წინ უამრავი წვეულება გველოდება, ყველას გვსურს გამოვიყურებოდეთ შეუდარებლად, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
გთავაზობ 15 ულამაზეს კოქტეილის კაბას, რომელიც 100 ლარზე ნაკლები დაგიჯდება.
15. ვინ თქვა, რომ კოქტეილის კაბა უნდა იყოს აუცილებლად მოკლე? ეს გამჭვირვალე, მაქმანებიანი კაბა ძალიან ტრენდულია ამ სეზონში.
14. ხავერდის და ბადისებრი ქსოვილის ეს კაბა შესანიშნავია ნებისმიერი წვეულებისთვის. მინიმალური აქსესუარებით მას კიდევ უფრო მდიდრულ ეფექტს შესძენთ.
13. ეს გრძელი, უმშვენიერესი ხავერდის კაბა შენს სხეულს კიდევ უფრო გლუვს და სექსუალურს გამოაჩენს. დააწყვილე პატარა საყურეებთან და მაღალქუსლიან სანდლებთან.
12. ეს მოკლე კაბა ღრმა დეკოლტეთი და გრძელი მკლავებით ამ სეზონისთვის არის ზედგამოჭრილი. შეუხამე მაღალი, შავი, ტყავის ჩექმა და ჩოკერი უფრო მკვეთრი იერის მისაღებად.
11. კაბა რომელსაც თავისივე აქსესუარი მოყვება? მგონი ბევრი ფიქრი არ სჭირდება..
10. ჩაიცვი ეს ხავერდის ბრეტელებიანი კაბა ქურქის ჟილეტთან და კოჭამდე ფეხსაცმელებთან ერთად.
9. დააწყვილე ეს ატლასის, ბრეტელებიანი კაბა ბადისებრ კოლგოტებთან და გრძელმკლავიან მაისურთან ერთად. შედეგად სეზონის ყველაზე აქტუალურ ტრენდს მიიღებ.
8. ცოტა რამაა წითელ კაბაში გამოწყობილ ქალზე უკეთესი. სულ რამდენიმე აქსესუარი: სამაჯური, მარტივი ყელსაბამი და წვეულებისთვის მზად ხარ.
7. ბრეტელებიანი კაბის დასახვეწად საჭიროა გლამურული საყურეები და ლამაზად დავარცხნილი თმა.
6. მეტალური, დახვეწილი კაბა - მოდა ბრუნდება და ამ სეზონზე ყველაზე მოდური ფერადაც აღიარეს!
5. ეს ნახევრად გამჭვირვალე, ზოლებიანი კაბა დააწყვილე აბრეშუმის ქურთუკთან. მეამბოხე გოგონას იმიჯი მზად არის!
4. ეს საშუალო სიგრძის კაბა 5 ფერში შეგიძლია შეიძინო, თუმცა ეს ჩვენი საყვარელი ფერია. მეტალური სამკაულები დაამშვენებს მსგავს კაბებს.
3. ისევ ხავერდი! მაგრამ 2016 წელი ხავერდის გარეშე წარმოუდგენელიც კი მეჩვენება. ყოველდღიურობისთვის ჩაიცვი რაიმე მოსაცმელთან და ჩექმებთან ერთად, საღამოს კი ჩაანაცვლე ჩექმა მაღალქუსლიანი, კლასიკური ფეხსაცმლით.
2. თუ გსურს ღრმა დეკოლტეს ჩაცმა, დააბალანსე ის მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბით.
1. ყველაზე ცნობილი კოქტეილის კაბები, ხომ ბრჭყვიალა ქსოვილისგან შედგება. ეს მხრებმოშიშვლებული, ბრჭყვიალა კაბა შეუმჩნეველს არ დაგტოვებთ.
ყველა ზემოთხსენებული კაბის შეძენა შეგიძლიათ www.forever21.com საიტზე.
თემები: მოდა, კოქტეილის კაბები
წყარო: <a href="http://www.teenvogue.com/gallery/forever-21-cocktail-party-dresses-under-60#2">www.teenvogue.com</a>