ჩვენი სტატიის გმირი სიმონე 23 წლის ასაკში მიხვდა, რომ განდეგილივით ცხოვრობდა. უარს ამბობდა ყველა წვეულებასა და გასართობ ღონისძიებაზე, ქუჩაში და პლაჟზეც კი არ გადიოდა გასარუჯად. სიმონე არ აღიარებდა,თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ჭარბ წონას მის ცხოვრებაზე სანამ სასწორზე არ შედგა და არ ნახა, რომ 169 კილოგრამს იწონიდა.
"საშინელი შეგრძნება იყო" - ამბობს ის. - „ავიწონე თუ არა კუთხეში მივიყუჟე, რათა საკუთარ ემოციებს გავმკლავებოდი".
შემდეგი დღე იმაზე ფიქრში გაატარა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა, რომ წონაში დაეკლო. არ სურდა დიეტები და წონაში დასაკლები ტაბლეტები. მან თავისი ჭარბი წონისა და გეგმების შესახებ სოციალურ ქსელში მეგობრებთან ისაუბრა.
2014 წლის 29 აგვისტოს გადადგა პირველი ნაბიჯი მიზნის მისაღწევად. მისი ეს რჩევა, ბევრს გამოგვადგება.
1. დაიწყო მცირედით
„ვიცოდი, რომ უნდა მევარჯიშა, ამიტომ დავიწყე ყოველდღიურად სიარული ან ცურვა“, - ამბობს ის. დავდიოდი აუზზე და მაქსიმალურად ბევრს ვცურავდი მთელი საათის განმავლობაში ან ფეხით ვსეირნობდი.
მისი მიზანი იყო ეს ვარჯიში ჩვევებად ჩამოყალიბებოდა, ამიტომაც არ გაუცდენია არასოდეს.
2. კვების რაციონიდან ამოიღე მზა საკვები
"შევცვალე კვების რაციონი და სრულიად ვთქვი უარი გენმოდიფიცირებულ საკვებზე. ყველაფერი, რაც პაკეტებში იყიდება ამოვიღე. ვკითხულობდი ბლოგებს და ვეძებდი სხვადასხვა საიტზე რეცეპტებს ინსპირაციისათვის", - ამბობს ის.
კვების რაციონის შეცვლამდე იგი დიდი რაოდენობით ნახშირწყალს იღებდა - 3-4 სახეობის ცომის შემცველ საკვებს დღის განმავლობაში. დღეს მისი ვახშამი მოიცავს ცილების ნაზავს (რძე, წყალი, ბანანი და კენკრა). წასახემსებლადაც ცდილობს, ცილით გაჯერებული საკვები მიიღოს, ძირითადად, ომლეტი და სუში ლანჩზე. სადილად ამზადებს ცილებით გაჯერებულ ბოსტნეულის კერძებს
3. ითმენდა და უძლებდა
"შაქრის მაღალი შემცველობის საკვების მიღების შემდეგ ნორმალური საკვებს უცნაური გემო აქვს," - ამბობს პრეტშერერი. "დაახლოებით 3 თვე დასჭირდა იმას, რომ ჩემი ორგანიზმი შეჩვეოდა მსგავსი ტიპის კვებას და შემეგრძნო საჭმლის ნამდვილი გემო".
4. აღმოაჩინა მოტივაცია
მისთვის სოციალური მედია დიდი მოტივაცია აღმოჩნდა.
"ადრე დარბაზში წასასვლელად თავსაც არ შევიწუხებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელით, ფეისბუკითა და ინსტაგრამით სარგებლობა დავიწყე, მივედი დასკვნამდე, რომ დრო იყო მემოქმედა... ძალიან რთული იყო ის კვირები და თვეები, როცა ჩემი ქმედება წონის ცვლილებაზე არ აისახებოდა", - ამბობს ის. - "თუმცა, ამჯერადაც, სოციალური მედია დამეხმარა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდი".
5. დაისახა „პატარა მიზნები“
"იმ უზარმაზარ რიცხვზე კონცენტრირება, რისი დაკლებაც მსურდა, შეუძლებელი იყო." - ამბობდა სიმონე . - "სანაცვლოდ, შევიძინე რამდენიმე პატარა ზომის ჯინსი და განვათავსე კარადაში, რათა ყოველდღიურად მეყურებინა „პატარა მიზნებისთვის“. დაუვიწყარი იყო, ჩემს ცხოვრებაში დღე, როცა ეს ჯინსი საკუთარ სხეულზე ვიხილე და კიდევ დღე, როცა ის უზარმაზარი აღმოჩნდა,“.
6. მუდმივად მიდიოდა მიზნისკენ
მას, ვისაც წონაში დაკლება სურს, პრეტშერერი ურჩევს: „არ გადადო შენი მიზნები ხვალინდელი დღისთვის! მიმართეთ საკუთარი გონება მიზნისკენ და ამის შემდეგ, შეძლებ მის მიღწევას! აქციე მიზნისკენ მიმავალი გზა ცხოვრების წესად! შეაჩერე არჩევანი მცირე ცვლილებებზე, რომლებიც, საბოლოოდ, დიდ შედეგთან მიგიყვანს!“
7. იზეიმა წარმატება
11 თვეში ჩვენმა გმირმა სასურველ მიზანს მიაღწია, ამის აღსანიშნავად კი წვეულება მოაწყო.
"ეს იყო შედეგი, რომლის მისაღწევად მოვმართე ჩემი გონება. მთელი ამ დროის განმავლობაში ვოცნებობდი დამენახა ეს შედეგი. ამიტომ აუცილებლად უნდა მეზეიმა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ეს წარმატება".
პირველი მცდელობიდან ორ წელიწადში მან გასაოცარ შედეგს მიაღწია. მან მოიშორა ზედმეტი კანი. ამჟამად ცდილობს, შეეგუოს მის ახალ სხეულსა და ფორმებს.
"მე ამაყი ვარ გზით, რომელიც გავიარე და კიდევ უფრო ამაყი ვარ მიღწეული შედეგით!"- ამბობს სიმონე.
თემები: მიზანი, მოტივაცია, წონაში დაკლება, წარმატებული მაგალითი
წყარო: <a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2FeOlqSV-weight-loss-success-7-steps-this-woman-/f-63da1edccc%2Ftoday.com">flipboard.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია