LIFE

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

1. სინიტა (1984 – 1988) - შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ბრედი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა ამერიკელ მომღერალს. ბრედი მასთან ერთად ჩნდებოდა სხვადასხვა პომპეზურ და ვარსკვლავურ წვეულებებზე. 

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

2. Robin Givens (1986-1987) - სინიტას პარალელურად მექალთანე პიტს კიდევ ერთი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ვარსკვლავი მაიკ ტაისონის ცოლს ხვდებოდა. რობინი და ტაისონი იმ პერიოდში უკვე დაქორწინებულები იყვნენ.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

3. Christina Applegate (1989) - მსახიობების ურთიერთობამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე წყვილი საზოგადოების წინაშე ერთად წარსდგა. თუმცა ერთმანეთს რამდენიმე თვეში დაშორდნენ.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

4. Jill Schoelen (1989) - ბრედი და ჯილი ერთმანეთს ფილმ Cutting Class გადაღებისას შეხვდნენ. 1989 წელს ისინი 3 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბრედმა მალე აღმოაჩინა, რომ ჯილმა რომანი სხვა მამაკაცთან გააბა.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

5. E.G Daily (1989) – 1989 წელი ბრედისთვის ქალთა მრავალფეროვნებით გამოირჩა. ამ წელს ეს მისთვის მესამე სასიყვარულო ურთიერთობაა. პოპვარსკვლავს ბრედი ჯილთან დაშორების შემდეგ ძალიან ცოტა ხანი ხვდებოდა.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

6. ჯულიეტ ლუისი (1989 – 1993) - ბრედი 27 წლის იყო, როცა 17 წლის ჯულიეტთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. „შესანიშნავი და ამაღელვებელი იყო. ადამიანები მოხიბლულები იყვნენ იმით, რომ 4 წელი ვიყავით ერთად. მე იმ პერიოდში თინეიჯერი ვიყავი. შესანიშნავი იყო ურთიერთობა მასსავით მხიარულ და ჭკვიან ბიჭთან, თუმცა შემდეგ ყველაფერი დასრულდა. ის წარმოუდგენლად პოპულარული გახდა“, - ასე იხსენებს წლების შემდეგ ჯულიეტი ბრედთან ურთიერთობის წლებს.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

7. ჯინა დევისი (1992) - ოჰ, ეს მოღალატე პიტი... ჯინას ის ჯულიეტ ლუისთან თანაცხოვრების პერიოდში ხვდებოდა.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

8. ტენდი ნიუტონი (1994) - წყვილი ერთმანეთს ფილმ Interview With The Vampire - გადაღებისას შეხვდა. ისინი მალე დაშორდნენ, თუმცა მეგობრებად დარჩნენ და დღემდე აგრძელებენ მეგობრულ ურთიერთობას.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

9. გვინეტ პელტროუ (1994-1997) - ბრედი გვინეტს თავის ანგელოზს უწოდებდა და ამბობდა, რომ ის მისი ცხოვრების სიყვარულია. ამ სიტყვებით გვინეტის შესახებ მსახიობმა საჯაროდ, „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე ისაუბრა. ბრედმა ურთიერთობიდან ორი წლის შემდეგ გვინეტს ხელი სთხოვა, ხოლო 6 თვეში წყვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქორწინებას გეგმავდნენ.

„საოცრად შეყვარებული ვიყავი, ის ძალიან საყვარელი და მომხიბვლელი იყო, ის ხომ ბრედ პიტია! ჩვენი დაშორებით ჩემი ოჯახი განადგურებული იყო. როცა ერთმანეთი გავიცანით ძალიან ახლაგაზრდა ვიყავი, 22 წლის. არ შეიძლება დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო 22 წლის ასაკში. მე მზად არ ვიყავი, ხოლო ბრედი ჩემთვის კარგი და სწორი ადამიანი არ იყო“, - იხსნებს წლების შემდეგ გვინეტ პელტროუ.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

10. ჯენიფერ ანისტონი (1998-2004) - ბრედი და ჯენი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ და დაიწყეეს დაგეგმვა თავიანთი გრანდიოზული ჰოლივუდური ქორწილის, რომელიც 2001 წლის 29 ივლისს მალიბუში გადაიხადეს. ქორწილისთვის წყვილმა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა. წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად იყო 2004 წლამდე, სანამ ფილმ „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღება არ დაიწყო, სადაც ბრედს პარტნიორობას ანჯელინა ჯოლი უწევდა.

ფილმის გადაღებების დროს ბრედსა და ანჯელინას შორის არაფერი მომხდარა, თუმცა მოგვიანებით ბრედმა განაცხადა, რომ ენჯი სწორედ ფილმის გადაღების პერიოდში შეუყვარდა. 2005 წლის იანვარში ბრედ პიტმა და ჯენიფერ ანისტონმა განაცხადეს, რომ განქორწინებას გეგმავდნენ.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?

11. ანჯელინა ჯოლი (2004 – 2016) - ბრედი და ანჯელინა 12 წელი ცხოვრობდნენ ერთად, ხოლო ქორწინებაში ორი წელი იყვნენ. ჰყავთ ექვსი შვილი. ანჯელინამ ბრედთან განქორწინებაზე განაცხადი 2016 წლის 19 სექტემბერს შეიტანა, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ბრეტ პიტის საყვარელი ქალების სია - ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმდე?



<a href="http://www.elleuk.com">http://www.elleuk.com</a>