7 ფაქტორი, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მამაკაცისთვის
- 24.11.2017
იმისათვის რომ ურთიერთობება იდეალური იყოს, მნიშვნელოვანია წყვილს შორის არსებობდეს ბალანსი. ქალებს დედობრივი ბუნებიდან სჩვევიათ რომ გასცენ იმაზე მეტი, ვიდრე იღებენ. მართალია, ურთიერთობებში არ ღირს ანგარიში თუ ვინ რამდენს აკეთებს ერთმანეთისთვის, მაგრამ ზომიერება აუცილებელია.
სამწუხაროდ, მეტის გაცემის მოყვარულები გვიან მოდიან გონს და შედეგად ენერგიისგან დაცლილი ადამიანი დეპრესიაში ვარდება ან სხვაგან იწყებს გრძნოებების შესავსებას ძიებას.
ერთხელ ცნობილმა მწერალმა მარკ ტვენმა თქვა: „არასოდეს არ მისცეთ ნება ვინმეს იყოს თქვენი პრიორიტეტი, თქვენ კი იყოთ მისთვის ვარიანტი“.
არ შეგეშინდეთ შეხედოთ საკუთარ ურთიერთობებს რეალისტურად და გაანალიზოთ, თქვენგან ვინ რამდენს გასცემს და იღებს, შემდეგ კი ეცადეთ დაიბრუნოთ ბალანსი.
აი, რამდენიმე ძირითადი მომენტი, და თუ ისინი დამახასიათებელია თქვენთვის, მაშინ ბალანსი ურთიერთობებში აშკარად დარღვეულია.
1. ყოველთვის თქვენ უნიშნავთ პაემანს, და არა ის.
2. როცა მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, კარგი ან ცუდი, თქვენ ამის შესახებ ერთ-ერთი პირველი არ იგებთ.
3. მას შეუძლია დიდი ხნის მანძილზე არ უპასუხოს თქვენს ზარებსა და შეტყობინებებს.
4. ის არ გიწოდებთ თავის შეყვარებულს.
5. ის გეგმებს აწყობს უქმე დღეებისთვის/შვებულებისთვის, სადაც თქვენ არ გითვალისწინებთ.
6. თქვენ გესმით მისი მხრიდან ზედმეტად ბევრი „მე“, და არა „ჩვენ“.
7. თქვენი აზრი ცოტა რამ ნიშნავს მისთვის.
თქვენ იმსახურებთ იყოთ ვიღაცის პრიორიტეტი - ყველაფერი მარტივია.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>