თუ ინტელექტუალ მამაკაცზე დაქორწინდებით, ქორწინება უფრო მყარი იქნება - ახალი კვლევის შედეგი
- 01.12.2020
იყო ჭკვიანი, განათლებული, ინტელექტუალი - ეს შესანიშნავია. განათლება ნიშნავს კარგ სამსახურს, უფრო მაღალ შემოსავალს და საერთოდ, ბევრი უპირატესობა აქვს ინტელექტუალ ადამიანს. მაგრამ ახდენს თუ არა პოზიტიურ გავლენას ინტელექტი ურთიერთობებზე? არიან თუ არა ჭკვიანი ადამიანები სასიყვარულო ურთიერთობებში ბედნიერები?
ზოგიერთი ფსიქოლოგის თეორიის მიხედვით, ჭკვიანი ადამიანებისთვის მარტივია სხვების მოხიბვლა, ურთიერთობის სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ისინი ბავშვების აღზრდის უკეთეს უნარს ავლენენ. ამასთანავე, შვილზე გენეტიკურად გადადის განათლების მიღებისკენ სწრაფვა და ნათელი გონება.
კვლევის თანახმად,ინტელექტუალ ადამიანს არ უჭირს დაქორწინების გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს კვლევა არ არის ფსიქოლოგებისთვის სარწმუნო მტკიცებულება. ფსიქოლოგების თქმით, ინტელექტუალი ადამიანები არიან უფრო მაღალშემოსავლიანები და შესაძლოა, ინტელექტუალი ადამიანები ქორწინდებოდნენ მარტივად არა იმიტომ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ ბევრი რესურსები, მაღალი შემოსავალი აქვთ.
რა არის ურთიერთობაში მთავარი, რა უმარტივებს მამაკაცს დაქორწინების მიღების გადაწყვეტილებას - ინტელექტი, თუ სიმდიდრე?
ფინეთში, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯააკო ასპარამ, გამოიყენა ფინეთის ეროვნული სტატისტიკის მონაცემები, სადაც მოცემულია ადამიანებისIQ,,ქორწინების სტატუსი, შემოსავალი.
ასპარას დასკვნით, დაქორწინების თვალსაზრისით, მამაკაცის შემოსავალი უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ინტელექტი, თუმცა რაც შეეხება ქორწინების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში, ინტელექტის როლი უფრო დიდია.
ამასთანავე, ასპარას კვლევის შედეგში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად აქვს მამაკაცს უნარი თავისი ინტელექტი წარმოაჩინოს ქალთან ურთიერთობის დროს, რამდენად აქვს განვითარებული ვერბალური ინტელექტი, ვინაიდან ვერბალური კომუნიკაციაა ის, რაც ეხმარება მას ურთიერთობაში შევიდეს ქალთან და დაამყაროს კავშირი.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები