LIFE

ერთი რამ, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს სურს, თუმცა არასოდეს ამბობს - ფსიქოლოგების დასკვნა

ერთი რამ, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს სურს, თუმცა არასოდეს ამბობს - ფსიქოლოგების დასკვნა

ყველამ იცის, რომ დეპრესიის დროს ადამიანი ძალიან მოწყენილია და სულიერი ტკივილი, სიცარიელე აწუხებს. იცვლება ჭამის მადა, ირღვევა ძილის ჩვეული რეჟიმი, ადამიანი მუდმივ დაღლილობას გრძნობს, უმცირდება სიამოვნების შეგრძნების უნარი და საკუთარ თავთან მარტო რჩება.

ფსიქოლოგების დასკვნით, ერთი რამ, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს სურს, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს ამბობს, ეს ადამიანებთან ერთად ყოფნის სურვილია, მას არ უნდა მარტოობა.

ყველას სჭირდება გარესამყაროსთან კავშირი, ადამიანებთან კომუნიკაცია. შესაძლოა ძალიან გიყვართ კარჩაკეტილობა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, თუმცა სხვებთან კომუნიკაცია აუცილებლად გჭირდებათ.

ერთი რამ, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს სურს, თუმცა არასოდეს ამბობს - ფსიქოლოგების დასკვნა

დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის რთულია საკუთარი თავის მოტივირება, რაიმე საქმის დაგეგმვა, სახლიდან გასვლა, გასართობად წასვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მეგობრების გვერდით ყოფნა არ სურს. ასეთ მდგომარეობაში მყოფებს ეშინიათ, რომ საკუთარ განწყობას სხვებს გადასდებენ და მხიარულების საშუალებას არ მისცემენ. ეშინიათ, რომ რადგანაც მოწყენილია, ცუდ განწყობაზეა, მის გვერდით ყოფნაზე უარს იტყვიან.

ფსიქოლოგიურად დადასტურებული ფაქტია, რომ როცა დეპრესიაში მყოფი ადამიანი მეგობრების გარემოცვაშია, ის თავს დამნაშავედ გრძნობს, ფიქრობს, რომ დანარჩენებს გართობის საშუალებას არ აძლევს, ასევე თვლის, რომ ის არასასურველი ადამიანია მოცემულ მომენტში მეგობრებისთვის.

კარგია, თუ დეპრესიის დროს გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც მოგისმენთ, რომელსაც თქვენი გრძნობებისა და განცდების შესახებ მოუყვებით. ის კი არ განგსჯით, უბრალოდ, მოგისმენთ და გაგიგებთ. დეპრესიაში მყოფისთვის რთულია თუნდაც მეგობარს სთხოვოს მოსმენა. კიდევ უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში და დანარჩენებისგან კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა. რეალურად კი სურს, გვერდით ჰყავდეს ისეთი ადამიანი, რომელიც დეპრესიის დაძლევაში დაეხმარება.

ერთი რამ, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს სურს, თუმცა არასოდეს ამბობს - ფსიქოლოგების დასკვნა

როგორც წესი, ძალიან ხშირად დეპრესიაში მყოფი ადამიანებისგან მეგობრები შორს იჭერენ თავს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ისინი ვეღარ უგებენ მეგობარს, ან აშინებთ ასეთ მდგომარეობაში მისი დანახვა, არ იციან როგორ დაეხმარონ, ან ძალიან დაკავებულები არიან და მათზე სადარდებლად დრო არ აქვთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დეპრესიას მარტივად დაძლევთ, თუ ვინმე თქვენ გვერდით უბრალოდ დროს გაატარებს, სიყვარულს გამოხატავს, მზრუნველობას გამოიჩენს, ფილმს უყურებს, ყავას დალევს, ან უბრალოდ თქვენთან ერთად ივახშმებს.

ერთი რამ, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს სურს, თუმცა არასოდეს ამბობს - ფსიქოლოგების დასკვნა

ადამიანს ყოველთვის ეხმარება იმის გაცნობიერება, რომ მის გვერდით არის ვიღაც, ვინც მასზე ზრუნავს, ვინც მასზე დარდობს, ვისაც უყვარს.

ასე რომ, თუ გვერდით გყავთ მეგობარი, ან პარტნიორი, რომელიც დეპრესიაშია, ნუ მიატოვებთ მას, ნუ დატოვებთ მარტო. გამოხატეთ რაც შეიძლება მეტი სიყვარული და იზრუნეთ მასზე. მას რეალურად თქვენ გვერდით ყოფნა სურს და ძალიან სჭირდებით, უბრალოდ ამას ვერ გეუბნებათ.



<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>