დანაპირები.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

9. არასოდეს არ თქვათ ცუდი საკუთარ პარტნიორზე

არავისთან, არც დედასთან, არც მეგობრებთან. თქვენ ისევ შერიგდებით და აპატიებთ ერთმანეთს, დედასა და მეგობარს კი არ დაავიწყდებათ. თქვენი პარტნიორი ისევ ისეთი ცუდი დარჩება მათთვის, და ისინი ნეგატიურად იქნებიან განწყობილები მის მიმართ. თუ ცუდად ხართ და დაგიგროვდათ სათქმელი, პირველ რიგში უშუალოდ მეუღლეს დაელაპარაკეთ გულწრფელად.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ

10. შეისწავლეთ საკუთარი პარტნიორის სიყვარულის ენა

თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია სიყვარულის ენა. და თქვენი სიყვარულის ენა განსხვავდება თქვენი მეუღლის სიყვარულის ენისგან. შესაძლებელია, მისთვის სიყვარულის გამოხატვას წარმოადგენს შექება და მხარდაჭერის სიტყვები, ან იქნებ შეხებები, ან ზრუნვა, დახმარება ან მატერიალური საჩუქრები. როგორიც არ უნდა იყოს სიყვარულის ენა - შეისწავლეთ ის და გამოიყენეთ.

10 რამ, რაც ქორწინების გადასარჩენად უნდა გააკეთოთ



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>