ჰოროსკოპი

როგორია თქვენი მუსიკალური გემოვნება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგების დასკვნა

როგორია თქვენი მუსიკალური გემოვნება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგების დასკვნა

ის, თუ როგორ იყვნენ განლაგებული ვარსკვლავები თქვენი დაბადების მომენტში დარომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, დიდ გავლენას ახდენს თქვენს პიროვნებაზე, მისწრაფებებზე, ინტერესებზე და ზოგადად, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებაზე.

ზოდიაქოს ნიშანზე დამოკიდებულია თქვენი მუსიკალური გემოვნებაც. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ასტროლოგი ანაბელ გეთი.

ვნახოთ, როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვთ და რომელი ჟანრის მუსიკა გიყვართ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

ცეცხლის ნიშნები:

ცეცხლის ნიშნებია - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. როგორც წესი, მათთვის სასიამოვნოდ მოსასმენია ენერგიული მუსიკა. მათ შეუძლიათ მუსიკას მოუსმინონ მუშაობის პროცესშიც. აქცენტს უფრო მეტად პოპსა და მეტალზე აკეთებენ, რადგანაც სწორედ ასეთი მუსიკა მოქმედებს მათზე ყველაზე დადებითად.მოსწონთ ლათინო-ამერიკული მელოდიებიც, უყვართ რიტმული, რომელსაც თავადაც აყვებიან და იცეკვებენ.

ისინი გიჟდებიან ცეკვაზე. ცეცხლის ნიშნებს უყვართ გამოცდილების შეძენა, გამუდმებით სიახლეების ძიებაში არიან. ისინი ვერ ჩერდებიან სახლში. ძალიან მოსწონთ დიდ სტადიონებზე გამართული კონცერტები, ხალხმრავლობა და ხმამაღალი მუსიკა. უყვართ კლუბებში სიარული, სადაც მუსიკის მოსმენასთან ერთად ცეკვასაც შეძლებენ. ამასთანავე, მათთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება. 40 წუთის განმალობაში ერთი და იგივე ბენდის მოსმენა ცეცხლის ნიშნებისთვის მოსაწყენია.

როგორია თქვენი მუსიკალური გემოვნება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგების დასკვნა

განსაკუთრებით ვერძისა და მშვილდოსნისთვის არის მოსაწყენი DJ-ის მიერ შესრულებული ერთფეროვანი მელოდიები. ასეთი სიტუაციებიდან ისინი უბრალოდ გარბიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ მრავალფეროვნება უყვართ. ლომს შეუძლია გაუძლოს დიდი დროის განმავლობაში ერთსა და იმავე მუსიკას. ეს იმიტომ, რომ მშვილდოსნებზე და ვერძებზე უფრომეტად თავშეკავებულები არიან. ვერძი და მშვილდოსანი მაშინვე ტოვებს იმ გარემოს, რომელიც არ მოსწონს.

 

მიწის ნიშნები:

მიწის ნიშნებია კურო, თხის რქა და ქალწული. მათ უყვართ ისეთი მელოდიები, რომლებიც სექსუალურ ფანტაზიებს აღვიძებს. მელოდიები, რომლებიც მათ სულს ეხება. ზოდიაქოს ეს ნიშნები უფრო მეტად ჯაზისა და კლასიკური მუსიკის მოყვარულები არიან. არ მოსწონთ ძალიან ხმაურიანი მუსიკა. როკს ვერასდროს მოუსმენენ.

თხის რქებს უფრო მეტად მოსწონთ ძველებური, რეტროს სტილის სიმღერები. რაც შეეხება ქალწულებს, მმართველი პლანეტა მერკურია და მათთვის უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია და სიტყვები, შესაბამისად, ქალწულებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმღერის ტექსტს. კურო უფრო მეტად კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემელია. სწორედ კლასიკურ მუსიკას შეუძლია მასზე დიდი გავლენა მოახდინოს.

როგორია თქვენი მუსიკალური გემოვნება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგების დასკვნა

რაც შეეხება გასართობად წასვლასა და ცეკვას,კლუბში აუცილებლად უნდა იყოს ადგილი სადაც კურო დაჯდომას შეძლებს, მას არ უყვარს ცეკვა, უბრალოდ მუსიკით ტკბობა ხიბლავს. ქალწული ერთადერთი მიწის ნიშანია, რომელსაც დანარჩენებთან შედარებით, მოსწონს გასართობად წასვლა და სიამოვნებას იღებს ადამიანებთან ურთიერთობით. რაც შეეხება თხის რქა, ის აუცილებლად VIP სტუმართა სიაში უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, ნამდვილად არ აპირებს გართობისთვის დახარჯოს დრო, როცა ამდენი საქმე აქვს გასაკეთებელი.

ჰაერის ნიშნები:

ჰაერის ნიშნებია სასწორი, ტყუპები და მერწყული. ისინი გიჟდებიან კომუნიკაციაზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე და მოსწონთ ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც აქვს კარგი ტექსტი. მათ ასევე უყვართ ელექტრონული მუსიკა.

ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით, ჰაერის ნიშნებს უყვართ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკაში და როცა რაღაც ახალ ჟღერადობას და განსხვავებულს აღმოაჩენენ, მაშინვე იხიბლებიან.

როგორია თქვენი მუსიკალური გემოვნება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგების დასკვნა

სასწორებს უფრო მეტად მოსწონთ სასიყვარულო ბალადები, რომანტიკული სიმღერები. ტყუპებს ყველანაირი რეპი უყვართ, რადგანაც ის ბევრი სიტყვებითაა დატვირთული. რაც შეეხება მერწყულს, ის გიჟდება ელექტრონულ და ექსპერიმენტულ მუსიკაზე.

წყლის ნიშნები:

წყლის ნიშნებია თევზები, კირჩხიბი და მორიელი. ზოდიაქოს ეს ნიშნები ძალიან რომანტიკულები, შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული და ხელოვნების მოყვარული ადამიანები არიან. მაგ: კურტ კობეინი თევზები იყო, კორტნი ლავი კირჩხიბი. წყლის ნიშნები ბოლომდე იკარგებიან მუსიკაში და აქვთ უნარი ბოლომდე შეიგრძნონ თითოეული ნოტი.

როგორია თქვენი მუსიკალური გემოვნება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგების დასკვნა

თევზებს მოსწონთ ყველანაირი მუსიკა, მთავარია მისი საშუალებით სხვა სამყაროში გადაინაცვლონ და წარმოსახვის საშუალება მიეცეთ. მათ ასევე უყვართ ძველი დროის სიმღერები. რეტროს სტილის მუსიკის მოსმენის საშუალებით ისინი წარსულს უკავშირდებიან.

წყლის ნიშნები თავადაც მიდრეკილნი არიან მუსიკის შექმნისკენ.

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ყველაზე ბოლოს ტოვებენ კლუბს. რაც შეეხება კირჩხიბს, მან შეიძლება სამუშაო კლუბში წაიღოს და საქმე გართობის ნაწილად აქციოს. ძალიან რომანტიკულ და ვნებიან მორიელს კი, უყვარს ოთახში ჩაკეტვა და მუსიკის სრულიად მარტო მოსმენა.