ნამცხვრის ჭამა დაიწყე და ვეღარ ჩერდები? უნებისყოფობას ნუ დააბრალებ: ექიმები აცხადებენ, რომ ეს ფსიქიატრიული კონდიციაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. კვების აშლილობის ამ ფორმას სპეციალისტებმა „გაუაზრებელი ჭამა“ (binge-eating) უწოდეს. ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, დეპრესიულები და უმეტესად ჭარბწონიანები არიან, თუმცა გარკვეულ პერიოდებში საგრძნობლად იკლებენ წონაში. საინტერესო კი ისაა, რომ ანორექსიის და ბულემიისგან განსხვავებით, „გაუაზრებელი ჭამის“ სინდრომი თანაბრადაა გავრცელებული როგორც ქალებში, ასევე — მამაკაცებში.
ფსიქიატრები აცხადებენ, რომ „გაუაზრებელ ჭამას“ ისეთვე მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, როგორიც ანორექსიას და ბულემიას.
რა მახასიათებლები აქვს „გაუაზრებელ ჭამას“ და შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება?
„გაუაზრებელ ჭამით“ დაავადებული ადამიანების უემეტესობა ჭარბ წონას უჩივის. მათი ჭამის პროცესი ასე გამოიყურება: განმარტოვდებიან და ყველასგან შეუმჩნევლად, გაუჩერებელად ჭამენ. თუმცა, ბულემიით დაავადებულებისგან განსხვავებით, გულის რევა არ აწუხებთ. „გაუაზრებელ ჭამით“ დაავადებულები უკიდურესად დეპრესიულები არიან. და კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: დაავადების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ თვით-კრიტიკული პიროვნებები იმყოფებიან.
ალბათ, გასაკვირიც არაა, რომ ამ ადამიანებს ჭარბი წონა აწუხებთ, თუმცა ფსიქიატრების განცხადებით, წონის მატება შეტევების დროს არ ხდება — უბრალოდ, ზოგიერთი მათგანი ისედაც ნორმაზე ბევრს ჭამს; ჭარბწონიანობა კი თავის მხრივ ჯანმრთელობის ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს: შაქრიან დიაბეტს, ქოლესტერინის აწევას, გულის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს.
რატომ არ შველის „გაუაზრებელ ჭამას“ დიეტა
პაციენტები, რომლებსაც „გაუაზრებელი ჭამის“ სინდრომი აწუხებთ, სამწუხაროდ ვერ იაზრებენ, რომ პრობლემა ფისქიატრიული წარმოშობისაა. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ გენეტიკურ მიდრეკილებასთან გვაქვს საქმე, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს 21-ე საუკუნის მრავალფეროვანი საკვებით გაჯერებული გარემოს სენია — სინამდვილეში, „გაუაზრებელ ჭამას“ ორივე მიზეზი თანაბრად იწვევს. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ჭამა განსაკუთრებულად სულაც არ უყვართ: ეს ემოციურ ფონზე განვითარებული ჩვევაა, რომელსაც ვერ ეშვებიან.
„გაუაზრებელი ჭამის“ სინდრომით დაავადებულები ყოველთვის ჭარბწონიანები არ არიან
„გაუაზრებელი ჭამით“ დაავადებულები ხშირად რადიკალურ დიეტებს მიმართავენ და წონაში საგრძნობლად იკლებენ. ფსიქიატრები აცხადებენ, რომ „გაუაზრებელი ჭამა“ მენტალური დაავადების ტოლფასია და მას ვერც ანტიდეპრესანტები კურნავს. ანტიდეპრესანტები ბულემიის დროსაც ინიშნებოდა, სანამ დაავადებას საფუძვლიანად შეისწავლიდნენ, და რაღათქმაუნდა, მკურნალობა სრულიად უშედეგო იყო. რადგან კვების ფუნქციის დარღვევები ქალების დაავადებად მიიჩნევა, „აჟიტირებული ჭამის“ დიაგონზის დასმა განსაკუთრებით მამაკაცებშია პრობლემური.
ირკვევა, რომ დაავადების მაპროვოცირებელი გარემოება უხასიათობაა: ეს სინდრომი ყველაზე ხშირად გარდატეხის წლებში ბულინგის მსხვერპლ მოზარდებში ვლინდება; ასევე მაღალი რისკის ქვეშ ის ბავშვები არიან, რომელთა მშობლებიც განქორწინდნენ, ოჯახური ძალადობის შემსწრე მოზარდებთან ერთად. როგორც ფსიქოლოგები ხსნიან, მოზარდები გაუჩერებლად ჭამას საკვების გემოს გამო კი არ იწყებენ, არამედ ისინი საკვებს ქვეცნობიერად ტკბილ ბავშვობასთან აკავშირებენ და სიამოვნებას სწორედ მოგონების ფაქტორით იღებენ; ჭამის დასრულების შემდეგ კი, უეცრად საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გრძნობა იპყრობთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტიდეპრესანტები „გაუაზრებელი ჭამის“ მკურნალობის არასწორი მეთოდია, კვების აშლილობის მიზეზი ხომ დეპრესია არ არის. ამ დაავადების სამკურნალოდ ხშირად კოგნიტური ქცევის თერაპია გამოიყენება: კვების ჩვევების მონიტორინი, წონის მონიტორინგი და კვების რეჟიმის ჩამოყალიბება — პაციენტებს კვების მკაცრად განსაზღვრული, 3-ჯერადი რეჟმი ენიშნებათ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან. თუმცა, დაავადების შედარებით რთლი ფორმებიც არსებობს, როდესაც მკურნალობის პროცესი ფსიქოლოგის მიერ წარიმართება.
იმისათვის, რომ „გაუაზრებელი კვების“ მსხვერპლი არ გავხდეთ, ფსიქიატრები და ფსიქოლოგები გვირჩევენ, ჭამის პროცესი მუდმივად ვაკონტროლოთ.
თემები: არასწორი კვება, ჭამა გულის გადასაყოლებლად, "აჟიტირებული ჭამა"
წყარო: <a href="http://www.dailymail.co.uk/health/article-2478592/Comfort-eating-classified-doctors-psychiatric-condition-needs-treatment.html">www.dailymail.co.uk</a>