სიყვარული იდუმალებით მოცული გრძნობაა, თუმცა არაფერი აქვს საერთო ბედისწერასთან.
კვლევები ადასტურებს, რომ შენი ჰორმონები, ინტერესები და ის მეთოდები, რითაც აღგზარდეს, დიდწილად განსაზღვრავს, მომავალში ვინ შეგიყვარდება ან ვის შეუყვარდები.
იმის გამო, რომ შენი პარტნიორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში, მისი შენდამი დამოკიდებულება განაპირობებს როგორც შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისე ბედნიერებასა და კარიერულ წარმატებასაც კი. ჩვენ გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლებიც კვლევებითაა დადასტურებული და რომლებიც იმ მიზეზებზე გვიყვება, თუ რატომ უყვარდება ორ ადამიანს ერთმანეთი.
პარტნიორები, რომლებთაც ბევრი საერთო აქვთ, უფრო მარტივად უგებენ ერთმანეთს
ათწლეულების კვლევებმა აჩვენა, რომ კლიშედ ქცეული აზრი, თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს, მცდარი აღმოჩნდა.
"მშობლებს, რომლებსაც მეტი საერთო აქვთ, თუნდაც პიროვნულ ასპექტში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთგაგება უადვილდებათ, - ამბობს წყვილების შესახებ კვლევის ავტორი ჯინ გონზაგა. - პარტნიორებს შორის მსგავსება საგრძნობლად აადვილებს მათ თანაცხოვრებას".
შენი მშობლების გარეგნობა დიდწილად განაპირობებს შენს არჩევანს
ფსიქოლოგმა დევიდ პერეტმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ ადამიანს მისი საპირისპირო სქესის მშობლის მსგავსი ადამიანები მოსწონთ. მაგალითად, ისეთები, რომლებსაც მათი მშობლის ფერის თმა ან თვალები აქვთ. მარტივად რომ ვთქვათ, ბიჭს მეტი შანსი აქვს, გოგოს მოეწონოს, თუკი ის გოგოს მამას ჰგავს. ასევეა გოგონების შემთხვევაშიც: ბიჭის დედასთან ოდნავი მსგავსებაც კი გოგონას პარტნიორის თვალში დამატებით მომხიბვლელობას სძენს.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალს, რომლის მშობლებიც 30 წელს გადაცილებულები იყვნენ მისი დაბადებისას, ახალგაზრდა მამაკაცები არ იზიდავს და პირიქით, ქალს, რომლის მშობლებიც 30 წლამდე ასაკისანი იყვნენ, ახალგაზრდა მამაკაცები მოსწონს.
"კაცები, თუ მათ გრძელვადიანი ურთიერთობები სურთ, უპირატესობას ანიჭებენ ქალებს, რომლებიც იმავე ასაკის არიან, რამდენისაც მათი დედა იყო მათზე ფეხმძიმობისას. ხოლო მამის წლების წინანდელი ასაკი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს", - ამტკიცებენ კვლევის ავტორები.
ადამიანის სუნი მნიშვნელოვანია
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ქალს მოსწონს იმ მამაკაცის მაისურის სუნი, რომელიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს შეიცავს.
ეს ჰორმონებზე დაფუძნებული ინსტინქტებია: ასევე, ზოგიერთ ქალი პრიორიტეტს ანიჭებს მამაკაცებს, რომელთაც გამოკვეთილად ძლიერი ყბის ფორმა აქვთ.
როდესაც საუბრისას ჟესტიკულაციას მიმართავ
ექსპერტები სხეულის ენის საკითხებში ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ ქმედება სიტყვებზე მნიშვნელოვანია. ჯიბეში ხელების ჩაწყობითა და მხრების უკან გაწევით შენ მიანიშნებ ვინმეს, რომ არ ხარ მისით დაინტერესებული, თუმცა საუბრისას ხელების გამოყენება და გახსნილობა, ავტომატურად გხდის ხელმისაწვდომს მეორე ადამიანისთვის.
თუ ერთმანეთს თვალებში უყურებთ
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა 72 სტუდენტის მონაწილეობით კვლევა ჩაატარეს. ერთმანეთისთვის უცნობი ცდისპირები წყვილებად დაჰყვეს და დაავალეს, ორი წუთის განმავლობაში ერთმანეთისთვის თვალებში ეცქირათ. ექსპერიმენტის შემდეგ კვლევაში ჩართულ სტუდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ თავიანთი მეწყვილისადმი თბილი გრძნობა გაუჩნდათ. აღსანიშნავია, რომ მზერით კონტაქტმა შეიძლება სრულიად უცხო ადამიანის მიმართაც ძლიერი სიმპათია გაგიჩინოს.
წაიკითხე, სანამ პაემანზე წახვალ
იელის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეებს ცხელი ან ცივი სასმელი დააკავებინეს ხელში და სთხოვეს, შეეფასებინათ, სხვა ადამიანი პიროვნულად თბილი იყო თუ ცივი. მონაწილეებმა, რომელთაც ცხელი სასმელი ეჭირათ, ცდისპირები შეაფასეს თბილ პიროვნებებად, რადგან მათი გონება თავიდანვე თბილზე იყო გადართული. თუ ვინმეს ყავაზე ან ცხელ შოკოლადზე დაპატიჟებ, მას შეიძლება შენ მიმართ დადებითი დამოკიდებულება გაუჩნდეს, რადგან თბილ ადამიანად ჩაგთვლის. ასე რომ, სანამ ვინმე კარგად არ გაგიცნობს, ნაყინზე მის დაპატიჟებას ნუ იჩქარებ.
თუ ძაღლი გყავს
მიჩიგანის უნივერსიტეტის ექსპერიმენტისას, ქალებმა უცნობი კაცების მოკლე დახასიათებები წაიკითხეს. იმ პერსონაჟებს, რომელთაც ძაღლი ჰყავდათ, ქალები დადებითად აფასებდნენ. მეცნიერების ვარაუდით, მსგავსი ფაქტებისადმი ასეთი დამოკიდებულება იმიტომ ჩნდება, რომ ცხოველის პატრონი მზრუნველი პიროვნება ჩანს და მას დიდი ალბათობით სხვა არსების გაბედნიერებაც შეუძლია.
ადამიანის შეფასება გარეგნობის მიხედვით
1996 წელს ჩატარებული კვლევისას, ყოველი მონაწილე ფასდებოდა მისი ფიზიკური მონაცემების მიხედვით და შემდეგ სხვა მონაწილეს ხვდებოდა. მიმზიდველი მონაწილეები, რომლებსაც მათსავით მიმზიდველი მეწყვილეები ხვდებოდნენ, უხეშად აფასებდნენ მეწყვილეს. რაც უფრო მიმზიდველი იყო ცდისპირი, მით უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენდა მასსავით მომხიბვლელი მეწყვილისადმი.
მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ ზედმეტად ლამაზ ადამიანებს ახასიათებთ, ხოლო დანარჩენებს ჩვენსავით მიმზიდველი ადამიანები გვიყვარდება.
თუ ბოტოქსს იკეთებ
ევროპაში ასაკისა და მიმზიდველობის შესახებ ჩატარებული კვლევების მეშვეობით, ცდილობდნენ დაედგინათ, ეხმარება თუ არა ბოტოქსი ქალს პარტნიორული ურთიერთობების ქონაში. ქალებმა, რომლებმაც ბოტოქსის პროცედურები ჩაიტარეს, შეფასდნენ უფრო მიმზიდველ და ჯანმრთელ ქალებად. რაც უფრო მეტ პროცედურას იტარებდნენ, მით უფრო მიმზიდველი, ჯანმრთელი და გაახალგაზრდავებულები ჩანდნენ.
თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ
ფრანგმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკალური პრაქტიკა დაკავშირებული იყო სექსუალურ სელექციასთან. ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი, გიტარის ან სპორტული ჩანთით ქუჩაში უცნობ გოგონებს ტელეფონის ნომრებს სთხოვდა. შედეგებმა ცხადყო, რომ თითქმის ყველა გოგონამ მისცა მას ნომერი მაშინ, როცა გიტარის ჩანთა ეკავა და არა სპორტული.
თუ წითელი კაბა გაცვია
სლოვაკელი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ ქალები, რომლებიც წითელი ფერის ტანსაცმელს ატარებენ, სასიყვარულო ურთიერთობებში მეტ წარმატებას აღწევენ. ეს შეიძლება აიხსნას იმ ფაქტორით, რომ წითელი ფერის სამოსი სექსუალური განწყობის ასოციაციას იწვევს. კაცებისთვის წითელში ჩაცმული ქალი მიმზიდველია, რადგან იგი სექსუალური სტატუსის მატარებელია.
ლამბერსექსუალები იმარჯვებენ!
ავსტრალიურმა ექსპერიმენტებმა დაადგინა, რომ ქალები უპირატესობას გაუპარსავ წვერს ანიჭებენ. მათ დიდ წვერსა და სუფთად გაპარსულ სახეზე მეტად, მსუბუქი, დაბალზე შეჭრილი წვერი მიაჩნიათ მიმზიდველად.
მიმზიდველობასთან ერთად, მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი თმა აქვს მამაკაცს, მით უფრო მასკულინურად აღიქვამენ მას ქალები.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, წყვილი, რატომ გვიყვარდება
წყარო: <a href="http://www.thisisinsider.com/psychological-reasons-people-fall-in-love-2015-11?utm_content=bufferd2384&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer//#if-you-have-a-certain-type-of-facial-hair-12">www.thisi