სიყვარულის გამოხატვის 10 მთავარი და ყველაზე ეფექტური მეთოდი - ფსიქოლოგების რჩევა
- 15.12.2021
სიყვარულის გამოხატვის უამრავი გზა არსებობს, თუმცა ფსიქოლოგები გამოყოფენ 10 მთავარ მეთოდს, რომელთა საშუალებითაც სიყვარულს საყვარელ ადამიანს ყველაზე მარტივად უჩვენებთ.
ვნახოთ სიყვარულის გამოხატვის 10 ძირითადი და ყველაზე ეფექტური გზა:
1. არასოდეს დაივიწყოთ ფლირტი - ურთიერთობის რა ეტაპზეც უნდა იყოთ, ფლირტი არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ. ის სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო გზაა. ფლირტის საშუალებით გარდა იმისა, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულს გამოხატავთ, ამავდროულად, ცხოვრებას ავსებთ ბედნიერებით. სექსიც ხდება უკეთესი და ურთიერთობა კი, უფრო მყარი.
2. მოუსმინეთ საყვარელ ადამიანს - გაითვალისწინეთ მისი თხოვნა. ასეთ დროს ის ხვდება, რომ მისი სურვილები თქვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ძალიან გიყვართ.
3. მიიღეთ ახალი გამოცდილება ერთად - წყვილები, რომლებიც რაიმეს ერთად აკეთებენ, საოცარ სიახლოვეს გრძნობენ ერთმანეთისადმი, რადგანაც ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელსაც „ჩახუტების ჰორმონსაც“ უწოდებენ.
4. ერთმანეთზე ზრუნვა - საყვარელი ადამიანისთვის მცირე რაღაცების გაკეთებითაც კი, უდიდეს სიყვარულს გამოხატავთ. უბრალოდ წყლის მიტანითაც კი შეიძლება გაუთბეს გული და დარწმუნდეს თქვენს სიყვარულში. აჩვენეთ, როგორ უფრთხილდებით და როგორ ზრუნავთ მასზე.
5. გააკეთეთ რაიმე ერთად - არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებთ. დარგეთ ყვავილები, ან დაიწყეთ ახალი ბიზნესი ერთობლივად. შედეგად, თქვენ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი გექნებათ.
6. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს თქვენს გრძნობებსა და განცდებზე - მის გვერდით გამოხატეთ თქვენი ყველაზე მძაფრი ემოციები. გაუზიარეთ სიხარული და ტკივილი და დაუჭირეთ მხარი, როცა მას სჭირდება. თავადაც მოუსმინეთ მის განცდებს ყოველგვარი განსჯის გარეშე.
7. ერთად ბევრი დრო გაატარეთ - მიუხედავად ცხოვრების დაძაბული რეჟიმისა, აუცილებლად უნდა მოახერხოთ განმარტოება. წადით ქალაქგარეთ შაბათ-კვირას და გაატარეთ ერთად დრო რომანტიკულად. დაპატიჟეთ რომანტიკულ ვახშამზე. ყოველივეურთიერთობას ასაზრდოებს.
8. ხშირად გაიხსენეთ ურთიერთობის პირველი ეტაპი, როცა ყველაფერი შესანიშნავად იყო - ეს თქვენს ურთიერთობას ახალ ენერგიას, ახალ ძალას მისცემს, კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ეს ემოციური საკვებია თქვენი სულისთვის, გულს გაგითბობთ და ურთიერთობას უფრო მყარს გახდის.
9. იყავით კეთილგანწყობილები საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრების, ნათესავების და მეგობრების მიმართ - რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის გარშემომყოფთა შორის იქნებიან ისეთები, რომლებიც არ მოგწონთ, ვერ ეწყობით და არ გსიამოვნებთ მათთან ურთიერთობა, ეს ნორმალურია. უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ მათი და მათი ცხოვრების კრიტიკა არ უნდა დაიწყოთ. სჯობს, ნეიტრალური პოზიცია გქონდეთ, ეს ცხოვრებას უფრო გაამარტიივებს და რაც მთავარია, საყვარელ ადამიანს აჩვენებს, მისი სიყვარულის გამო ცდილობთ მის ახლობლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ
10. აჩვენეთ პარტნიორს ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით - მაგ: თუ უკრავთ გიტარაზე და კარგად მღერით, იმღერეთ მისთვის, ეს ძალიან მხიარულს გახდის თქვენს ურთიერთობასა და თანაცხოვრებას. აჩვენეთ საყვარელ ადამიანს თქვენი შესაძლებლობები და თქვენი ნიჭი.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, ფლირტი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია