ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, სხეულსა და ორგანიზმს მუდმივ ტონუსში ამყოფებს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, განწყობას, ამაღლებს მოტივაციას, გვმატებს ენერგიას, გვეხმარება მაქსიმალურად ვფლობდეთ სხეულს და ყოველთვის სასურველ ფორმაში ვიყოთ.
ფიტნეს დარბაზი “ურბან გარდენი” სულ რაღაც ექსვი თვეა არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი ნაბიჯებით განვითარდა და ხალხის ნდობა და ყურადღებაც დაიმსახურა.
დარბაზი უახლესი ტრენაჟორებითაა აღჭურვილი, ამასთან მუდმივ განახლების პროცესშია. ტრენაჟორებთან ერთად დარბაზს აქვს აერობიკის წრე,სულ მალე კი მომხმარებელს კრივის ზონით სარგებლობასაც მოახერხებს.
დარბაზი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და მყუდრო ადგილას, ილიას ბაღში მდებარეობს, სადაც სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა. ვარჯიშის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სუფთა ჰაერზე გაისეირნოს, ზაფხულში კი ჰამაკში მოიკრიბოს ძალები და ლამაზი ბუნებით დატკბეს.
”ურბან გარდენში” დაგხვდებიან მხიარული, ენერგიული და, რაც მთავარია, პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც ზრუნავენ მომხმარებლების ეფექტურ შედეგზე და თითოეულ მათგანს სათანადო ყურადღებას აქცევენ.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მასზე მორგებული აბონემენტი, რომელიც ითვალისწინებს დარბაზით სარგებლობას, კვებისა და სავარჯიშო პროგრამას, ფინური მშრალი საუნით სარგებლობასა და ინსტრუქტორების დახმარებას.
მთავარი ყოველთვის სურვილი და მოტივაციაა, რომელსაც პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორები თითოეულ ადამიანს უღვივებენ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის გზა საკმაოდ გრძელია, საბოლოო შედეგს დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება, თუმცა სასურველი ცვლილებები ერთთვიანი ვარჯიშის შემდეგაც შეიმჩნევა.
”ურბან გარდენი” პერიოდულად სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა აქციებს, ამისათვის საჭიროა ადევნოთ თვალი ფეისბუქ გვერდს, სადაც ხშჳრად იდება სხვადასხვა სიახლეები. სტუდენტებისათვის მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, რჩევები ქალებს, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ცხოვრება, კალორიები, ვარჯიშჳ, ფიტნესი, ურბანგარდენი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია