დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ნიშნობის შესახებ ინფორმაციამ პრინცის თაყვანისმცემლები გაახარა, თუმცა ამავდროულად, პრინც ჰარიზე მეოცნებე გოგონათა არმიას გული დასწყვიტა.
დამშვიდდით - პრინცებს რა გამოლევს?
მსოფლიოს ჯერ კიდევ ჰყავს უცოლო და სიმპათიური პრინცები, რომლებიც შესაძლოა თქვენი ტრფობის ობიექტები გახდნენ. ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სულაც არაა გადაჭარბებული მათი სიყვარულისა და მათზე დაქორწინების ოცნება.
გთავაზობთ მსოფლიოში ჯერ კიდევ უცოლო პრინცების ხუთეულს:
1. იორდანიის პრინცი ჰუსეინ ბინ აბდულა - პრინცი მეფე აბდულასა და დედოფალ რანიას ვაჟია. ფოტოზე ის მამასთან ერთადაა აღბეჭდილი. ჰუსეინ აბდულა 23 წლისაა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი „ინსტაგრამის“ ვარსკვლავიც გახლავთ. პრინცს სოციალურ ქსელში 1,1 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ჰუსეინი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს. ერთ დღეს იორდანიის მეფე სწორედ ის გახდება.
2. დუბაის პრინცი, შეიხ ჰემდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი - დუბაის პრინცი ასევე ცნობილია სახელით Fazza. „ინსტაგრამზე“ სწორედ ამ სახელითაა დარეგისტრირებული. ის სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია. პრინცს 5,9 მილიონი გამომწერი ჰყავს, რომლებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან მის ყველა ნაბიჯს. პრინცს ძალიან უყვარს ცხენით ჯირითი და ხშირად იღებს მონაწილეობას დოღში, გიჟდება ყვინთვაზე, ველოსიპედით სიარულზე და უფრო მეტიც, ეთაყვანება პოეზიას - მოკლედ, ნამდვილი პრინცია. ის 35 წლისაა.
3. ლუქსემბურგის პრინცი სებასტიანი - მისი სამეფო უმაღლესობის სრული სახელია სებასტიენ ჰენრი მარიე გილიამი, მაგრამ გვჯერა, რომ ის საყვარელ ქალს ნებას მისცემს მხოლოდ ერთი სახელით მიმართოს. ფოტოზე სებასტიანი თავის დასთან, ალექსანდრასთან ერთადაა აღბეჭდილი. 25 წლის პრინცი ლექსემბურგის ჯარში მსახურობს. თავის და-ძმას შორის სებასტიანი ყველაზე უმცროსია. პრინცს ბევრი გატაცება აქვს. უყვარს ციგურებით სრიალი, ცურვა, გატაცებულია ასევე ალპინისტობითა და რაგბით. სებასტიანს უყვარს ახალი კულტურების აღმოჩენა, მისთვის დაბრკოლება არაა სხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ქალის ცოლად შერთვა.
4. პრინცი ჯინ კრისტოფერ ნაპოლეონ ბონაპარტი - დიახ, თვალი არ გატყუებთ, ნამდვილად ნაპოლეონ ბონაპარტი. 31 წლის პრინცი ფოტოზე მამასთან, ჩარლზ ბონაპარტთან ერთადაა აღბეჭდილი. ცნობილი ნაპოლეონ ბონაპარტი მისი დიდი დიდი დიდი დიდი ბაბუაა. მართალია, საფრანგეთში მონარქია მე-18 საუკუნეში გაუქმდა, მაგრამ ფრანგების ნაწილი ჯინს პრინცად მიიჩნევენ და იმპერიული გვარის გამგრძელებლად თვლიან. ჩვენი დროის ნაპოლეონ ბონაპარტს აქვს სოციალური ქსელი LinkedIn, თუმცა ის ეს არის პირადი ანგარიში, რომლის ნახვაც მხოლოდ მეგობრებს შეუძლიათ. თქვენ კი შესაძლებლობა გაქვთ წერილი მისწეროთ.
5. ბელგიის პრინცი ხოაკიმი - ხოაკიმი ბელგიის სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობს. მას განათლება ინგლისსა და იტალიაში აქვს მიღებული. თუ მის გვერდით გინდათ აღმოჩნდეთ, ზღვაოსნობით უნდა დაინტერესდეთ.
თემები: ცნობილი ადამიანები, წარმატება, პრინცესები, პრინცი
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>