LIFE

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება

1. ბრიტნი სპირსი და ჯეისონ ალექსანდერი - ლას ვეგასში, ერთ-ერთი წვეულების შემდეგ, ბრიტნი სპირსმა და მისმა ბავშვობის მეგობარმა, ჯეისონ ალექსანდერმა დაქორწინება გადაწყვიტეს. ეს შაბათს, გამთენიის 5:00 საათზე მოხდა, ცერემონიაზე პოპ-პრინცესას მოკლე, თეთრი კაბა ეცვა. მეორე დღეს წყვილი არც ისე კარგად გრძნობდა ერთად თავს და ორშაბათს ქორწინების ანულირება მოახდინეს. არც მომდევნო ქორწინება აღმოჩნდა ბრიტნისთვის ხანგრძლივი. კევინ ფედერლაინს ის 2 წელიწადში დაშორდა. 

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება

2. კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრისი - სანამ რეალითი შოუების ვარსკვლავი ქეინი უესტის ცოლი გახდებოდა, მის ცხოვრებაში იყო წარუმატებელი ქორწინება. კიმი კალათბურთელ კრის ჰამფრისზე იყო დაქორწინებული. წყვილმა განქორწინებაზე სასამართლოს ქორწინებიდან 72 დღის შემდეგ მიმართა.

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება

3. შერი და გრეგ ოლმანი - მას შემდეგ რაც შერი სონი ბონოს გაეყარა, რამდენიმე დღეში ვეგასში როკ-ვარსკვლავ გრეგ ოლმანზე დაქორწინდა. ქორწინებამ 10 დღე გასტანა, თუმცა წყვილი განქორწინების შემდეგ შერიგდა და რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდა.

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება

4. დენის როდმანი და კარმენ ელექტრა - 1998 წლის 14 ნოემბერს დენისი და კარმენი ვეგასში დაქორწინდნენ. ორ კვირაში წყვილმა განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა. როდმანი ამბობდა, რომ ეს ქორწინება საშინელება იყო. განქორწინების შემდეგ, წყვილი თებერვალში შერიგდა. 6 თვის შემდეგ ისინი კვლავ დაშირდნენ ერთმანეთს. კარმენ ელექტრამ ოპრა უინფრისთან სტუმრობისას თქვა, რომ როდმანთან ცხოვრების პერიოდი ყველაზე საშინელი იყო მის ცხოვრებაში.

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება

5. პამელა ანდერსონი და რიკ სალომონი - „ფლეიბოის“ ვარსკვლავი და რიკ სალომონი 2007 წელს დაქორწინდნენ და ეს ქორწინება 2 თვეში დასრულდა. წყვილი 2014 წელს კვლავ დაქორწინდა და ერთ წელიწადში დაშორდნენ.

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება

6. ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ესპოსიტო - ყველაზე პოპულარული უცოლო ვარსკვლავი, ბრედლი კუპერი ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. ის მსახიობ ჯენიფერ ესპოსიტოზე გახლდათ დაქორწინებული. წყვილი საფრანგეთში 2006 წლის დეკემბერში დაქორიწნდა და 4 თვეში განქორწინდნენ. „კარგი ის არის, რომ ჩვენ გავაანალიზეთ და ორივე შევთანხმდით, რომ დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა“, - ამბობს კუპერი ერთ-ერთ ინტერვიუში. ამჟამად ის სუპერმოდელ ირინა შეიკს ხვდება, წყვილს საერთო შვილიც ჰყავს, თუმცა ოფიციალურ ქორწინების ოფიცილურად გაფორმებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ.

55 საათი, 72 დღე - 6 ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება



<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>