1. ნერვიული დაძაბულობა
2013 წელს ჟურნალმა Biology Letters- მა გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომ ქალები სტრესის ჰორმონის კორტიზოლის მაღალი დონით, ნაკლებად არიან მიმზიდველი მამაკაცებისთვის.
2. უპატიოსნობა
კვლევების მიხედვით, ტყუილი მიეკუთვნება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე აუტანელ თვისებას. თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოც კი.
3. გამოუძინებლობა
2010 წელს მეცნიერებმა შვედეთიდან დაამტკიცეს, რომ რაც უფრო ნაკლები სძინავს ადამიანს, მით უფრო მეტად უინტერესოა გარშემომყოფთათვის.
4. არაკეთილმოსურნეობა
2014 წლის ჩინურ კვლევაში მოხალისეებს შესთავაზეს შეეფასებინათ ადამიანების ფოტოსურათები სახის ნეიტრალური გამომეტყველებით, მაგრამ სხვადასხვა ემოციური წარწერით. დაადგინეს, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანები ყველაზე ნაკლებად იმსახურებდნენ სიმპატიებს.
5. სხეულის ჩაკეტილი პოზა
ოთხი ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გადაჯვარედინებული ხელები, შეკუმშული მხრები და ჩაკეტილი პოზის სხვა გამოვლინებები აღიზიანებთ ადამიანებს.
6. სიზარმაცე
ვისკონსინისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ ზარმაცი ადამიანი არ არის საინტერესო დანარჩენებისთვის.
7. ზედმეტად ბედნიერი სახე
2011 წელს ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ქალებს არ მოსწონთ ზედმეტად მომღიმარე მამაკაცები.
8. ზედმეტად ამაყი ადამიანი
ზემოაღნიშნული კვლევის დროს მეცნიერებმა ასევე განსაზღვრეს, რომ მამაკაცებს არ იზიდავენ ზედმეტად ამაყი ქალები.
9. სხეულის მსგავსი სუნი
ნიუ-მექსიკის უნივერსიტეტში გაარკვიეს, რომ ადამიანები სხეულის მსგავსი სუნით არ იზიდავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ქვეცნობიერად თავს ნათესავებად თვლიან.
10. იუმორის გრძნობის უქონლობა
ოლსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დამოუკიდებლად სქესისა, ადამიანები იუმორის გრძნობის არ ქონით ნაკლებად მიმზიდველები არიან.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია