„კარგი მანერები და კარგი სუნამო ის კომპონენტებია, რაც მამაკაცს ჯენტლმენად აქცევს“, — ტომ ფორდი.
ამერიკელი დიზაინერი, რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი საკუთარ თავს სიგიჟემდე პერფექციონისტად მიიჩნევს. ტომ ფორდს მსოფლიო მოდის სფეროში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი: სხვადასხვა დროს Gucci-ს და Yves Saint Laurent-ის შემოქმედებითი დირექტორი იყო, 2006 წლიდან დღემდე კი კომპანია Estee Lauder-თან თანამშრომლობით 76-ზე მეტი სახელობითი სუნამო აქვს გამოშვებული. მისი ორივე ფილმი — A Single Man და Nocturnal Animals ოსკარზე იყო ნომინირებული.
TOM FORD-ის სუნამოების გამორჩეულ არომატს უძვირფასესი, უიშვიათესი ინგრედიენტები განაპირობებს: ყოველი ახალი არომატის შექმნისას დიზაინერი უარს აცხადებს პარფიუმერიის პრაქტიკაში უკვე გამოყენებულ ნედლეულებზე და სახელობითი სუნამოებისთვის სრულიად ახალ მცენარეებს ითვისებს. ერთ-ერთი ბესთსელერი სუნამო „შავი ორქიდეა“ (BLACK ORCHID) დიზაინერის მიერ გამოყვანილი ორქიდეას ახალი ჯიშის ექსტრაქტებითაა შექმნილი.
TOM FORD-ის სუნამოები საქართველოში 2007 წლიდან პარფიმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ წარმოდგენილი: დღეს იქ ორი ხაზის კოლექციის შეძენა შეგიძლია — Signature-ისა და Private Blend-ის. TOM FORD-ის ბრენდის ექსპერტი მიხაილ ტიმოფეევი "ლუტეციას" ეწვია. ის სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს, პრესის წარმომადგენლებს და ცნობილ სახეებს შეხვდა .
დღეს, 8 ნოემბერს, „ლუტეცია“ პეკინის ფილიალში TOM FORD-ის დღეს აღნიშნავს, რაც TOM FORD-ის ნებისმიერ სუნამოზე 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. შეიარე პეკინის 25-ში და შეიძინე TOM FORD-ის საკულტო სუნამოები, რომლებიც შენს გარდერობს ძვირფასი კაბის მსგავსად დაამშვენებს!
თუ გსურს, მეტი შეიტყო, როგორ მზადდება TOM FORD-ის ლიმიტირებული ხაზის სუნამოები, თვალი შეავლე მოკლე ფილმს:
თემები: Tom Ford, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია", @tomfordbeauty, TOM FORD-ის სუნამოები, ლიმიტირებული სუნამოები