LIFE

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

ხართ შეპყრობილი „სელფების“ გადაღებით? - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ ადამიანს არ ასვენებს სურვილი, გამუდმებით გადაიღოს „სელფები“ და გამოაქვეყნოს ისინი სოციალურ ქსელში, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.

საკითხის შესახებ კვლევა 2014 წელს ჩატარდა, თუმცა „სელფის“ გადაღების სიყვარულსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის კავშირი ფსიქოლოგიურად ახლახანს დადასტურდა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ „სელფის“ გადაღებით შეპყრობილ ადამიანებს სურთ ფოტოების წყალობით გაზარდონ თავიანთი თავდაჯერებულობა, ისინი ეძებენ ყურადღებას. წარმატებულ „სელფზეა“ დამოკიდებული მათი განწყობის გაუმჯობესება. თუ „სელფი“ ბევრ „ლაიქსა“ და კომენტარს მოიპოვებს, მასზე აღბეჭდილი ადამიანი თავს სოციალურად უფრო კონკურენტუნარიანად თვლის და უფრო კარგ განწყობაზე დგება.

ხართ თუ არა „სელფებზე“ დამოკიდებული? ამის გასაგებად გთავაზობთ სკალას. თუ ქვემოთ მოცემული წინადადებები თქვენთვის ნაცნობია და ეთანხმებით მათ, თქვენ „სელფებზე“ დამოკიდებული ხართ და ფსიქიკური თვალსაზრისით პრობლემები გაქვთ, ვინაიდან ცხოვრებას მთლიანად „სელფებზე“, სოციალურ ქსელებში აქტივობაზე და ამ სივრცეში პოპულარობაზე აგებთ.

1. „სელფის“ გადაღება კარგ განწყობაზე მაყენებს და ასეთ დროს უფრო მეტად მაქვს უნარი, ვისიამოვნო ჩემ გარშემო არსებული სამყაროთი. 

2. „სელფების“ გამოქვეყნებით ერთგვარად კონკურენციას ვუწევ მეგობრებსა და კოლეგებს. 

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

3. „სელფების“ გამოქვეყნებით სოციალურ ქსელებში ვიპყრობ ყურადღებას და ეს ძალიან მსიამოვნებს.

4. „სელფების“ გადაღების შედეგად სტრესი მეხსნება.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

5. როცა „სელფებს“ სოციალურ მედიაში ვაქვეყნებ, ადამიანებისგან უფრო მეტ კეთილგანწყობას ვიღებ.

6. „სელფი“ ჩემთვის თვითგამოხატვის საშუალებაა.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

7. „სელფების“ გამოქვეყნება მეხმარება, რომ ჩემი სოციალური სტატუსი გამყარდეს.

8. უფრო თავდაჯერებული ვხდები როცა „სელფებს“ ვიღებ.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

9. თავს ვგრძნობ უფრო პოპულარულად, როცა სოციალურ ქსელებში „სელფებს“ ვაქვეყნებ.

10. ბევრი „სელფის“ გადაღება განწყობას მიუმჯობესებს და ბედნიერებას მმატებს.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

11. როცა „სელფებს“ ვიღებ საკუთარი თავის მიმართ უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი.

12. „სელფების“ წყალობით თავს უფრო ძლიერ ადამიანად ვგრძნობ.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

13. „სელფი“ მეხმარება, რომ უკეთ დავიმახსოვრო სხვადასხვა მომენტი.

14. ხშირად ვაქვეყნებ „სელფებს“, რათა უფრო მეტი „ლაიქი“ და „კომენტარი“ მქონდეს.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

15. თუ „სელფებს“ გამოვაქვეყნებ, მგონია, რომ მეგობრები უფრო დამაფასებენ.

16. „სელფების“ გადაღება მაშინვე მიცვლის განწყობას.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

17. ძალიან ბევრ „სელფს“ ვიღებ, თუმცა სოციალურ ქსელში არ ვაქვეყნებ. ხშირად ვათვალიერებ მათ „სმარტფონში და ეს ზრდის ჩემს თავდაჯერებულობას.

18. როცა „სელფებს“ არ ვიღებ, თავს ჩემი სხვებისგან გარიყულად და განსხვავებულად ვგრძნობ და ეს არ მომწონს.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

19. „სელფებს“ მოგონებების შესანახად ვიღებ.

20. ვიყენებ სხვადასხვა პროგრამებს იმისთვის, რომ „სელფში“ უფრო ლამაზი გამოვჩნდე.

„სელფებით“ შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ - მეცნიერული დასკვნა

 



<a href="https://nypost.com">https://nypost.com</a>