LIFE

საკუთარ თავზე ზრუნვის წარმოუდგენლად მარტივი 3 ქმედება - განტვირთვის რეცეპტები

საკუთარ თავზე ზრუნვის წარმოუდგენლად მარტივი 3 ქმედება - განტვირთვის რეცეპტები

ალბათ, სამსახურში ყოფნისას, დაღლილს და ენერგიაგამოცლილს ხშირად გიფიქრიათ - „მანიკიურის გაკეთება იქნებოდა ახლა მართლაც კარგი, სპა სალონში წასვლა კიდევ უფრო უკეთესი.“

„ნეტავ, სადმე ბუნების წიაღში წასვლის შესაძლებლობა მქონდეს, რაიმე ახალი წიგნით. მქონდეს შსაძლებლობა, რომ არ ვიფიქრო სამსახურზე.“

ჩვენ გარკვეულ წესებსა და ჩარჩოებში ვართ მოქცეულნი და გვიწევს, დავიცვათ ყოველდღიური რეჟიმი, ამიტომ არ გვაქვს საშუალება გავაკეთოთ ყოველთვის ის, რაც გვსურს. უნდა დავემორჩილოთ გარკვეულ რეგულაციებს, გრაფიკს.

საბედნიეროდ, განტვირთვისთვის ბევრი გზა არსებობს. ეს გზები მარტივია და ამავდროულად, ძალიან ეფექტური. ეს მარტივი ხერხები ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიისა და ძალების აღდგენისთვის.

განტვირთვა, ძალების აღდგენა, პირადი კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზრუნავთ საკუთარ თავზე.

საკუთარ თავზე ზრუნვის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ სამ ყველაზე მარტივ და ყველზე ეფექტურ საშუალებებს:

1. დაიბანეთ სახე - გამოსაცოცხლებლად, გამოსაფხიზლებლად ეს შესანიშნავი გზაა. 

საკუთარ თავზე ზრუნვის წარმოუდგენლად მარტივი 3 ქმედება - განტვირთვის რეცეპტები

2. მოიმზადეთ ჩაი - მოგეხსნებათ მოთენთილობა, დაღლილობა.

საკუთარ თავზე ზრუნვის წარმოუდგენლად მარტივი 3 ქმედება - განტვირთვის რეცეპტები

3. გაიწელეთ, ცოტა წაივარჯიშეთ - ამის გაკეთება ოფისში, კომპიუტერთანაც შეგიძლიათ. ვარჯიში მოგიტანთ შვებას, განტვირთვისა და დასვენების განცდას.

 

საკუთარ თავზე ზრუნვის წარმოუდგენლად მარტივი 3 ქმედება - განტვირთვის რეცეპტები

ზოგჯერ ადამიანები იმდენად გადაღლილები არიან, რომ მზად არიან რადიკალურ ცვლილებებს მიმართონ, შეიცვალონ სამსახური, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ. მაგრამ რეალურად მსგავსი მეთოდები არ არის ეფექტური.

შესაძლოა, მცირე დროით მართლაც იგრძნონ შვება, მაგრამ აუცილებლად ძალიან მალე იგივე შეგრძნებები გასტანჯავთ. 

ამიტომ, სჯობს საკუთარ თავზე ზრუნვის მარტივი მეთოდები აქციოთ ყოველდღიურ რუტინად და შთამბეჭდავ შედეგს თავად დაინახავთ.



<a href="https://www.thriveglobal.com">https://www.thriveglobal.com</a>