რა უპირატესობა აქვს ოჯახის შუათანა ბავშვს?- 10 მიზეზი იმისა, რომ თქვენ საუკეთესოები ხართ
- 13.12.2017
თუ ოჯახში სამი, ან მეტი და-ძმა ხართ, ხოლო თქვენ მათ შორის შუათანა, უნდა გიხაროდეთ, რადგანაც თქვენს და-ძმებთან შედარებით ბევრი უპირატესობა გაქვთ.
რატომ არის საუკეთესო - იყოთ შუათანა შვილი? – გთავაზობთ 10 მიზეზს:
1. და-ძმებისგან იღებთ გამოცდილებას - გყავთ როგორ უფროსი, ასევე უმცროსი და, ან ძმა. ეს ნიშნავს, რომ გყავთ ვიღაც (ვიღაც ამ შემთხვევაში უფროსი დაა), რომელიც ზრუნავს თქვენზე და ასევე ადამიანი, ანუ უმცროსი და, რომლისთვისაც ხართ ავტორიტეტი. როცა გაიზრდებით, თქვენ ორი საუკეთესო მეგობარი გეყოლებათ. ერთი მათგანი თავს მუდამ პატარად გაგრძნობინებთ, ხოლო მეორე დაგეხმარებათ, რომ ფიქრობდეთ და აზროვნებდეთ უფრო ბრძნულად.
2. ისინი გაძლევენ რჩევებს და თქვენგანაც იმავეს იღებენ - „5 და-ძმა ვართ და მე მესამე შვილი ვარ. ეს ძალიან მომწონს. შემიძლია, რჩევა ვკითხო ჩემზე უფროსებს, ხოლო მაგალითი ვიყო უმცროსებისთვის. მათ გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ და ვიცი, რომ არასოდეს ვიქნები მარტო. როცა უფროსები წავლენ, უმცროსები ჩემთან იქნებიან. ამასთანავე, უფროსები მეხმარებიან, ცხოვრებაში გადავდგა სწორი ნაბიჯები“, - ყვება მიშელ მილერი თავისი და-ძმის შესახებ.
3. თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ - „სამი ძმა ვართ. მე მეორე შვილი ვარ. ჩვენი მშობლები მუდამ დაკავებულები იყვნენ ჩემს უმცროს ძმაზე განსაკუთრებული ზრუნვით და ამავდროულად ცდილობდნენ ხიფათისგან დაეცვათ უფროსი ძმა. მათ ჩემთვის დიდად დრო აღარ რჩებოდათ და თავისუფლად ვიზრდებოდი. ეს შესანიშნავი იყო“ - ამბობს ბლოგერი სებასტიან გოდინი.
4. მშობლები შედარებით ნაკლებ ყურადღებას იჩენენ, შედეგად კი, უფრო ძლიერ ადამიანებად ყალიბდებით - „ვერ იღებ ისეთ ყურადღებას მშობლებისგან, როგორსაც შენზე უფროსი და უმცროსი და-ძმა და ეს რაღაც მომენტში არც ისე სასიამოვნოა, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამაში პოზიტივი დამენახა. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ ადამიანად ჩამოვყალიბდი განსხვავებით ჩემი და-ძმისგან. მშობლების ნაკლებმა ყურადღებამ უფრო ძლიერ პიროვნებად მაქცია“, - ამბობს მწერალი ჯიჯი ენგლი.
5. შეგიძლიათ დათმობაზე წასვლა - „შუათანა შვილისთვის ბავშვობის წლები დაკავშირებულია და-ძმასთან კოლაბორაციიასთან, დათმობაზე წასვლასთან და მათთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარების მცდელობასთან. მას უყალიბდება ოპტიმისტური ხასიათი და იცის, რომ დათმობაზე წასვლა მარცხს კი არ ნიშნავს, არამედ წარმატებული ურთიერთობების საფუძველს ქმნის და წარმატებული საქმის წინაპირობაა“, - ამბობს The Editorial-ის დამფუძნებელი, ჰეიდი ლეგი.
6. უფრო გამბედავები ხართ -„ჩვენ გვაქვს ე.წ. შუათანა ბავშვის სინდრომი. ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ გიჟივით და მივატოვოთ უცებ ყველაფერი დაუფიქრებლად, იმიტომ, რომ არაფრის გვეშინია. იმიტომ, რომ გვერდით გვყავს როგორც უფროსი, ასევე უმცროსი და-ძმა. ისინი ძალიან გვეიმედებიან“, - ამბობს სტეფანი ბიჩეტი.
7. ოჯახში სიმშვიდეს ქმნით - კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახში სირთულეების მომგვარებლები და პრობლემების გადამჭრელები სწორედ შუათანა შვილები არიან. მათ შეუძლიათ განაწყენებულ ოჯახის წევრებს შორის შუამავლის როლი შეასრულონ, შეარიგონ ისინი და დაამშვიდონ სიტუაცია. ისინი ოჯახში მშვიდ გარემოს უზრუნველყოფენ.
8. მოცემულ ფოტოზე აღბეჭდილია გოგონა და თავის ძმებთან ერთად - გოგონა, ჰოუფ ევანსი იხსენებს, რომ ფოტოს გადაღების მომენტი ამაღელვებელი იყო. „როცა ამ ფოტოს ვიღებდი, ავტომატურად შუაში ჩავდექი. ბედნიერებაა, როცა მყავს უფროსი ძმა, დიდი იმედი და ასევე უმცროსი, რომელიც რა თქმა უნდა, იმედიცაა, მაგრამ უფრო მეტად საზრუნავი“, - ამბობს ჰოუფი.
9. შეგიძლიათ სამოსი რამდენიმე გარდერობიდან აირჩიოთ - თავის ისტორიას ჯესიკა ალმეიდა გვიყვება. მას ორი დაჰყავს. თავად მეორე დაა. „იმ მომენტში როცა ფიქრობ, რომ არაფერი გაქვს ჩასაცმელი, შეგიძლია მოიპარო სამოსი რომელიმე დის გარდერობიდან. ჩემს უმცროს და უფროს დას შორის ასაკში საკმაო სხვაობაა, ამის გამო ისინი ვერ იცვამენ ერთმანეთის ტანსაცმელს, მე კი ორივე მათგანის სამოსს ვირგებ“, - ამბობს ის.
10. თქვენ უფრო გამოცდილები ხართ - „ეს გაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი იცოდე, გაქვს შესაძლებლობა უფრო მეტს მიაღწიო. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ჩემი უფროსი ძმებისგან. ამასთანავე ჩემს პატარა და-ძმას ვეხმარებოდი და გამოცდილებას ვიღებდი მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღებით. ეს დამეხმარა უფრო დამოუკიდებელი და წარმატებული ვყოფილიყავი“, - ამბობს კეტი უოლში.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია