LIFE

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით

1. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება

სამყარო არ დგას ერთ ადგილზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვანაირად იქნება. მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ უარესად იქნება, ვიდრე მანამდე იყო. კვლევების მიხედვით, დაბრუნების შემდეგ პარტნიორები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საკუთარი ურთიერთობების დადებით მხარეებს, მეტად კონცენტრირდებიან ნეგატიურ მომენტებზე. და კიდევ, უყვართ წარსული წყენის გახსენება.

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით

2. ის რადიკალურად შეიცვალა

ადამიანები არ იცვლებიან. უფრო სწორად, არ იცვლებიან სწრაფად და უბრალოდ. იმისათვის რომ განთავისუფლდე ყველაზე უმნიშვნელო ჩვევებისგანაც კი, საჭიროა ძლიერი გულწრფელი სურვილი, მოტივაცია, საკუთარ თავზე მუშაობა. ამიტომ გულწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვაზე: ჰქონდა ეს ყველაფერი თქვენს პარტნიორს იმისთვის, რომ შეიცვალოს?

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით

3. მართალია ცუდია, მაგრამ შენია

შეეკითხეთ საკუთარ თავს, რა არის უკეთესი: შეხვდე ერთ წელიწადში, ორში, თუნდაც ხუთ წელიწადში ადამიანს, რომელთანაც გაატარებთ დარჩენილ წლებს როგორც ზღაპარში, თუ დაბრუნდეთ და მთელი ცხოვრება იტანჯებოდეთ იმ „ცუდ, მაგრამ საკუთარ“ პარტნიორთან?

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით

4. იდეალურები არ არსებობენ

მართალია, იდეალური არავინ არ არის. მაგრამ იდეალურები არც არავის სჭირდებათ. უბრალოდ მეორე ნახევარს უნდა შეეეწყოთ, ამიტომაც არის ის ნახევარი. თქვენ ხომ იმიტომ არ დაშორდით ერთმანეთს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი შორს იყო სრულყოფილებისგან. უბრალოდ თქვენ ვერ შეეწყეთ ერთმანეთს. მიიღეთ ეს და გააგრძელეთ ცხოვრება.

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით

5. ყოფილი არ მანებებს თავს

არც ისე იშვიათად ხდება, რომ ურთიერთობების დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პარტნიორი უცებ იწყებს აქტიურობას. ზარები, შეტყობინებები, კომენტარები სოცქსელებში, ხანდახან კი მოულოდნელი ვიზიტებიც. ვუყვარვარ და ვერ მივიწყებს - სწორედ ასეთი ვერდიქტი გამოგვაქვს უმეტეს შემთხვევებში. სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ამით ნამდვილ გრძნობას კი არ ამჟღავნებენ, არამედ ტოტალურად გაკონტროლებენ.

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით

6. იქნებ ვაზვიადებ

იქნებ, ასეც არის. თუ დაშორების მიზეზი იყვნენ ნათესავები, სამსახური ან სხვა გარე ფაქტორები, მაშინ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოთ, და მეორე ცდა შეიძლება იყოს წარმატებული. შანსები გაიზრდება, თუ ეს დაშორება პირველია, თქვენ და პარტნიორს კი ბევრი მსგავსი ინტერესები გაქვთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად განქორწინების მიზეზი უფრო სერიოზული გარემოებებია - მაგალითად, ღალატი. და ეს გაზვიადება არ არის, არამედ რეალური მიზეზია შეწყვიტოთ ურთიერთობა.

6 მითი, რომლებისაც მაშინ გვჯერა, როდესაც ყოფილებს ვუბრუნდებით



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>