LIFE

მეგობრების 5 ტიპი, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ

მეგობრების 5 ტიპი, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ

1. შურიანი

ის შეიძლება კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ შური ყველაფერს გააფუჭებს. იმიტომ კი არა, რომ სპეციალურად მოგიწყობს საზიზღრობებს, არა ეს შეიძლება სულაც არ გააკეთოს. უბრალოდ გულში შეინახავს ამ შურს. მას აუცილებლად მოუნდება მოიპოვოს ყველაფერი ის, რაც შენ უკვე გაქვს და მიაღწევს კიდეც ამას. და მხოლოდ მერე მიხვდება, რომ პირადად მას ეს სულაც არ სჭირდებოდა. და ვინ იქნება ამაში დამნაშავე? მისი აზრით - შენ. იმიტომ რომ არ უნდა გაგეღიზიანებინა ის საკუთარი მიღწევებით. ნურაფერს ჰკითხავ, უბრალოდ დაშორდი მას.

მეგობრების 5 ტიპი, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ

2. ეგოისტი

ვინ მოირბენს შენთან ღამით ერთი დაძახებით და კიდევ ხელთ რამეს გამოაყოლებს? ვინ წავა შენთან ერთად კაფეში, თუმცა იმ დღეს საერთოდ არ აპირებდა სახლიდან გამოსვლას? ვის არ დაავიწყდება შენთან დარეკვა? რა თქმა უნდა, ეგოისტს. და ამაში არაფერი უცნაური არ არის. უბრალოდ ის ყველაფერ ამას იმიტომ კი არ გააკეთებს რომ დაგეხმაროს, მას საერთოდ არ აინტერესებს შენი ცხოვრება, სამაგიეროდ ძალიან აინტერესებს შესაძლებლობა მოგიყვეს, თუ როგორ აქვს საქმეები.

მეგობრების 5 ტიპი, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ

3. მაშველი

მაშინაც კი, თუ საერთოდ არანაირი პრობლემები არ გაქვს, და მასთან მხოლოდ საუბარს აპირებ, ის მაინც მონახავს შენთვის მზა ინსტრუქციას. ის გეტყვის, რომ შენ სასწრაფოდ უნდა დაიწყო კეფირის დიეტა, იმიტომ რომ ასეთი სხეულით პლიაჟზე გამოჩენა შეუძლებელია. მაშველს სიამოვნებს იგრძნოს თავი შენს მზრუნველ დედიკოდ, და უფრო მეტად სიამოვნებს, როცა გსჯის.

მეგობრების 5 ტიპი, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ

4. უბედური მსხვერპლი

რატომღაც ყველა ამ შენ „უსუსურ“ მეგობარს სტკენს გულს. და თუ მას მთელი თვე რატომღაც არავინ ჩაგრავს, ავადაც კი ხდება. ვინ უწმინდავს ცრემლებს, აჭმევს მის კატას და ეჩხუბება მის სანტექნიკოსს, რომელმაც არასწორად დააყენა ონკანი? - რა თქმა უნდა, შენ. მეგობრული დახმარება - შესანიშნავი საქმეა, მაგრამ შეიძლება ერთხელ მაინც გმირობების გარეშე უბრალოდ ჩაი ან ყავა დალიოთ ერთად? - სამწუხაროდ, არა.

მეგობრების 5 ტიპი, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ

5. იდეინი

ნეოფიტის ენთუზიაზმი - საშინელი რამ არის: როგორც კი ადამიანს რაიმე ახალი იტაცებს - გულახდილობა იპყრობს, და ის ხვდება, რომ გარშემო ყველა არასწორად ცხოვრობს. ბუნებრივია, მას სიკეთის მოტანა უნდა, მაგრამ ასეთი ადამიანის ატანა შეუძლებელია. საბედნიეროდ, ჩვეულებრივად ეს მოკლე ისტორიაა: გარკვეული დროის შემდეგ ნეოფიტი „მშვიდდება“, და ის კვლავ ნორმალური ადამიანი ხდება. მაგრამ იდეური მეგობარი სულაც არ არის ასეთი. მას მთელი ცხოვრება უგიზგიზებს გულში რევოლუციური ცეცხლი. შენ კი რეგულარულად ასპონსორებ მის იდეებს. მოკლედ, გაექეცი, სანამ შენც არ გადაგედო მისი „იდეები“.

მეგობრების 5 ტიპი, რომლებიც ნამდვილად არ გჭირდებათ



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>