ჰოროსკოპი

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. თევზები - გაქცევა: მგრძნობიარე თევზებს არ ასვენებთ სხვების დახმარების სურვილი და რეალურად ეს მათ ძალას და ენერგიას ართმევთ. თევზს არასოდეს მოსწონს ის სიტუაცია, რომელშიც არის და მუდამ გაქცევისკენ ისწრაფვის. ამ სურვილით არის შეპყრობილი და მასზეა დამოკიდებული. თევზები ხშირად გაურბიან მოცემულ სიტუაციას და ცდილობენ ახალი რეალობა შექმნან. 

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2. მერწყული - კითხვა: მერწყულები ცოდნის მაძიებლები არიან. მუდამ ახლის შეცნობისკენ ისწრაფვიან, გამუდმებით ახალ ინფორმაციას ეძებენ. მათ სურთ, შეიცნონ სამყარო, გაიგონ უფრო მეტი უძველესი ცივილიზაციების შესახებ და კითხვა არის ის, რის გარეშეც მერწყული ვერ ძლებს.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

3. თხის რქა - მუშაობა: ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები დისციპლინირებულები და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსენი არიან. ისინი გიჟდებიან მუშაობაზე და შრომის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ძლებენ. ის მუდამ უკეთესი ცხოვრებისთვის ზრუნავს. ცხოვრებაში სრულყოფილების მიღწევა სურს და შესანიშნავად იცის, რომ ბევრი შრომის გარეშე არაფერი გამოუვა.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. მშვილდოსანი - მოგზაურობა: მშვილდოსანი გამორჩეულად ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშანია. თავისუფლების მოყვარე, მოხეტიალე სული მუდამ ახალ ჰორიზონტს ეძებს, ახალი ადგილების ნახვა სურს, უცხო ქვეყნების, ადამიანების კულტურის შეცნობითაა დაინტერესებული, ამიტომაც მოგზაურობა არის ის, რის გარეშეც მშვილდოსანი ვერ ძლებს და მისი კეთილდღეობა სწორედ მოგზაურობაზეა დამოკიდებული. ამ ადამიანებისთვის მოგზაურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

5. მორიელი - ადამიანებით თამაში: მორიელს უყვარს პოპულარობა და ფული, არის საოცრად ვნებიანი. მორიელები გიჟდებიან რეალით შოუებზე. თუ მორიელს მასში მონაწილეობის შანსი მიეცა, უკან არაფერზე დაიხევს, ამით ცხოვრების გემოს შეიგრძნობს. მორიელს უყვარს ადამიანის ფსიქიკაზე, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვება, ადამიანებით მანიპულირება და ამაზე დამოკიდებულიც კია.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

6. სასწორი - ტელეფონი: სასწორებს ზოგადად უყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია და ამის ოსტატები არიან. ეს მათი გამორჩეული უნარია. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სმარტფონი და მასზე დამოკიდებულებიც კი არიან.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

7. ქალწული - ყავა: ქალწული ვერაფერს გააკეთებს ყავის გარეშე. თუ ყავა არ მიირთვა, ის დღე ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანისთვის უნაყოფო და წარუმატებელია. მას საქმის შესასრულებლად ბევრი კოფეინი სჭირდება და ამიტომაც ყავაზეა დამოკიდებული.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

8. ლომი - ინსტაგრამი: რა შეიძლება იყოს ლომისთვის თავის წარმოჩენის იმაზე კარგი პლათფორმა, ვიდრე „ინსტაგრამია“? საკუთარ თავზე შეყვარებული ლომისთვის ინსტაგრამი შესანიშნავი საშუალებაა, რომ სხვებსაც მოაწონოს თავი და უამრავი გამომწერის წყალობით თავი სამყაროს ცენტრად იგრძნოს. „ინსტაგრამის“ გარეშე ლომს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

9. კირჩხიბი - მტანჯველი ურთიერთობები: ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბი ვერ ძლებს დრამების გარეშე. უცნაურია, მაგრამ მტანჯველი ურთიერთობები მას სიამოვნებას ანიჭებს და მასზე დამოკიდებული ხდება. კირჩხიბის ცხოვრებაში ასეთი ურთიერთობები ძალიან ბევრია.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10. ტყუპები - შოპინგი: ტყუპები გიჟდებიან ტანსაცმლის შეძენაზე და ყველაზე მეტ ვნებას სწორედ ეს პროცესი ანიჭებთ. ისინი ხშირად აახლებენ გარდერობს. ცდილობენ, სამოსით საკუთარი თავი და ორიგინალურობა გამოხატონ. ტყუპები დამოკიდებულები არიან შოპინგზე.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

11. კურო - საჭმელი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები გურმანები არიან. გიჟდებიან გემრიელ საჭმელზე და მისი მომზადებაც არ ეზარებათ. მათ სურთ დააგემოვნონ სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულო და ასევე ისწავლონ მათი მომზადების წესები. ამიტომაც, ასტროლოგები წერენ, რომ კუროები ყველაზე მეტად საჭმელზე არიან დამოკიდებულნი.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

12. ვერძი - „ფეისბუქი“: იმპულსური და ცეცხლოვანი თევზი ვერ ძლებს „ფეისბუქის“ გარეშე. „ფეისბუქი“ მისთვის თვითგამოხატვის საშუალებაა, ეს არის ადგილი, სადაც შეუძლია, საკუთარი აზრები ფართო მასებს გაუზიაროს. ამავდროულად, ვერძები ყოველთვის ინტერესდებიან სხვების ცხოვრებით, საქმიანობის სფეროებით. „ფეისბუქი“ კი, სხვებზე დაკვირვების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ამიტომაც ვერძი მის გარეშე ვერ ძლებს. ყველაზე მეტად „ფეისბუქზე“ სწორედ ვერძები არიან დამოკიდებულნი.

რაზე ხართ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით



<a href="http://www.higherperspectives.com">http://www.higherperspectives.com</a>