სტილი

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

2 ნოემბრის დაიწყო Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, რომელიც 6 ნოემბერს დასრულდა. წელს მოდის კვირეულს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი მასპინძლობდა.

Generation Now, Generation Next - ახლანდელი და მომავალი თაობა, ეს არის ახალი ელექტრო ავტომობილის კამპანიის სლოგანი, რომელიც წლევანდელ მოდის კვირეულს ლაიტმოტივად გასდევს. ამ დევიზით ჩატარდა მოდის კვირეულები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და ეს იქნება მთავარი გზავნილი თბილისშიც.

ვიდეო რგოლი წლევანდელი Mercedes-Benz Fashion Week - ისთვის გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა, ვინაიდან მასში კინოვარსკვლავი სუზან სარანდონი და რეპერები - ტომი გენესისი და M.I.A მონაწილეობენ. სწრედ ეს არის მთავარი თემა - თაობებს შორის კავშირი. Mercedes-Benz მზად არის აღმოაჩინოს ახალი ტალანტები და ზრუნავს აწმყოსა და მომავალზე. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მოდის მენტორის ბარბარა ტრებიჩის მასტერკლასები.

2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები 43-მა ქართველმა და უცხოელმა დიზაინერმა წარადგინა. მსოფლიოში ცნობილი მოდის კრიტიკოსების და ბაიერების ჩამოსვლა, ხელს უწყობს ქართველ დიზაინერებს მსოფლიო მოდის ბაზარზე გასვლაში. გასული წელი მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებისათვის განსაკუთრებით გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან მათი ნამუშევრები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში მოხვდა. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მოსფლიო ვარსკვლავებმაც მოირგეს, მათ რიცხვშია Lady Gaga, Katy Perry, Mary J Blidge, Angelina Jolie, Bella Hadid და სხვა.


პირველ დღეს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - ის ფარგლებში, 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები წარადგინეს: AVTANDIL, L I Y A, ANUKA KEBURIA, SALOME, VASKA, DATUNA.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi



3 ნოემბერს კოლექციები წარადგინეს: TAMARA KOPALIANI, G O L A D A M I A N, TL 180, DIANA KVARIANI, AZNAURI, ELOSHI, LALO, BABUKHADIA, IRMA DE FLORE, NICOLAS GRIGORIAN, SITUATIONIST.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

4 ნოემბერს კოლექციები წარადგინეს: LE MOCASSIN ZIPPE, TAMUNA INGOROKVA, JANASHIA, DALOOD, ALEXANDER ARUTYUNOV, LADO BOKUCHAVA, MATERIEL BY ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI, G U D U, DJABA DIASAMIDZE.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

5 ნოემბერს კოლექციები წარადგინეს: ANOUKI, GEORGE KEBURIA, TIKO PAKSA, AKA NANITA, MATERIEl by LADO BOKUCHAVA, MACH & MACH, TATUNA NIKOLAISHVILI, RIA KEBURIA GALLERY, GEORGE SHAGHASHVILI, LTFR.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

6 ნოემბერს კოლექციები წარადგინეს: TAKO MEKVABIDZE, DB BERDAN/TURKEY, ATELIER KIKALA, LIKA4LIKA, BLIKVANGER, UTA BEKAIA, BESSARION.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi