სტილი

10 რჩევა საქმიან ქალებს

10 რჩევა საქმიან ქალებს

Spanx-ის დამფუძნებელი სარა ბლეიკლი საშემოდგომო ტრენდების მისეულ ხედვას გვიზიარებს:

10. თქვენი ყველაზე დიდი შენაძენი თავად ხარ

10 რჩევა საქმიან ქალებს

ეს არის შენი ბრწყინვალების დრო. სანამ საღამოს ჩაცმულობას შეარჩევ, დარწმუნდი, რომ ამ სამოსში თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობ. შენს განსაკუთრებულობას მომდგარი ალისფერი კაბა, ფერადი აქსესუარები და წითელი ტუჩები გაუსვამს ხაზს. ეს ფორმულა უნივერსალურია!

9. ფეხსაცმელი ყველაფერს ამბობს

10 რჩევა საქმიან ქალებს

ცუდი არაფერია იმაში, სამსახურის შემდეგ, დაღლილმა, სახლში ჩუსტები ჩაიცვა თუმცა, ცუდია, როცა მძიმე სამუშაო დღეს თავს არაკომფორტულად გრძნობ ფეხსაცმლის გამო. შეარჩიე შენთვის სრულყოფილი და კომფორტული ქუსლიანი ფეხსაცმელი!

8. იყავი მომზადებული

10 რჩევა საქმიან ქალებს

შენი გასასვლელი ჩანთა (შესაძლოა, იღბლიანიც გქონდეს) დამატებით საგანგებო ნაკრების შემცველი უნდა იყოს. ყოველთვის იქონიე თან უბის წიგნაკი და კალამი, რა იცი, იქნებ შთაგონება გეწვიოს! ამ გზით ნებისმიერი თამაშის წესების მიღებას შეძლებ, რომელსაც გზად გადაეყრები.

7. ის რაც დაფარულია, არანაკლებ მნიშვნელოვანია

10 რჩევა საქმიან ქალებს

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩაცმა ნამდვილი ხელოვნებაა. გარშემომყოფები იმ ტანსაცმელს აფასებენ, რომელსაც ხედავენ, მაგრამ თუ გსურს, საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი სხეული, დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად გაქვს შერჩეული ბიუსტჰალტერი, საცვალი ან კორსეტი. ამგვარად თავსაც საუცხოოდ იგრძნობ.

6. ხაზი გაუსვი შენს ინდივიდუალურობას

10 რჩევა საქმიან ქალებს

მიენდე საკუთარ ინტუიციას - ის შენი მთავარი მოკავშირეა. არა აქვს მნიშვნელობა, მთელი დღე ოფისში ხარ თუ შეხვედრიდან შეხვედრაზე დარბიხარ. მთავარია, შენს თავში დარწმუნებული იყო და ვინ იცის, იქნებ შენი ახალი იდეა მორიგ დიდ გამოგონებად იქცეს!

5. ტუჩების ფერი

10 რჩევა საქმიან ქალებს

თუ ჯერაც არ გაქვს, დროა, მოძებნო შენთვის საუკეთესო წითელი ტუჩსაცხი. თამამი, წითელი ტუჩები ხაზს უსვამს შენს ღიმილს. გახსოვდეს: არაფერი იწვევს გარშემომყოფების ნდობას და ინტერესს ისე, როგორც ღიმილი.

4. იყავი თამამი...თან რბილი

10 რჩევა საქმიან ქალებს

შენს მკაცრ, კლასიკურ საღამოს კაბას ახალ და ორიგინალურ იერს ისეთი სამკაული შესძენს, როგორიც კარამელის ფაქტურის ბიჟუტერიაა.

3. კაშკაშა ფერები

10 რჩევა საქმიან ქალებს

ნეიტრალური ფერები ყოველთვის დახვეწილია, თუმცა თუ მკვეთრი ყვითელი, ვარდისფერი ან წითელი ფერები გიყვარს, აუცილებლად ატარე ისინი ორიგინალურ ყელსაბამებთან და საყურეებთან ერთად.

2. ლეგინსი ლიდერობს!

10 რჩევა საქმიან ქალებს

აქ მთავარი ფაქტურის შერჩევაა! ამ სეზონზე სიმპათიები ტყავის ან ხავერდის ლეგინსებისკენ იხრება. ქვემოთ ბათინკები და ზემოთ პიჯაკი - ჩათვალე, რომ ყველაზე მოდურად გამოწყობილი ხარ!

1. წარმატების კომბინეზონი

10 რჩევა საქმიან ქალებს

ბოლოს და ბოლოს, ჩვენი წარმატებული და დიდი იდეების პრეზენტაციისთვის, სასურველია, ყველას გვქონდეს განსხვავებული ტანსაცმელი. ამ სეზონზე ყველაზე ტრენდული კომბინეზონებია! მარტივი, ელეგანტური და ოფისისთვისაც შესაფერისი.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.cosmopolitan.com/style-beauty/fashion/a3982103/staples-for-a-boss-lady-fall-wardrobe/">www.cosmopolitan.com</a>