მშობლები

ერთი რამ, რაც შვილს უნდა ასწავლოთ, თუ გსურთ, რომ მას ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს

ერთი რამ, რაც შვილს უნდა ასწავლოთ, თუ გსურთ, რომ მას ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს

თუ ბავშვი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც მშობლები ხშირად გამოხატავენ მადლიერების გრძნობას და ხშირად ამბობენ სიტყვას - „მადლობა“, ის მიმართვის თავაზიან ფორმებს სწავლობს. ხოლო მას ვისაც მადლიერების გამოხატვა შეუძლია, ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ელოდება.

მადლიერება დეპრესიის შემცირების მთავარი ფაქტორია, ასევე ის განაპირობებს ბედნიერების მაღალ ხარისხს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ცხოვრებას.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის, სარა ალგოეს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს კეთილდღეობის მთავარ გასაღებს და ურთიერთობების შენარჩუნების საიდუმლოს. კვლევის თანახმად, როცა ადამიანის მიმართ მადლიერებას გამოხატავ, საპასუხოდაც კეთილგანწყობას იღებ, ეს კი, მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობებს აყალიბებს.

ერთი რამ, რაც შვილს უნდა ასწავლოთ, თუ გსურთ, რომ მას ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს

გარდა ამისა, კიდევ ერთი კვლევის თანახმად, მადლიერების გამოხატვას შესანიშნავი ეფექტი აქვს დეპრესიის დამარცხების კუთხით. დეპრესიის ხარისხი შემცირდება, თუ იფიქრებთ ისეთ რაღაცებზე, რის გამოც მადლიერები ხართ, ასევე დადებით შედეგს მიიღებთ, თუ დაწერთ თქვენი მადლიერების შესახებ. ყოველივეს ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს დეპრესიის დაძლევის თვალსაზრისით.

მადლიერების გამოხატვას მხოლოდ განწყობის შეცვლა კი არ შეუძლია, ის ასევე ცვლის აზროვნებას, თქვენს ვიზუალს კი მომხიბვლელობას ჰმატებს. კვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ მადლიერების გამოხატვა უფრო წარმატებული ცხოვრება აქვთ და იღებენ შემდეგ სარგებელს:

ერთი რამ, რაც შვილს უნდა ასწავლოთ, თუ გსურთ, რომ მას ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს

არ აწუხებთ დეპრესია;

ასეთი ადამიანები უკეთ აკონტროლებენ იმპუსლებს;

სავსენი არიან ოპტიმიზმით და პოზიტივით;

აქვთ უკეთესი იმუნური სისტემა;

აქვთ სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის ძალიან დაბალი დონე;

აქვთ მოწესრიგებული არტერიული წნევა.

გაითვალისწინეთ: მადლიერების გამოხატვას არ ექნება ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტი, თუ არ იქნებით გულწრფელები.

ერთი რამ, რაც შვილს უნდა ასწავლოთ, თუ გსურთ, რომ მას ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს

კვლევა აჩვენებს, რომ უბრალოდ თქმა ფრაზის: „მადლობას გიხდი,“ საკმარისი არ არის. თქვენ უნდა იცოდეთ მისი მნიშვნელობა, აბსოლუტურად გააზრებულად და გულწრფელად უნდა იხდიდეთ მადლობას.

გთავაზობთ 2 მეთოდს - როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვი იმისთვის, რომ მას მადლიერების გამოხატვა შეეძლოს:

1. იყავით მაგალითი - ბავშვები დიდ ყურადღებას აქცევენ მშობლების ქცევებს, მათ თითოეულ სიტყვას და მაგალითს სწორედ მშობლებისგან იღებენ. თუ შეგილიათ მადლიერების გულწრფელად გამოხატვა და ამას თქვენი შვილები ხედავენ, ისინიც აუცილებლად მოიქცევიან თქვენ მსგავსად. 

2. ესაუბრეთ მადლიერების შესახებ - ესაუბრეთ შვილებს მადლობის გადახდის მნიშვნელობაზე. მის დადებით გავლენაზე ჯანმრთელობისა და ბედნიერების მოტანის კუთხით. 



<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>