სილამაზე

სილამაზის 8 რეცეპტი სპეციალურად დილისთვის - ზარმაც გოგონებს მოეწონებათ

სილამაზის 8 რეცეპტი სპეციალურად დილისთვის - ზარმაც გოგონებს მოეწონებათ

1. მაკიაჟი 5 წუთში

სინამდვილეში, დილიდან მხოლოდ 5 პროდუქტი გჭირდება, რათა გამოიყურებოდე მხნედ და კარგ ფერზე: კონსილერი, ტონალური კრემი, წამწამების ტუში, პომადა და ფანქარი წარბებისთვის.

სილამაზის 8 რეცეპტი სპეციალურად დილისთვის - ზარმაც გოგონებს მოეწონებათ

2. მკვეთრი აქცენტი

თუ ჩაგეძინათ და მოსამზადებლად 5 წუთიც კი არ გაქვთ, მაშინ შეჩერდით რაიმე ერთზე. მაგალითად, წითელ პომადაზე - ის ყველას უხდება. ან დაიხატე თვალები ფერადი ფანქრით, რომელიც ხაზს გაუსვამს შენ მზერას.

სილამაზის 8 რეცეპტი სპეციალურად დილისთვის - ზარმაც გოგონებს მოეწონებათ

3. არ დაგეზაროთ ძილის წინ შხაპის მიღება

როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური „ტრიუკია“, რომელიც დაგეხმარება დროის ეკონომიაში.

4. არ დაიბანოთ თავი დილიდან

საკმარისია წინასწარ შეიძინოთ მშრალი შამპუნი, და ის გადაგარჩენთ უკიდურეს შემთხვევებში. თუ მშრალი შამპუნი არ გაქვთ, შეიძლება შეცვალოთ ის ჩვეულებრივი ბავშვის ტალკით.

სილამაზის 8 რეცეპტი სპეციალურად დილისთვის - ზარმაც გოგონებს მოეწონებათ

5. მოამზადე ვარცხნილობა წინასწარ

შეგიძლია წახვიდე სამსახურში შესანიშნავი ტალღოვანი ვარცხნილობით. როგორ? - მოემზადე საღამოდან: დაიტანე თმაზე მატექსტურირებული კრემი, გაიკეთე ორი ნაწნავი და დაწექი დასაძინებლად.

6. მოერიდე თვალის თხევად ლაინერს

თუ სრულყოფილად არ ფლობ ისრების ხატვის ოსტატობას, ეცადე არ გამოიყენო დილიდან თხევადი ლაინერი, რადგან შეცდომების დაშვების შანსი დიდია.

სილამაზის 8 რეცეპტი სპეციალურად დილისთვის - ზარმაც გოგონებს მოეწონებათ

7. თვალის ირგვლივ შეშუპების მოშორება

ბევრი საშუალება არსებობს ამ პრობლემის მოსაშორებლად - კიტრის ნაჭრები, ჩაის პაკეტები, ყინული და ა.შ. მაგრამ როცა გეჩქარება და დრო არ გაქვს - იყიდე სპეციალური გამაგრილებელი ბურთულა თვალის ირგვლივ ზონისთვის, რომელიც სწრაფად შეამცირებს მუქ წრეებს და შეშუპებას თვალის ქვეშ.

8. ფინალური შტრიხი

დროის დეფიციტის დროს გამოიყენე პროგრამა მინიმუმი - გამჭირვალე ლაქი, რომელიც არა მხოლოდ გააპრიალებს თქვენს ფრჩხილებს, არამედ გააძლიერებს კიდეც. 

სილამაზის 8 რეცეპტი სპეციალურად დილისთვის - ზარმაც გოგონებს მოეწონებათ



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>