თანამედროვე მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი მთავარი ამოცანაა - შვილები საკვებით და ტანსაცმლით უზრუნველყონ, მისცენ კინოში წასასვლელი ფული და ზაფხულში გაუშვან ბანაკში.
სულიერი საუბრები, ოჯახური ვახშმები და გრძნობების სხვადასხვა ტიპის გამომჟღავნება კი - სისულელეა. ფსიქოლოგი ჯონის ვები გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მითითებებს იღებენ ბავშვები, რომლებიც მოკლებულ არიან მშობლების ყურადღებას.
1. ცუდია იყო ზედმეტად მხიარული ან ზედმეტად ნაღვლიანი.
2. გამოამჟღავნო გრძნობები - ნიშნავს გამოავლინო სისუსტე.
3. ჩემს მოთხოვნილებებსა და სურვილებს მნიშვნელობა არა აქვს.
4. პრობლემების შესახებ საუბარი - უბრალოდ ადამიანების ტყუილად შეწუხებაა.
5. ტირიან მხოლოდ სუსტები.
6. ადამიანები გმობენ გრძნობების გამომჟღავნებას.
7. სიბრაზე - ეს ნეგატიური ემოციაა, და მას უნდა მოერიდო.
8. გქონდეს სხვისი იმედი - ნიშნავს განიცადო გაწბილება.
9. არავის არ აინტერესებს, რას ვამბობ.
10. მე მარტო ვარ ამ სამყაროში.
ეს მხოლოდ გაკვეთილებია, რომლებიც ჩვენ ოჯახში ავითვისეთ. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა:
1. ძლიერი გრძნობები გვაერთიანებს საკუთარ თავთან და სხვებთან.
2. გრძნობების განცდის უნარი - სიძლიერისა და ჯანმრთელობის მაჩვენებელია.
3. საკუთარი მოთხოვნილებებისა და აზრების შეგნება - ბედნიერი ცხოვრების გასაღებია.
4. იმისათვის რომ გადაწყვიტო პრობლემა, მასზე უნდა ისაუბრო.
5. ტირილი ნორმალურია.
6. თუ გამოვამჟღავნებთ გრძნობებს, გარშემომყოფები უკეთესად შეძლებენ ჩვენს გაცნობას.
7. სიბრაზე - ეს სხეულის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც გვაძლიერებს.
8. ურთიერთნდობა - გუნდური მუშაობის განუყოფელი ნაწილია.
9. ყველაფერი, რის თქმაც გვინდა, მნიშვნელოვანია. და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.
10. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენნაირ ადამიანებს შორის და მარტო არ ვართ.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, როცა ბავშვი ინტერესდება, ბედნიერი ბავშვი, მშობელი, ბავშვები
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია