ჰოროსკოპი

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ბილწსიტყვაობა - რა სიტუაციაშიც, როგორ საზოგადოებაშიც უნდა იყოთ, როცა რაიმე არ მოგწონთ, არ ერიდებით ბილწსიტყვაობას და ეს თქვენს პიროვნებას ჩრდილს აყენებს.

2. მოქმედებთ დაუფიქრებლად - ხართ სპონტანურები. საერთოდ არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ქმედებებს.

3. არ აცდით სხვებს საუბარს - არ შეგიძლიათ ადამიანების მოსმენა. როცა ვინმე საუბრობს, უხეშად აწყვეტინებთ და თავად იწყებთ ლაპარაკს.

4. გიყვართ საკუთარი თმით თამაში - ეს საშინელი თვისება არ არის, მაგრამ იმდენად გაქვთ ჩვევაში, რომ მუდამ თმაზე გაქვთ ხელი და ასეთ ქმედებას ოფიციალურ სიტუაციებშიც კი ვერ წყვეტთ.

5. ძალიან ბევრ ყავას მიირთმევთ - უსაზღვრო რაოდენობის ყავას მიირთმევთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერების დაცვა ყველაფერში საჭიროა.

კურო:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ამბობთ არას დაუყოვნებლივ - როცა ვინმე რაიმეს გთხოვთ, არც კი ამთავრებინებთ საუბარს, არ უსმენთ მის თხოვნას, ისე ეუბნებით უარს.

2. ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ სამოსში - არასოდეს ფიქრობთ ფინანსებზე, გიჟდებით „შოპინგზე“ და შეგიძლიათ, მთელი ფული შოპინგის დროს დახარჯოთ და მერე ხელფასამდე სხვისგან ისესხოთ.

3. ტუჩებს იკვნეტთ - ასე იქცევით განსაკუთრებით მაშინ, როცა ნერვიულობთ.

4. სასტიკები ხართ - თუ რაიმე მიზნად დაისახეთ, მას აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ ასეთ დროს სასტიკები ხართ და მიზნის მიღწევის გზაზე ბევრ მსხვერპლს ტოებთ.

5. გეშინიათ ცვლილების - ცდილობთ თავი აარიდოთ ყოველგვარ ცვლილებას.

ტყუპები:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. გიყვართ ჭორაობა.

2. განუწყვეტლივ ტელეფონს უყურებთ - ხელიდან არასოდეს უშვებთ სმარტფონს და საუბრისას ამ დროს კონცენტრაციას კარგავთ.

3. ხართ დაბნეული - ბევრ საკითხზე გსურთ კონცენტრირება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყურადღება გეფანტებათ და ძალიან დაბნეული, ქაოსური და მოუწესრიგებელი ხდებით.

4. ხშირად გსურთ, რომ გაექცეთ სამყაროს და მარტომ იცხოვროთ.

5. მარტივად გბეზრდებათ ერთი და იგივე საქმე.

კირჩხიბი:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ძალიან დიდ დროს ხარჯავთ ტელევიზორის ყურებისთვის - თითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რეალურად ამის გამო ბევრი საჭირო საქმერ გრჩებათ გაუკეთებელი.

2. მუდამ წუწუნებთ - პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ თქვენ უმნიშველო პრობლემასაც ის წარმოაჩენთ, თითქოს ამის გამო ცხოვრება თავზე გემხობათ. ძალიან წუწუნა ხართ.

3. მუდამ ნეგატივზე ხართ კონცენტრირებული - პოზიტივს ვერ ამჩნევთ.

4. ზედმეტად მგრძნობიარეა ხართ.

5. ცხოვრობთ წარსულით და არ გეგმავთ მომავალს.

ლომი:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. გეშინიათ ცვლილებების - გაშინებთ კომფორტის ზონის დატოვება. შესაძლოა, უბედური იყოთ სასიყვარულო ურთიერთობაში, არ მოგწონდეთ სამსახური, მაგრამ არაფერს შეცვლით, რადგანაც უბრალოდ გეშინიათ ცვლილების.

2. ზედმეტად აქტიურობთ სოციალურ ქსელში - მუდამ რაღაც ბმულებს აზიარებთ, აქვეყნებთ ფოტოებს. ცხოვრების ყველა დეტალის შესახებ „ფეისბუქში“ წერთ.

3. გაქვთ დაუცველობის განცდა.

4. გიჟდებით რუჯზე - ეს კარგია, მაგრამ ხშირად ზედმეტი მოგდით, რის გამოც კანს იზიანებთ.

5. მარტივად სტკენთ გულს სხვებს - ლომისთვის მთავარია საკუთარი განცდები და გრძნობები, სხვების გრძნობები კი უმნიშვნელოა. შეუძლია სხვა დაუფიქრებლად ატკინოს გული.

ქალწული:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. რჩევებს გასცემთ საკუთარი ინიციატივით - მაშინ, როცა შესაძლოა თქვენი რჩევა არავის სჭირდებოდეს. ამის გამო, თქვენთან ურთიერთობა არ მოსწონთ.

2. მუდამ რაღაცაზე დარდობთ - ქალწული პერფექციონისტია, სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და როცა ხედავს, რომ არ არის სრულყოფილი, ამის გამო ძალიან დარდობს.

3. გიყვართ საქმის გადადება - ამის გამო გიჭირთ წარმატების სწრაფად მიღწევა.

4. საკუთარ თავზე ნეგატიურად საუბრობთ - გაქვთ დაბალი თვითშეფასება.

5. გიყვართ კინკლაობა - ყველაფერზე კამათობთ. მშვიდად არასოდეს ხართ.

სასწორი:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. გიყვართ ფულის ხარჯვა - ზედმეტად მფლანგველი ხართ.

2. მოგწონთ, როცა სხვებზე გავლენას ახდენთ - როცა სხვებს კარნახობთ, როგორ უნდა იმოქმედოს.

3. არ შეგიძლიათ უარის თქმა - „არას“ თქმა თქვენთვის მთავარი პრობლემაა.

4. ძალიან სწრაფად გიყვარდებათ - საოცრად რომანტიკულები ხართ და სწრაფად გიყვარდებათ, მაგრამ კარგი ისაა, რომ სანამ პირველს ნაბიჯს გადადგამთ დიდხანს ფიქრობთ.

5. გსურთ, რომ ადამიანებს ასიამოვნოთ - თქვენი ქმედებებით ყველა კაყოფილი ვერ იქნება. სჯობს, იმოქმედოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვინმეს ასიამოვნოთ.

მორიელი:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ყველაფერი თქვენთვის გინდათ.

2. მოგწონთ ადამიანებისა და სიტუაციების კონტროლი - გსურთ, რომ საყვარელი ადამიანიცგააკონტროლოთ. ეს ხასიათი რეალურად პრობლემებს გიქმნით.

3. გეშინიათ წარუმატებლობის - არავის მოსწონს წარუმატებლობა, მაგრამ თქვენ იმდენად გეშინიათ ამის, რომ შეიძლება ღამე ვერ დაიძინოთ.

4. საიდუმლოებით ხართ მოცული - ყველაფერს ასაიდუმლოებთ. უახლოეს ადამიანთანაც კი ბევრი საიდუმლო გაქვთ.

5. ძალიან დიდი მოლოდინები გაქვთ - ამის გამო, ხშირად იმედგაცრუებულები რჩებით.

მშვილდოსანი:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. გიყვართ აზარტული თამაშები - მშვილდოსნები ძალიან აზარტულები არიან. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები ხდებიან და შეიძლება მთელი ქონება შესწირონ ამ თამაშებს.

2. ზოგჯერ ისეთ ამბებს ყვებით, რომელთა შესახებაც რეალურად ძალიან ცოტა რამ იცით - ამბების მოყოლის დროს გაზვიადება გიყვართ. თქვენი ნაამბობიდან ძალიან მცირე ნაწილი შეესაბამება სინამდვილეს.

3. ძალიან ბევრს მუშაობთ - შრომისმოყვარეობა ძალიან კარგია, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. შეგიძლიათ დღე და ღამე ოფისში გაატაროთ, სამსახურის გამო საკუთარი თავი, პირადი ცხოვრება გავიწყდებათ.

4. არ ასრულებთ დაპირებებს - უბრალოდ იმიტომ, რომ გავიწყდებათ.

5. არ გეგმავთ მიზნისკენ მიმავალ გზას - შესანიშნავი იდეები გაქვთ, მაგრამ არ იცით, როგორ მიაღწიოს მათ. არ გეგმავთ მომავალს.

თხის რქა:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. საკუთარ ფიქრებში იკარგებით - იმდენი იდეა გაქვთ, რომ გიჭირთ კონცენტრირება და ფიქრებში იკარგებით.

2. საკუთარ თავს მუდამ აკრიტიკებთ - ძალიან მკაცრები ხართ საკუთარი თავის მიმართ.

3. ძალიან ბევრს მუშაობთ - მუშაობის გარდა სხვა რაღაცებიც არსებობს. გართობისთვისაც უნდა გამონახოთ ცოტა დრო.

4. არ გასვენებთ შიში, რომ საშინელება მოხდება - მუდამ ნეგატივზე ფიქრობთ.

5. ძალიან ბევრ ყავას სვამთ - ვერძის მსგავსად, თხის რქაც დამოკიდებულია ყავაზე. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კოფეინი ვნებს ჯანმრთელობას.

მერწყული:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ძალიან ემოციური ხართ - მარტივ პრობლემებზე გადაჭარბებით ნერვიულობთ და მუდამ სტრესი გტანჯავთ.

2. გიყვართ ვიდეო თამაშები - დამოკიდებული ხართ მასზე. აუცილებელია ბალანსი დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ვიდეოთამაშებზე გაცილებით ლამაზი და საინტერესოა.

3. ონლაინ სივრცეში ძალიან დიდ დროს ატარებთ.

4. ძალიან გვიან იღვიძებთ - ღამით ფხიზლობთ, ხოლო დღის განმავლობაში გძინავს და ეს თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.

5. შეგიძლათ ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან გააბათ სასიყვარულო ურთიერთობა - საერთოდ, გრძელვადიანი ურთიერთობები არ გხიბლავთ და პარტნიორს ხშირად იცვლით.

თევზები:

რომელია თქვენი 5 ყველაზე ცუდი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. მეოცნებე ხართ - ოცნებაში ცუდი არაფერია, მაგრამ თქვენ გადაჭარბებულად ოცნებობთ, რეალობას დიდი მანძილით სწყდებით, ხოლო მიზნის მისაღწევად ხშირ შემთხვევაში არაფერს აკეთებთ. წარმოსახულ სამყაროში ცხოვრობთ.

2. მფლანგველები ხართ - მუდამ ვალის აღება გიწვეთ. არ შეგიძლიათ ფინანსების განკარგვა.

3. გიყვართ საქმის გადადება.

4. გიყვართ ალკოჰოლი.

5. არ გიყვართ დაპირებების გაცემა - მაგრამ თუ ვინმეს რაიმეს დაპირდით, მას არ შეასრულებთ.



<a href="https://www.bustle.com/">https://www.bustle.com/</a>