როგორ უნდა მოიქცეს წყვილი იმისთვის, რომ განშორება თავიდან აირიდოს? – 9 ფსიქოლოგიური რჩევა
- 13.11.2017
განშორება ჩვენს დროში ჩვეულებრივი და ძალიან ხშირი მოვლენაა, თუმცა ადამიანების დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, სურს, რომ შეინარჩუნოს ბედნიერი და ხანგრძლივი ურთიერთობა. გთავაზობთ ფსიქოლოგიურ რჩევებს- როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის რომ განშორება თავიდან აირიდოთ?
9. პატივი ეცით ერთმანეთს - ორმხრივი პატივისცემა არის ბედნიერი თანაცხოვრების გარანტი. მაშინაც კი, როცა გაბრაზებული ხართ, პატივისცემა არ უნდა დაგავიწყდეთ საყავრელი ადამიანისადმი. პატივისცემის გამოხატვით მას არ გაუჩნდება განცდა, რომ ზეწოლას ახდენთ, ან მისით მანიპულირებას ცდილობთ.
8. არ შეადაროთ თქვენი პარტნიორი სხვებს - ნუ შეადარებთ მას სხვის პარტნიორს, ან ვინმეს, სოციალური ქსელიდან. ეს თქვენს ფიქრებზე და შემდეგ უკვე ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. გახსოვდეთ, რომ ადამიანები ხშირად სოციალურ ქსლეებში აქვყნებენ ისეთ ფოტოებს, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. როცა ხედავთ რომ ქალი ყვავილებით ხელშია, ან აქვეყნებს პოსტს იმის შესახებ, რომ ქმარმა რესტორანში დაპატიჟა, ან საჩუქარი უყიდა, ხშირ შემთხვევაში ეს ტყუილია. მართალიც რომ იყოს, ეს არ ნიშნავს რომ ეს წყვილები ბედნიერები არიან.
7. იზრუნეთ გარეგნობაზე - ყოველთვის იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მოგვწონს როცა მოვლილ, მოწესრიგებულ და შესაბამისად, მომხიბვლელ ადამიანს ვხედავთ. ეცადეთ, არ დაკარგოთ ფორმა, ივარჯიშეთ, იკვებეთ ჯანსაღად. სახლშიც კი მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეთ. ეს წესი ქალმაც და მამაკაცმაც უნდა გაითვალისწინოს.
6. შვილი მეუღლეზე პრიორიტეტული არ უნდა იყოს - მშობლები ყველაფერს აკეთებენ შვილებისთვის, მაგრამ შეცდომას დაუშვებთ, თუ ქორწინებას შვილებს შესწირავთ. თუ თქვენთვის შვილი ამქვეყნად ყველაფერია და მის გარდა ვერავის ხედავთ, ეს თქვენთვისაც ცუდია და თქვენი შვილისთვისაც. უნდა გესმოდეთ, რომ ერთ დღეს თქვენი შვილი როცა უკვე დიდი იქნება, წავა თქვენი სახლიდან და მარტო იცხოვრებს.
5. მიუტევეთ ერთმანეთს - სრულყოფილი არავინაა, შეცდომას ყველა უშვებს. ყველა ურთიერთობას ახლავს თან გაუგებრობები და ზოგჯერ ერთმანეთს გულს ვტკენთ. თუ წყვილს ერთმანეთის პატიება არ შეუძლია, ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება და მალე დასრულდება.
4. ნუ ეცდებით ერთმანეთის შეცვლას - ადამიანები ცდებიან როცა ფიქრობენ, რომ საყვარელი ადამიანის ხასიათის შეცვლას შეძლებენ. ყველას აქვს თავისი ნაკლი და თითქმის შეუძლებელია, რომ ადამიანი შევცვალოთ და გარდავქმნათ ისე, როგორც გვსურს. ვერ შევქმნით ჩვენთვის სასურველ ადამიანს. არ უნდა სცადოთ ადამიანს შეუცვალოთ ჩვევები, რელიგიური შეხედულებები, ჰობი, მისწრაფებები და ა.შ. შეგიძლიათ დაამკვიდროთ ახალი ოჯახური ტრადიციები, რომლითაც ყველა ისიამოვნებს.
3. თავი აარიდეთ რადიკალიზმს და ნუ ისაუბრებთ განშორებაზე - ნუ იტყვით ამ და მსგავს ფრაზებს - „თუ ასე გააგრძელებ, მე მიგატოვებ“, და არასოდეს ახსენოთ სიტყვა „განშორება“. თუ აპირებთ რომ ეს თქვათ, ამისთვის მზად უნდა იყოთ და დარწმუნებული უნდა იყოთ საკუთარ თავში. სიბრაზის დროს ნათქვამი მსგავსი ფრაზების დავიწყება ძალიან რთული იქნება თქვენი პარტნიორისთვის და ურთიერთობაში მართლაც დიდ ბზარს გააჩენს.
2. გააკონტროლეთ ემოციები - ჩხუბის, კამათი დროს როცა ამჩნევთ, რომ ემოციების გაკონტროლება გიჭირთ, სცადეთ უთხრათ საკუთარ თავს, რომ დროა შეჩერდეთ. შედეგად, შეძლებთ საკუთარი თავის კონტროლს. ღრმად ჩაისუნთქეთ, გაისეირნეთ, განიტვირთეთ და ამის შემდეგ მშვიდად ესაუბრეთ პრობლემაზე პარტნიორს.
1. არასოდეს ისაუბროთ საყვარელ ადამიანზე ცუდ კონტექსტში სხვა ადამიანებთან - თქვენი პარტნიორის უარყოფით მხარეეებზე სხვებს არასოდეს ესაუბროთ. არც უახლოეს მეგობრებს, დედასაც კი არ მოუყვეთ ამის შესახებ. კამათის შემდეგ თქვენ ერთმანეთს აპატიებთ, მაგრამ დანარჩენებს ყოველთვის ემახსოვრებათ ის, თუ როგორ ისაუბრეთ საყვარელი ადამიანის შესახებ.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>