როგორ უნდა შეხვდეთ ყვითელი ძაღლის წელს? - რჩევები და ასტროლოგიური პროგნოზი
- 01.12.2017
2018 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით,ყვითელი ძაღლის წელია. ამ წელს ბედნიერების მომტანი ფერებია მწვანე, წითელი, ყვითელი და ყავისფერი. მოერიდეთ თეთრ, ცისფერ და ოქროსფერებს, ვინაიდან წელს ისინი უარყოფოთი ენერგეტიკის მატარებელია.
ბედნიერების მომტანი ციფრები და რიცხვებია - 3, 4, 9, 10, 14, 19, 28, 30, 41, 45, 54. ხოლო უნდა მოერიდოთ შემდეგ ციფრებს - 1, 6,7.
ბედნიერების მომტანი ყვევილებია: ვარდი და ორქიდეა.
ბედნიერების მომტანი ქვებია: ოპალი და ბრილიანტი.
ყველაზე კარგი წელი იქნება ვეფხვის, ცხენის, ძაღლის და კატა/კურდღლის წელში დაბადებული ადამიანებისთვის. შედარებით რთული წელი იქნება დრაკონისა და ცხვრის წელში დაბადებული ადამიანებისთვის.
ყვითელი ძაღლის წელში მოსალოდნელია სტაბილურობა ცხოვრების ყველა ასპექტში. აღმოსავლური სწავლების მიხედვით, ყვითელი ფერი ყველა სფეროში შარმატებას მოასწავებს. მშვიდობიანი წელი იქნება. მოსალოდელი არ არის ახალი ომებისა და კონფლიქტების წარმოქნა, მოსალოდნელია, უკვე არსებული კონფლიქტებისა და ომების მოგვარება და ზავი.
იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ახალი წლის საღამოს ჩავიცვათ ყვითელი ფერის სამოსი, ან გავაფორმოთ მაინც ყვითელი ფერით. ასევე, აუცილებლად უნდა შექმნათ მეგობრული და თბილი გარემო, უნდა გასცეთ ბევრი სითბო და სიყვარული.
კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს შეხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად გიყვართ, რომლებსაც ენდობით და ნამდვილი კავშირები გაქვთ. ეცადეთ, ამ დროს მაინც არ იყოთ ყალბები.
ყურადღება მიაქციეთ სახლის მორთულობას, დეკორაციებს. სახლში უნდა ჭარბობდეს თბილი ფერები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც აქტუალური ყვითელი ფერია. ნაძვის ხისთვის შეიძინეთ ამავე ფერის სათამაშოები.
2018 წელი წარმატებული იქნება, თუ სხვებს დაეხმარებით და განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, მეგობრულ დამოკიდებულებას გამოიჩენთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება.
თემები: წარმატება, რჩევები, ახალი წელი, 2018
<a href="http://www.abc-people.com">http://www.abc-people.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია