LIFE

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

1. მეუღლესთან ურთიერთობისას იყენებთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც გულს საშინლად სტკენს. შედეგად კი, ქორწინება ინგრევა - მამაკაცი ფიზიკურად ქალზე ძლიერია, მაგრამ ვერბალური თვალსაზრისით, უპირატესობა ქალებს აქვთ. საშუალოდ, ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო მეტს ლაპარაკობენ. სტატისტიკურად, ქალი დღის განმავლობაში 20 000 სიტყვას ამბობს, ხოლო მამაკაცი 7 000-ს.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

ქალებს არ ერიდებათ მწვავე სიტყვების თქმა, რათა ვინმე შეარცხვინონ, გული ატკინონ. უნდა გახსოვდეთ, რომ ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებთ და რამდენი ბოდიშიც უნდა მოიხადოთ, ადამიანს თქვენს მწარე სიტყვებს ვერ დაავიწყებთ. ნუ გამოიყენებთ სიტყვებს იარაღად, სიტყვებით კომფორტი და თბილი გარემო უნდა შექმნათ. ძველი გამოთქმაა: „თუ სასიამოვნოს ვერაფერს ამბობთ, სჯობს, საერთოდ არაფერი თქვათ“.

2. ქალს აქვს არარეალური მოლოდინები - როცა ადამიანის მიმართ არასწორი მოლოდინები გაქვთ, ეს იწვევს უკმაყოფილებას და უბედურების განცდას, რაც სწრაფად ანადგურებს ქორწინებას. პირველ რიგში, თვალი უნდა გაუსწოროთ რეალობას და მამაკაცი უნდა დაინახოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ბედნიერი იქნება ქორწინება, თუ თავიდანვე თვალს გაუსწორებთ რეალობას და არ შეიქმნით ცრუ მოლოდინებს.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

3. ურთიერთობის დროს იყენებთ სარკასტულ და კრიტიკულ წინადადებებს, ჟესტიკულაციას და სახის გამომეტყველებას - მსგავსი დამოკიდებულებით ავლენთ, რომ არ სცემთ პატივს ქმარს, მის მოსაზრებებს. ეს კი, ნეგატიურად მოქმედებს ურთიერთობაზე. მალე ქმარიც უპატივცემულობით გიპასუხებთ. უმჯობესია, თუ მოუსმენთ, პატივს სცემთ მის მოსაზრებას, შეხედულებებს და თუ ეს შეხედულებები არ მოგწონთ, კორექტულად უნდა აუხსნათ და გაუზიაროთ საკუთარი აზრი.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

4. დასცინით, აკრიტიკებთ და ამცირებთ მას მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით - როცა მას აკრიტიკებთ და ამცირებთ სხვების თანდასწრებით, ამით ძალიან შორდებით.ულახავთ თავმოყვარეობას და დანარჩენებს მის შესახებ ცუდ წარმოდგენას უქმნით. მსგავსი ქმედებების შემდეგ, ის აღარასდროს შემოგხედავთ ისეთი თვალებით, ისეთი პატივისცემითა და სიყვარულით, როგორც ადრე. ამავდროულად, თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს თქვენი დაცვის, გამოსარჩლების სურვილი გაუჩნდებათ, მაშინ, როცა შესაძლოა სრულიად არაფერი ხდებოდეს საგანგაშო.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

5. არ გაქვთ სექსი და არ ავლენთ მის მიმართ სითბოს - ყოველივემ, შესაძლოა, უზარმაზარი განხეთქილება გამოიწვიოს თქვენს ოჯახში. სექსი არის ის, რაც კაცისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამბობენ ფსიქოლოგები. როცა სექსზე უარს ეუბნებით, ეს ნიშნავს, რომ მის საჭიროებებსპატივს არ სცემთ. თქვენს მეუღლეს სჭირდება, რომ ფიზიკურ დონეზე ჰქონდეს თქვენთან კავშირი, მიუხედავად იმისა ამის განწყობაზე ხართ თუ - არა. რამდენადაც თქვენ გჭირდებათ ემოციური კავშირი და სიახლოვე, იმდენად სჭირდება მას ფიზიკური კავშირი და სიახლოვე.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

6. უპატივცემულოდ იქცევით მისი შინაგანი სამყაროს, რჩევებისა და მოსაზრებების მიმართ - როცა ქალი შეცდომას უშვებს, მამაკაცი მზადაა დაუყოვნებლივ მასთან გაჩნდეს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას პრობლემის მოსაგვარებლად, მამაკაცს ასეთი ბუნება აქვს. როცა მის დახმარებას არ იღებთ, ეს მისთვის ნიშნავს, რომ არ აფასებთ, არ ენდობით და არ თვლით, რომ მას პრობლემის მოგვარება შეუძლია. ამის ნაცვლად სჯობს, მისცეთ თქვენი დახმარების საშუალება. ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა უფრო ახლო გახდება.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

7. მის უფლებებს, ავტორიტეტს უგულებელყოფთ, მაგრამ პასუხისმგებლობას ყველა საკითხში მას ანიჭებთ - ყველა ვამბობთ, რომ ოჯახში უფლებები და მოვალეობები თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, მაგრამ რეალური სურათი ოჯახების უმეტეს ნაწილში სხვაგვარია. უმეტეს ოჯახში არის ერთი პირი, რომელსაც ნებსით, თუ უნებლიედ ეკისრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებელია მნიშვნელოვან საკითხებზე.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

შეცდომას უშვებთ, თუ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ქმარს აკისრებთ და ამ დროს მას პატივს არ სცემთ და მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებთ. მის გაკრიტიკებას სჯობს, თანაბარი პასუხისმგებლობები გქონდეთ. ერთად გადაჭერით პრობლემები, ერთად მიიღეთ გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ქორწინებას საფრთხე დაემუქრება.

8. არასოდეს ხართ ბედნიერი - ქორწინების დანგრევისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი გზაა მუდამ უბედურად ყოფნა. ქორწინების მიზანი სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნაა. თუ გსურთ, რომ ბედნიერი და მყარი ქორწინება გქონდეთ, ვალდებული ხართ, იყოთ ბედნიერი. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი ბედნიერად აქციოთ. თუ გგონიათ, რომ ბედნიერება სხვა ადამიანებმა უნდა მოგიტანონ, ვერასოდეს იპოვით მას. ყოველ დღე სცადეთ იზრუნოთ თქვენი ცხოვრების, ქორწინების გამყარებაზე, ამისთვის მნიშვნელოვანია შექმნათ ბედნიერი გარემო და თავადაც იყოთ ბედნიერი.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

9. ცდილობთ, გააღიზიანოთ ის - მამაკაცების უმეტესობას სჯერა, რომ ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე მამაკაცები და ხშირად ქალებიც იზიარებენ ამ აზრს. ცოლი ხშირად ვერ გრძნობს, როგორ აღიაზიანებს და ამცირებს ირონიული კომენტარებით ქმარს. ზოგჯერ ვერ წარმოუდგენია, რომ ამა თუ იმ ფრაზით მას გულს ძალიან სტკენს, რადგანაც არ თვლის, რომ მგრძნობიარეა. არადა, რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა. თქვენი ქმარი ამ დროს იმედგაცრუებულია. უგულო ადამიანად მიგიჩნევთ და თქვენ მიმართ დამოკიდებულება ეცვლება. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

10. საყვარელი მამაკაცის არასწორად შერჩევა - ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ზოგჯერ ქალს ვიღაც მოეწონება, იწყებს მასთან შეხვედრას და იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას, თუმცა არ იცის მისი რეალური თვისებები. შესაძლოა, ალკოჰოლისადმი იყოს მიდრეკილი, ცდილობდეს თქვენ შეცვლას, მოითხოვდეს, რომ სრულყოფილი იყოთ, უხეში აღმოჩნდეს. შეიძლება თავიდანვე იცოდეთ მისი ამგვარი ხასიათი შესახებ, მაგრამ ფიქრობდეთ, რომ ქორწინების შემდეგ შეიცვლება.

ქალის 10 ქმედება, რომელიც ქორწინებას ანგრევს

უმნიშვნელოვანესია, ჯერ კარგად გაიცნოთ ადამიანი. ასევე, უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანს ვერ შეცვლით. ის ისეთივე დარჩება, როგორიც დაქორწინებამდე იყო.



<a href="http://yarnmonger.org">http://yarnmonger.org</a>